მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ექსტერნატის გამოცდები დარღვევებით ჩატარდა ნანახია (15728) - ჯერ 30 დეკემბერი 2009

    გასულ კვირას ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ექსტერნატის გამოცდები ჩააბარეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდები დარღვევებით მიმდინარეობდა. გამოცდიდან გამოსული მოსწავლეები ამბობდნენ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ტესტის დაწერაში საგამოცდო კომისიის წევრები ეხმარებოდნენ. `ახალი გაზეთი~ შეეცადა აღნიშნული ფაქტი გადაემოწმებინა და ამ მიზნით მეშვიდე საჯარო სკოლას მივაკითხეთ, სადაც ექსტერნატის გამოცდები ტარდებოდა.
    სამწუხაროდ, ღიად ამ საკითხზე არავინ ისურვა საუბარი. თუმცა, პირად საუბრებში მოსწავლეები და მათი მშობლები იმასაც ამბობდნენ, რომ ზოგიერთმა ბავშვმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადალახა ბარიერი. გამოცდების დასრულების შემდეგ იმაზეც საუბრობდნენ, რომ `ვისაც პატრონი ჰყავდა~, საერთოდ, შემოხაზული ტესტები მიუტანეს და ისე ჩააბარებინეს გამოცდა.

    "ზუსტად ვიცი, ორჯერ ჩაჭრილი ბავშვი იჯდა ჩემს გვერდით და ისე აბარებდა დღეს ეკონომიკის გამოცდას. ვინც მიიტანა 100 დოლარი, არავის პრობლემა არ შექმნია და ვინც არა - ჩაიჭრა"- ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც თავისი   ვინაობის გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა.

    აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე. მისი თქმით, არავის არანაირი ინტერესი არა აქვს, რომ რომელიმე მოსწავლე ჩაჭრას.

    "ჩვენ გვაქვს ერთი ცუდი ჩვევა: თუ კარგად ვაბარებთ გამოცდებს, მაშინ ყველაფერი კარგადაა და თუ ვერ ვაბარებთ, მაშინ ჩააწყვეს. დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მოსწავლეს საკუთარ ცოდნას დაუკარგავს. თან ეს კონკურსი ხომ არაა, რომ შეზღუდული იყოს ადგილები და ამის გამო განგებ ვჭრიდეთ ვინმეს. 208 ექსტერნატი იყო. რომ ჩაებარებინათ, ყველა გავიდოდა", - ამბობს მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე, რომელიც ამავე დროს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეც იყო.

    იმ ფაქტს, რომ ექსტერნატის გამოცდებზე დარღვევები არსებობდა, არც რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე უარყოფს. მისი თქმით, ის თავად შეესწრო ერთ ფაქტს, როდესაც მეშვიდე სკოლაში მივიდა.

    "მე არ ვერევი საგამოცდო პროცესში. რესურს-ცენტრიდან იყვნენ წარმომადგენლები კომისიაში და ისინი ზედამხედველობდნენ ამ პროცესს. მომივიდა ინფორმაცია, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იწერდნენ. მე თვითონ მივედი და ძალიან შეხმატკბილებული სიტუაცია დამხვდა მოსწავლეებსა და მეთვალყურეებს შორის. კომისიის წევრებს მკაცრი გაფრთხილება მივეცი და მომდევნო გამოცდაზე გაითვალისწინეს. აბა, რა უნდა მექნა? გამოცდის შედეგებს ხომ არ გავაუქმებდი?" - ამბობს ლადო პატარიძე.

    გარდა იმისა, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იწერდნენ, გამოცდებზე იმდენად თავისუფალი სიტუაცია იყო, სმს-ის საშუალებითაც იღებდნენ სწორ პასუხებს. მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე ამბობს, რომ გამოცდაზე შესვლის წინ ყველა ბავშვს გარეთ ატოვებინებდნენ მობილურ ტელეფონებს, ხოლო თუკი მაინც აღმოაჩნდებოდა ვინმეს, მაშინვე ართმევდნენ.

    "ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ობიექტურად ჩავატაროთ გამოცდები. იყო ერთი შემთხვევა, მოსწავლე მობილურზე საუბრობდა და ამოცანის პირობას კარნახობდა ვიღაცას. რა თქმა უნდა, იმწამსვე აღვკვეთეთ ეს ფაქტი და თავად მოსწავლეს მკაცრი გაფრთხილება მივეცით. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა. კარგი, შეიძლება მართლა დაეხმარა ვიღაცა ვიღაცას, მაგრამ ამით სხვა მოსწავლეს ვინმემ ცოდნა წაართვა?"- ამბობს ენდი ნემსიწვერიძე.

