2009 წლის აგვისტო-სექტემბერში edWeb.net, MCH, Inc, აგრეთვე MMS Media
Management Services, Inc თანამონაწილეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში
ჩატარდა პედაგოგების მიერ სოციალური ქსელებისა და Content - მასალების
გაცვლის საშუალებათა გამოყენების კვლევა. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა
მიიღო 83 000 რესპონდენტმა (პედაგოგები, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელები,
ბიბლიოთეკარები)
კვლევამ დაადგინა, რომ პედაგოგები, როგორც მილიონობით სხვა ადამიანი ამერიკაში, ღრმა დაინტერესებით სწავლობენ სოციალური ქსელების სამყაროს. ისინი აღიარებენ ამ ტექნოლოგიების შესაძლებლობათა მნიშვნელობას განათლების სფეროში გამოყენების თვალსაზრისით. გთავაზობთ ჩატარებული კვლევის რამდენიმე საკვანძო შედეგს:
გამოკითხულ პედაგოგთა 61% გაერთიანებულია სოციალური ქსელების ერთ ან რამდენიმე საიტში, ანუ არის მათი მომხმარებელი;
Facebook - ის ქსელში გაერთიანებულ პედაგოგთა 85% პოზიტიურად უყურებს ამ საშუალების გამოყენებას განათლებაში;
იმ პედაგოგთა ნაწილი, რომელიც გაერთიანებულნი არიან რომელიმე სოციალურ ქსელში, უფრო პოზიტიურად აფასებდნენ განათლების ღირებულებებს;
პედაგოგები გამოთქვამენ მოთხოვნილებას განაცალკეონ პირადი ცხოვრება პროფესიულისაგან;
მომავლის გათვალისწინებით პედაგოგები გამოთქვამენ სურვილს გაერთიანდნენ განათლების მიმართულების საიტში.
ჩატარებულმა კვლევამ აგრეთვე გამოავლინა პედაგოგთა შორის ამ ტექნოლოგიების გამოყენების ზრდის ხელშემშლელი ფაქტორები. მათ ძირითადად დაასახელეს: სასკოლო ცხოვრების თემის ხელშეუხებლობა (ანუ ხელმძღვანელთა მხრიდან ამ თემაზე ვეტოს დადების მუდმივი მცდელობა); სკოლებში სოციალური ქსელების საიტებისადმი ხელმისაწვდომობის ბლოკირება; ქსელის გამოყენებისთვის დროს უკმარისობა და თვით სოციალური ქსელების ტექნოლოგიის არასრულყოფილებით გამოწვეული ნაწილობრივი გულგატეხილობა.
პედაგოგები გამოთქვამენ სურვილს სკოლებისა და რაიონების ხელმძღვანელობის დახმარებით მიიღონ დამატებითი მომზადება, აიმაღლონ კვალიფიკაცია სოციალური ქსელებისა და მასალების გაცვლის ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით.
საინტერესო იქნებოდა განათლებაში მომუშავე სპეციალისტთა მოსაზრებების გაცნობა აღნიშნული კვლევის შედეგების თაობაზე. უახლოეს დროში პორტალზე განთავსებული სპეციალური გამოკითხვის საშუალებით ყველას მოგეცემათ შესაძლებლობა დააფიქსიროთ საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხებისა და მათი აქტუალურობის მიმართ.
მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში |