გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
...
ესპანეთი - ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი, საოცარი ისტორიის
მქონე ქვეყანაა. პირინეის ნახევარ კუნძულის ამ ტერიტორიაზე ჩვენს
წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ იბერიელები, შემდგომ საუკუნეებში კელტები,
პირველი საუკუნიდან ეს მიწები წარმოადგენდნენ რომის იმპერიის პროვინციას,
იმპერიის დანგრევის შემდგომ აქ შეიქმნა ვესტ გოტების სახელმწიფო, 711-718
წლებში ის დაიპყრეს არაბებმა. 1479 წლის კასტილიისა და არაგონის
დინასტიური უნიის დროიდან ესპანეთი - ერთიანი სახელმწიფო, სამეფოა.
ესპანეთი დაყოფილია 17 ავტონომიურ ოლქად, რომლებიც მოიცავენ 50 პროვინციას. მოსახლეობა აღწევს 39,5 მილიონ ადამიანს და მას წარმოადგენენ ესპანელები (75%), კატალონიელები, გალისიელები და ბასკები. ესპანეთის დედაქალაქია მადრიდი, სხვა საყოველთაოდ ცნობილი ქალაქებია - ბარსელონა, ვალენსია, სევილია. ესპანეთი - უმდიდრესი კულტურული ტრადიციების მქონე ქვეყანაა, მას სამართლიანად უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ის არის სერვანტესის, ფრედერიკო გარსია ლორკას, სალვადორ დალის, ფრანსისკო გოიას, პაბლო პიკასოს და მრავალი სხვა დიდი ხელოვანის სამშობლო.
ესპანეთის განათლების სისტემის რეფორმა (1996-2000) ძირითადად შეეხო დაწყებით და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, ყველა უნივერსიტეტებს გააჩნია სრული ავტონომია და უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს პროგრამული ცვლილებები. ესპანეთის უმაღლესი განათლების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი უნივერსიტეტები არ გასცემენ ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომებს. ესპანეთს დადგენილი აქვს საკუთარი გრადაცია, რომელიც ეკვივალენტთა სისტემის მეშვეობით აღიარებულია ევროპაში და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. ესპანეთის უმაღლეს განათლებას შეუძლია შემოგთავაზოთ განათლების მიღება 47 სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ 10 კერძო უნივერსიტეტში. საყოველთაოდ აღიარებულია და უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნილია ამ უმაღლესებში ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და მათემატიკის შესწავლა. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტებმა გააძლიერეს ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა - ბიომექანიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ეკოლოგია. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უფრო პრესტიჟულია, ხოლო კერძოში უფრო ადვილია ჩაბარება. ყველაზე ძველი და პრესტიჟულია - სალამანკის (1218 წ.), ბარსელონისა (1450 წ.), გრანადის (1528 წ.) და მაღალი კოტირების მქონე - სევილიის, ვალენსიისა და მადრიდის უნივერსიტეტები.
უმაღლესი განათლება ესპანეთში, ზოგი ქვეყნისგან განსხვავებით, უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტში, ხოლო კოლეჯები და სხვა სასწავლებლები გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე მათ ქვედანაყოფებს წარმოადგენენ.
უნივერსიტეტების შემადგენლობაში შედიან:
- ფაკულტეტები (facultades universitarias), სადაც ასწავლიან ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, თეორიულ დისციპლინებს; - უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლები (escuelas tecnicas superiores); - სკოლები (escuelas universitarias), რომლებიც იძლევიან პროფესიულ მომზადებას დაწყებით დონეზე; - კოლეჯები (colegios universitarias), სადაც სტუდენტები გადიან ლექციების დაწყებით, ზოგად კურსს შემდგომში უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ან ფაკულტეტზე გადასასვლელად.
ესპანეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება დაყოფილია სამ ციკლად:
პირველი - მოიცავს უნივერსიტეტის ნებისმიერ ქვედანაყოფში ორ წლიანი სწავლების გავლას, ზოგ შემთხვევაში აგრეთვე საჭირო იქნება დამატებითი, შემდგომ საფეხურზე გადასაყვანი, ერთწლიანი მომზადების (COU) კურსის გავლა. პირველი ციკლის დასრულების შემდეგ სტუდენტები ღებულობენ: კურსდამთავრებულის ხარისხს, მაგ. «Arguitecto Tecnico» ტექნიკური სპეციალობების სტუდენტი - «Ingeniero Tecnico» ყველა სხვა მიმართულებების სტუდენტი - «Diplomado» რომლებიც გაიგივებული არიან ბაკალავრთან და აღიარებული არიან ევროპაში.