    თავის დროზე სკოლის ექსტერნად დამთავრება პრესტიჟულად ითვლებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოცდები ძალიან მკაცრად ტარდებოდა და ამ ფორმით სკოლის დამთავრებას მხოლოდ განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ახერხებდნენ. არსებული რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ექსტერნად გამოცდების ჩაბარება ბავშვის ნიჭიერებას ყველაზე ნაკლებად განსაზღვრავს. დღეს სახელმწიფოსაც აწყობს, თუკი მოსწავლე ადრე დაამთავრებს სკოლას, ამით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იზოგება, რომელიც მოსწავლეების ვაუჩერებში იხარჯება. რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ სკოლის ადრე დამთავრების სხვადასხვა მოტივი აქვთ. ბიჭებისთვის ეს, ძირითადად, ჯარიდან თავის არიდების   ერთ-ერთი გზაა.

    "გამოცდების ექსტერნად ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა ადრე დავამთავრო სკოლა. ახლა 17 წლის ვარ და მეთერთმეტე კლასში ვსწავლობ. გაისად რომ დავამთავრო სკოლა, ეგრევე ჯარი მიწევს. ამიტომ გადავწყვიტე ექსტერნატზე გასვლა," - ამბობს მეცხრე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი მინაძე.

    სხვებს მოსალოდნელი გამოცდები აშინებს. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მეთორმეტე კლასელს 7   გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ამ ფაქტს ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლანდელი მეთერთმეტე კლასელები ე.წ. საპილოტე კლასია, გამორიცხული არაფერია.
    უნდა ითქვას, რომ 22 დეკემბრამდე გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თითოეული გამოცდის შედეგების მიხედვით, ყოველდღე სკოლის ნაადრევად დამთავრების მსურველებს რამდენიმე ადამიანი აკლდებოდა. 21 დეკემბერს კი, ქიმიის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 19 ბავშვი აღმოჩნდა ჩაჭრილთა სიაში. მეორე დღეს მშობელთა და ახლობელთა მობილიზება მე-7 სკოლაში დილიდანვე დაიწყო. მოსწავლეებმა ტირილით გული რომ იჯერეს საკუთარი ნაშრომები მოითხოვეს და მასში დაშვებული შეცდომებიც აღმოაჩინეს.
    აღმოჩნდა, რომ   რესურს-ცენტრის მიერ მიწოდებულ ქიმიის ტესტში შეცდომა იყო გაპარული. მოსწავლეებს რეალურად სწორი პასუხი ჰქონდათ გაცემული, კომისიის წევრებს კი სწორი პასუხები არასწორად ჰქონდათ ჩათვლილი.

    "ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ტესტების დაბეჭდვის დროს გაიპარა. ჩვენ ვაღიარეთ ეს შეცდომა და ის ბავშვები, ვისაც ამის გამო ქულა დააკლდათ, ყველანი დავუშვით გამოცდაზე," - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.
    მისივე თქმით, ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბავშვმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები. პატარიძის თქმით, მოსწავლეებმა გამოცდაზე ძალიან დაბალი შედეგი აჩვენეს.

    "ძალიან დაბალი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა. აქ საუბარი არაა ქიმიაზე და ფიზიკაზე, არამედ ძირითად საგნებზე, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ ბავშვები. ერთადერთი ინგლისური იყო, რომელშიც მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი მივიღეთ. ქართულსა და მათემატიკაში კი საშინლად ცუდი შედეგია. ტყუილად ყრიან ამ ბავშვების მშობლები რეპეტიტორებთან ფულს, ესენი ამ ცოდნით ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ," - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.

    გამოცდები 25 დეკემბერს დამთავრდა, რომელიც 208 ბავშვიდან, ჯამში სულ 135 ბავშვმა ჩააბარა.  
    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ექსტერნად გამოცდებიც ჩაბარების მსურველებს 2010 წლის მაისში კიდევ ერთი შანსი მიეცემათ. გაზაფხულზე გამოცდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრი ჩაატარებს და ის მეთერთმეტე კლასელები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ ყველა გამოცდას, ატესტატს აირებენ. შესაბამისად, უფლება ექნებათ ეროვნულ გამოცდებშიც მიიღონ მონაწილეობა.

    მანანა ქველიაშვილი ”ახალი გაზეთი”

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კოლეჯი წიგნების მაღაზიები უცხო ენები ხელოვნების სკოლები, სტუდიები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) განათლება საზღვარგარეთ ავტოსკოლები საბავშვო მაღაზიები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ბიბლიოთეკები უმაღლესი სასწავლებელი სამეცნიერო პორტალები სპორტული სკოლები, სტუდიები სადღესასწაულო ცენტრები გამოცემები სახელმძღვანელოები პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი კომპიუტერული ტექნიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024