მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    აქტიურები და მოწყენილები ნანახია (7553) - ჯერ 28 დეკემბერი 2009

    სხვადასხვა კერძო სასწავლებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ქალაქში სტუდენტთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ     ახალციხის   სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 1294 სტუდენტი სწავლობს. პატარა სტუდენტურ ქალაქში გასართობი დაწესებულებების ნაკლებობა რომაა, ეს მათი მხრიდან არაერთ შეხვედრაზე გაჟღერდა . "ქალაქში სტუდენტის- სტუდენტისთვის თვის გასართობი არ არის", - ეს ფრაზაც ამ ბოლო დროს იმდენად ხშირად ისმის, რომ დავინტერესდით, რა სურთ სტუდენტებს და რა მიაჩნიათ გართობად. "ისეთი ადგილები უნდა იყოს, სადაც ლექციების შემდეგ   წახვალ და გაერთობი, მაგალითად, პარკი,   დისკოთეკა.   ჩვენთან ძალიან პატარა და მოუწესრიგებელი პარკია. არც კინოთეატრებია, ერთი იყო და ისიც აღარ მუშაობს, მგონი ", - ამბობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ზედგენიძე.

    დღის მეორე ნახევარში, ქალაქის ცენტრში სტუდენტების ჯგუფს თუ ვერ შენიშნავთ, ესე იგი დასვენების დღეებია. სხვა დღეებში კი მათი ნახვა ყველგან შეიძლება, გარდა კინოსა და თეატრისა (მცირე გამონაკლისის გარდა). სტუდენტთა ნაწილი ამბობს, რომ კინოში უსახსრობის გამო ვერ დადის: ,, მაღალი ფასის გამო ვერ დავდივართ ,, დუბლში ", - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ წელიწადზე მეტია, კინოთეატრი "დუბლი” სახინკლედ გადაკეთდა. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქალაქში კინოთეატრი აღარ არსებობს.

    ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე არსებული კინოთეატრი ”სინემა” ”კინოს მოყვარულ სტუდენტებს” ფილმების ჩვენებას სულ რაღაც 2 ლარად სთავაზობს. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა მაყურებლის არყოფნის გამო ფილმები არ გადის. რამდენიმე სტუდენტმა გართობისთვის კეთილმოწყობილი სკვერი და ატრაქციონები ისურვა. თეონა მანველიშვილი კი მეგობარი ბიჭების სურვილს შეუერთდა და გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ ქალაქში ღამის კლუბები და ბარები იქნება: ”ასეთ ადგილებში სტუდენტები გაერთობიან, დაისვენებენ,   ერთმანეთს გაიცნობენ და დამეგობრდებიან”. აჩიკო ყოლბაია თბილისიდანაა. მას მიაჩნია, რომ სტუდენტი თუ მოინდომებს, გართობასა და დასვენებას ყველგან შეძლებს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ამბობს, რომ უსახსრობის გამო კინოსა და თეატრში ხშირად ვერ დადის, მაგრამ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მოწყობილი ფილმების ჩვენებას არასდროს აკლდება: ”უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბოლოს ფილმი ”2012” აჩვენეს, რომელიც იმ პერიოდში თბილისის კინოთეატრებში გადიოდა.   ახალციხეში ზრდასრულთა განათლების ცენტრია, სადაც ხშირად იმართება საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები. სტუდენტი თუ მოინდომებს, ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ თავისუფალი დრო სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარო”.

    განსხვავებული მოსაზრება აქვს   თინათინ გაჩეჩილაძეს. იგი ფიქრობს, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად რომ ჩაერთონ, ხელშეწყობა სჭირდებათ: ”ვცდილობთ, ვიყოთ აქტიურები. მაგრამ კარგი იქნება, იმართებოდეს სტუდენტური დღეები,   სპორტული ღონისძიებები, პოეტური საღამოები, მოეწყოს ექსკურსიები”. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ბერიძე ამბობს, რომ სტუდენტი ყველა დროში აქტიურია. მთავარია, ეს როგორ გამოიხატება: ,, ჩვენი აქტიურობა გამოიხატებოდა ერთად ყოფნაში, პოეზიის საღამოებში, ხშირ ექსკურსიებში. თითქმის მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი. აქტიური სტუდენტობა გვყავს, მაგრამ მათ არ იციან, რაში გამოხატონ ეს აქტიურობა”. ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ინაური მიიჩნევს, რომ სტუდენტთა აქტიურობაზე მათი მატერიალური მდგომარეობა მოქმედებს: ”მაგალითად,   უმეტესობას არ შეუძლია კინოთეატრის ბილეთის აღება”. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ახალკაცი კი ამბობს, რომ სტუდენტებს გააქტიურებისათვის მიმართულების მიცემა სჭირდებათ: ”სტუდენტობას ინტერესს თუ გავუღვივებთ, გააქტიურდებიან. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ინტერესი   დაკარგეს”. სტუდენტთა ნაწილთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ხშირად იმართება ლიტერატურული საღამოები, ფილმების ჩვენება, ეწყობა ლაშქრობები და ექსკურსიები. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თავისუფალი დროის სასარგებლოდ გატარებისთვის საკმარისი არ არის და სტუდენტებისთვის ატრაქციონი, ღამის ბარი და დისკო კლუბი გაცილებით საჭირო და მნიშვნელოვანია.  

    ნათია ნებიერიძე, ნათია მარტინენკო,   ახალციხე

    ”სამხრეთის კარიბჭე”

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სახელმძღვანელოები სპორტული სკოლები, სტუდიები წიგნების მაღაზიები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები გამოცემები უმაღლესი სასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კოლეჯი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები განათლება საზღვარგარეთ სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსები ბიბლიოთეკები საბავშვო მაღაზიები ავტოსკოლები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი სამეცნიერო პორტალები ხელოვნების სკოლები, სტუდიები კომპიუტერული ტექნიკა სადღესასწაულო ცენტრები უცხო ენები პედაგოგები რეპეტიტორები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024