მეორე - ორი-სამი წლის ხანგრძლიობისაა და ის სრულდება კვალიფიკაიის მინიჭებით, რომელიც შეესაბამება მაგისტრის წოდებას.
მესამე - ისევ ორი-სამი წლის ხანგრძლიობისაა და სრულდება «Doctor» წოდების მიღებით, ბუნებრივია მის მისაღწევად საჭიროა დისერტაციის მომზადება. ესპანეთის უნივერსიტეტები იძლევიან პირველი და მეორე ციკლის შეთავსების და მეორე ციკლის კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში სწავლის ხანგრძლიობა: ოთხი-ხუთი წელია, ხოლო სამედიცინო სპეციალობებზე - ექვს წლამდეა. სამივე ციკლის გავლა შესაძლებელია საუნივერსიტეტო ფაკულტეტებსა და უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში, ხოლო საუნივერსიტეტო სკოლები და კოლეჯები სტუდენტებს ამზადებენ მხოლოდ პირველი ციკლის პროგრამებით.
უმაღლესის (დიპლომის) შემდგომი განათლება
განათლების ეს საფეხური მოიცავს დამატებითი სწავლების 2-3 წელს (ზოგში მეტ) წელს. ესპანეთის რომელიმე უნივერსიტეტი ვერ შემოგთავაზებთ ამ საფეხურზე ყველა მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, ამიტომ შესაძლოა მოგიწიოთ სხვა პროვინციაში ან ქალაქში გადანაცვლება.
ესპანეთში აკადემიური (ანუ სასწავლო) წლის ხანგრძლიობაა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან - ივნისამდე. პირველი სემესტრი: სექტემბრის შუა რიცხვებიდან - დეკემბრის ბოლომდე. მეორე სემესტრი: თებერვლის შუა რიცხვებიდან - მაისის ბოლომდე.
მიღება
უნივერსიტეტში ჩასარიცხად ივნისში და სექტემბერში ორი დღის განმავლობაში (ზუსტი თარიღები ცხადდება მართში) უნდა ჩაბარდეს (ერთიანი სახელმწიფო გამოცდის მსგავსი) გამოცდა, რომელსაც ჰქვია "selectividad". ის - კომპლექსურია და მოიცავს სავალდებულო და არჩევითი (უმაღლესის პროფილის შესაბამის) საგნებს, უცხოელი სტუდენტებისთვის აგრეთვე ესპანურს (უცხოელებისთვის). გამოცდაზე დაშვებისთვის უცხოელებისთვის საჭიროა ესპანეთის განათლების სამინისტროში სასკოლო ატესტატის ან დიპლომის ეკვივალენტობის დადგენა და დასტურის მიღება (ანუ ლეგალიზება). ამისთვის ესპანურზე თარგმნილი ყველა დანართით დოკუმენტი უნდა წარედგინოს სამინისტროს დროულად, ვინაიდან პროცედურა ხანგრძლივია და შეიძლება მოითხოვოს ნახევარ წელზე მეტი დრო. კერო უნივერსიტეტები თვითონ არკვევენ ამ საკითხს და სამინისტროს დადასტურებას არ ითხოვენ. უმაღლესის დიპლომის ლეგალიზაციის პროცედურა უფრო ხანგრძლივია და თუ დიპლომი არ სცნეს სრულად სწავლის მსურველს შესთავაზებენ ამისთვის დამატებითი რამდენიმე გამოცდის ჩაბარებას. თუ აბიტურიენტს გააჩნია ენობრივი გამოცდის DELE (Diploma de Espanol como Lengua Extranjera/ გავლის დამადასტურებელი დიპლომი ის თავისუფლდება ენობრივი ტესტის ჩაბარებისგან. გამოცდამდე ორი თვით ადრე აბიტურიენტები წინასწარ ეწერებიან უნივერსიტეტში და ფაკულტეტზე, სადაც აპირებენ სწავლას, ხოლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ უგზავნიან თავის შეფასებას. თუ გამოცდაზე მიღებული ქულა არ იქნება არჩეული ფაკულტეტისთვის საკმარისი შესაძლებელია სხვა ფაკულტეტზე სწავლა ან სექტემბერში მისაღები გამოცდის გადაბარება. ჩარიცხვის დროს ითვალისწინებენ როგორც selectividad -ის შეფასებას, აგრეთვე ატესტატის საშუალო ნიშანს. ჩარიცხვის შემდეგ ყველა ღებულობს სტუდენტურ ბარათს, აფორმებს და იხდის სწავლის ღირებულებას. ამის გარდა უცხოელები ერთი წლით და შემდგომში ყოველწლიურად პოლიციაში აგრძელებენ სტუდენტურ რეზიდენციას.
სწავლების ენა
ესპანეთის უნივერსიტეტებში მოსახვედრად საჭიროა საკმაოდ მაღალ დონეზე ესპანური ენის ცოდნა. ენობრივი გამოცდა DELE ერთად ერთი გამოცდაა, რომელსაც აღიარებენ სერვანტესის ინსტიტუტი და ესპანეთის განათლების სამინისტრო. ამ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დიპლომები ასახავენ ენის ფლობის რეალურ დონეს: CIE - Certificado Inicial de Espanol como Lengua Extranjera (დაბალი დონე) DBE - Diploma Basico de Espanol como Lengua Extranjera (საშუალო დონე) DSE - Diploma Superior de Espanol como Lengua Extranjera (მაღალი დონე) სამივე დონეზე DELE შესდგება 5 ტესტისგან და შესაბამისი დავალებებისგან. შეფასების კრიტერიუმი მოითხოვს ყველა მათგანში "APTO" (ანუ ჩაბარებულია) მიღებას. ერთშიც კი აბიტურიენტმა რომ მიიღოს "NO APTO" (არ ჩაბარდა) გამოცდა ჩაუბარებლად ითვლება. მაისსა და ნოემბერში გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მსოფლიოს 48 ქვეყნის 147 ქალაქში. ჩაბარებისთვის საჭიროა: ცნობის წარდგენა, რომ არა ხართ ქვეყნის მოქალაქე, რომელშიც ესპანური წარმოადგენს ოფიციალურ ენას; მესამე დონის დიპლომის (Superior) მისაღებად საჭიროა, რომ უკვე იყოთ 16 წლის ასაკისა; სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ღირებულების გადახდა. ამის შემდეგ პრეტენდენტი ღებულობს რეგისტრაციის დამადასტურებელ და საინფორმაციო ფურცელს გამოცდის ადგილის, თარიღისა და საათის მითითებით. ეს დოკუმენტები წარსადგენია გამოცდაზე.
ენის კურსები
უნივერსიტეტების ნაწილს უცხოელი სტუდენტებისთვის გააჩნია ესპანურის შესწავლის კურსები. თუ უნივერსიტეტში ჩაბარების პრეტენდენტს სურს ოქტომბრის თვიდან დაიწყოს მოსამზადებელ კურსებზე სწავლა და არ გააჩნია ენის საკმარისი ცოდნა, მას შეუძლია ენობრივ სკოლაში. წინასწარ გაიაროს სამ თვიანი კურსები. ხოლო თუ საერთოდ არ იცის ესპანური ენა მოუწევს უფრო ხანგრძლივი კურსების გავლა.
სწავლის ღირებულება
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულება სასწავლებლის და ფაკულტეტის გათვალისწინებით წელიწადში შეიძლება შეადგენდეს 700 - დან 1000 დოლარამდე, მაგისტრატურაში კი 1000 -დან 7000 დოლარამდე. კერძო უმაღლესებში ღირებულება გაცილებით უფრო ძვირია.
საცხოვრებელი და ცხოვრების ღირებულება.
საცხოვრებელი და ცხოვრება ყველაზე ძვირია მადრიდში და ბარსელონაში, შემდეგ მათ მოჰყვება ბასკეთი და ნავარრა, ყველა დანარჩენ რეგიონში უფრო იაფია და დიდად არ განსხვავდება. გარდა საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლებისა სტუდენტებს შორის პოპულარულია ბინის ერთობლივი არენდა. ბინები შეიძლება განსხვავდებოდნენ ღირებულებით და შესაბამისად კომფორტულობით, მაგრამ ყველას გააჩნია საჭირო კომუნალური პირობები. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სრული პანსიონით ცხოვრების საშუალო ღირებულება: ბარსელონა/მადრიდი 1 400 – 1 500 ევრო თვეში; სალამანკა 700 – 900 ევრო; სევილია 300 – 500 ევრო. სტუდენტურ ბინებში ცხოვრების საშუალო ღირებულება: მადრიდი/ბარსელონა 400 – 450 ევრო თვეში; სალამანკა 250 – 300 ევრო; ჰაენი 200 – 250 ევრო. სხვა ქვეყნებთან შედარებით კვება ესპანეთში არ არის ძალიან ძვირი, მაგრამ ხარისხიანია. საშუალო დონის რესტორანში შეიძლება ისადილო 10 – 15 დოლარად, ხოლო სახლში თუ მოიმძადებ საჭმელს თვეში შეიძლება იკმარო 200 ევროც კი.
შეღავათები სტუდენტებისათვის
ესპანეთში სტუდენტებს სთავაზობენ უამრავ შეღავათებს. მაგალითად, სტუდენტური ბარათით ნაციონალურ მუზეუმში შესვლა - ნახევარ ფასშია, კინოთეატრებში სპეციალური ტარიფითაა. სტიპენდიები სტიპენდიის მიღება ესპანეთში პრაქტიკულად არარეალურია. უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობას ამისთვის ფაქტიურად არ გააჩნიათ სახსრები. ამიტომ სტუდენტები ეძებეს სპონსორებს ან მიმართავენ სხვა და სხვა ფონდებს. მოქალაქეობის მიუხედავად 26 წლამდე ახალგაზრდებს ეძლევა ახალგაზრდული ბარათი (Tarjeta Juvenil), რომლითაც სტუდენტი ღებულობს შემდეგ შეღავათებს: - ესპანეთში ყველა მიმართულებით რკინიგზით და ავტობუსით მოგზაურობა - 20%; - 36 ავია კომპანიას გააჩნია სტუდენტური ტარიფები, როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო რეისებზე; - EUROCAR ბარათ AVIS-ის მფლობელს სთავაზობს მანქანის იჯარაში 30% -ან შეღავათს; - ევროპაში მოგზაურობის დროს დაზღვევა - უფასოა; - მთელ ესპანეთში ახალგაზრდულ სასტუმროებში (ჰოსტელებში) 10 % შეღავათი; - წიგნების, საჩუქრებისა და ტანსაცმლის ბევრ მაღაზიაში 10 – 15%; - Fast Food Pans & Company რესტორანში - 15%. შეტყობინება ყველა შეღავათებისა და სპეციალური ტარიფების თაობაზე, როგორც წესი, გაკრულია მაღაზიების, რესტორნების, სალაროების შესასვლელ კარებებზე და არ იზღუდება მხოლოდ ესპანეთის ტერიტორიით.
მუშაობა სწავლის პერიოდში
ყველა სტუდენტს სურს, რომ გააჩნდეს საკუთარი დამატებითი შემოსავალი. სტუდენტური ვიზა იძლევა დღეში 4 საათის მუშაობის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში უცხოელისთვის ლეგალური სამუშაო ადგილის პოვნა არ არის მარტივი საქმე, მონდომების შემთხვევაში მისი მოძებნა მაინც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა დამსაქმებელთან ერთად Subdelegación del Gobierno-ს ადგილობრივ განყოფილებაში მიმართვა და დადგენილი დოკუმენტების წარდგენა.კონტრაქტში მითითებული სამუშაო საათები არ უნდა ემთხვეოდეს მეცადინეობის ცხრილს და არ სცილდებოდეს ვიზის ხანგრძლიობას. ამ შემთხვევაში ოფიციალური ნებართვის მიღება რეალურია.
ვიზა
ვიზის მისაღებად საკონსულო სამსახურში მიმართვისათვის სავალდებულოა სპეციალური ფორმით შედგენილი სასწავლო დაწესებულების მიწვევა და ჩარიცხვის დადასტურება. დოკუმენტების სახეობა და რაოდენობა დამოკიდებულია სწავლის ხანგრძლიობაზე. საჭიროა სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე სამედიცინო ცნობა და შესაძლოა მოითხოვონ ცნობა ნასამართლობის შესახებ.დოკუმენტები უნდა წარადგინოს იმ პირმა, ვინც მოითხოვს ვიზას. დეტალურად მოთხოვნებს გაეცანით მისამართზე: