გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
...
ავსტრალია - მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორია ორ ჯერ აღემატება ევროპას. დასავლეთის ცივილიზაციამ მის შესახებ მხოლოდ XVII საუკუნეში გაიგო. იქამდე ევროპელებისთვის ავსტრალია მითიურ კონტინენტს წარმოადგენდა შუა საუკუნოვანი სახელწოდებით ”უცნობი სამხრეთი მიწა” - "Terra Australis incognita". ავსტრალიის აღმოჩენას ჰოლანდიელი მოგზაურის ბილლემ იანზონის სახელს უკავშირებენ. ავსტრალიის კონტინენტი 1770 წელს ბრიტანეთის საკუთრებად გამოცხადდა. 1931 წელს აქამდე დომინიონის სტატუსის მქონე ავსტრალიამ მეტროპოლიისგან სრული დამოუკიდებლობა მიიღო. დღეს ის შესდგება 6 შტატისგან - ახალი სამხრეთი უელსი, ვიკტორია, კვინსლენდი, სამხრეთი ავსტრალია, დასავლეთი ავსტრალია, თასმანია და 2 ტერიტორიისგან - ჩრდილოეთი და ფედერალური დედაქალაქის ტერიტორიები. ავსტრალიის დედაქალაქი - კანბერრაა,(რაც აბორიგენების ენაზე ”შეხვედრის ადგილს” ნიშნავს). სიდნეითან და მელბურნთან ერთად ის ქვეყნის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრს წარმოადგენს.
დღეისათვის ავსტრალია, წარსულში ემიგრანტების ქვეყანა, ცივილიზებული და უცხოელებისთვის, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოსურნე და უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. ყოველწლიურად 150 000 უცხოელი 195 ქვეყნიდან გადის სწავლებას ავსტრალიაში. ყველა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილია საერთაშორისო განყოფილებები, რომლებიც მრავალი სახის დახმარებას უწევენ ჩამოსულებს. საუნივერსიტეტო ქალაქებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა - სამედიცინო ცენტრები, დასაქმების სამსახურები, ბანკების ფილიალები, ფოსტა, მაღაზიები და კაფეები.
ავსტრალიაში განათლების მიღების უპირატესობები:
• ავსტრალიის დიპლომებსა და კვალიფიკაციებს(AQF) გააჩნიათ საერთაშორისო აღიარება, რაც კურსდამთავრებულებს უიოლებს დასაქმებას ნებისმიერ ქვეყანაში. • ავსტრალიის უმაღლეს სასწავლებლებს გააჩნიათ უცხოელი სტუდენტების მიღებისა და სწავლების მრავალსახოვანი, მოქნილი სქემები და კარგი ტრადიციები. • შედარებით დაბალი ღირებულების პირობებში სწავლების საკმაოდ მაღალი ხარისხი. განათლების მიღების ღირებულება 15 – 20 % უფრო იაფია ევროპასა და აშშ - სთან შედარებით. • ავსტრალიის უმაღლესი და პროფესიული განათლების სრულყოფილება იძლევა იმის საშუალებას, რომ სწავლების პროგრამები მუშავდებოდეს თვითოეული სტუდენტის ინდივიდუალური თვისებების შესაბამისად. მაგალითად, ერთ-ერთი პროგრამა ითვალისწინებს ერთ წლიან სადიპლომო ინტენსიურ სწავლებას დასრულებისთანავე უნივერსიტეტის მეორე კურსზე გადასვლით. • ავსტრალია - აბსოლუტურად უსაფრთხო და უცხოელების მიმართ კეთილმოსურნე ქვეყანაა. სწავლის დროს მშობლებს შეუძლიათ მოინახულონ საკუთარი შვილები. • ცხოვრების ღირებულება ავსტრალიაში 15 – 20 % იაფია სხვა ინგლისურ ენოვან ქვეყნებთან შედარებით. • სწავლისგან თავისუფალ დროს16 წელზე უფროსი ასაკის სტუდენტებს ლეგალურად შეუძლიათ იშრომონ (კვირაში არა უმეტეს 20 საათი) და მიიღონ ანაზღაურება 10 – 15$ საათში.
სად შეგვიძლია ვისწავლოთ. ავსტრალიაში 300 - ზე მეტი კოლეჯი და 40 უნივერსიტეტია, ორი მათგანი კერძოა. ამ ქვეყნის განათლების სისტემა ხასიათდება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულირებით. უცხოელი სტუდენტების მიღების მსურველ ყველა სასწავლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს სახელმწიფო აკრედიტაცია, ანუ Cricos Code, რომელიც ადასტურებს, რომ სასწავლებელი პასუხობს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს. უმაღლესში ჩასაბარებელი სპეციალური გამოცდები ავსტრალიაში არ არსებობს. ამიტომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის საკითხი წყდება სასკოლო გამოსაშვები გამოცდების საფუძველზე. სწავლის დაწყება შეიძლება შესაბამისად დადასტურებული სკოლაში გავლილი საგნებისა და შეფასებების წარდგენის შედეგად, ავსტრალიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გავლის ან სპეციალური პროგრამის International Baccalaureate მეშვეობით, რომელიც აბიტურიენტს გზას უხსნის მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტში ჩასარიცხად. ავსტრალიის განათლების სისტემა შესდგება ძირითადი სამი სექტორისგან, სადაც შეიძლება სკოლის შემდეგ სწავლის გაგრძელება.
უნივერსიტეტები /Universities/: შესაძლებელია მრავალი განსხვავებული კურსის არჩევა, მაგალითად სოფლის მეურნეობაში, ბიზნესში, ეკონომიკაში, განათლებაში, მედიცინაში, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, სამართალში, მათემატიკაში და ა.შ. შეგიძლიათ აირჩიოთ მრავალი მიმართულების საბაკალავრო ან სრული უმაღლესი განათლების კურსი, გააჩნია რა ხანგრძლიობით აპირებთ სწავლას. უცხოელ სტუდენტს აგრეთვე აქვს შესაძლებლობა ისწავლოს მხოლოდ ერთი სემესტრი და დაუბრუნდეს თავის სასწავლებელს.
კოლეჯები /College/: ავსტრალიაში კოლეჯების საკმაოდ დიდი ქსელია. კოლეჯები ამზადებენ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად და იძლევიან ტექნიკურ განათლებას საშუალო რგოლში მუშაობის დაწყებისთვის. ავსტრალიაში არსებობენ სახელმწიფო და კერძო კოლეჯები. სახელმწიფო კოლეჯები გაერთიანებული არიან TAFE (Technical and Further Education) ანუ ტექნიკური და დამატებითი განათლების სისტემაში. TAFE სისტემაში შემავალ კოლეჯებსა და ინსტიტუტებში განათლების მიღება ძალიან პოპულარულია ავსტრალიაში. ამ სასწავლებლებში სწავლა არ არის ძვირი, მაგრამ უცხოელებისთვის ღირებულება უფრო მაღალია. კურსდამთავრებულებს, დიპლომის მიღების შემდეგ, ეძლევათ უნივერსიტეტებში ერთი ან ორი წლით ნაკლები ხანგრძლიობით სწავლების გაგრძელების შესაძლებლობა. ამის თაობაზე უმეტეს კოლეჯსა თუ ინსტიტუტს გააჩნია უნივერსიტეტებთან შეთანხმება.
პროფესიული სასწავლებლები /Vocational Education and Training – VET/ ამ სახის განათლება გაძლევთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც დიდად მოთხოვნილია დამსაქმებლების მიერ. სწავლის დასრულების შემდეგ შეიძლება როგორც მუშაობის დაწყება, აგრეთვე უნივერსიტეტებში განათლების მიღების გაგრძელება. ამ სასწავლებლებში შესაძლებელია სწავლის კურსის გავლა ინფორმატიკაში, მარკეტინგულ კვლევებში, ტურიზმში და სტუმართმოყვარეობაში. მისი დასრულების შედეგად გაიცემა სერტიფიკატი ან დიპლომი.
ინგლისური ენის სწავლება / English language training/ სხვა და სხვა ტირის სასწავლებლებში შესაძლებელია ინგლისური ენის მოკლე კურსის და აგრეთვე აკრედიტირებული დონეებისთვის ოფიციალური კურსის გავლა.
აკადემიური (სასწავლო) წელი ავსტრალიის სკოლებში სასწავლო წელი იყოფა ოთხ მეოთხედად, იწყება იანვრის ბოლოს და სრულდება დეკემბრის დასაწყისში. TAFE - ს სისტემის ყველა სასწავლებელში სწავლა იწყება თებერვალში და მთავრდება დეკემბერში.
უნივერსიტეტებში აკადემიური წელი იყოფა ორ სემესტრად, იწყება თებერვლის ბოლოს, ხოლო სრულდება ნოემბრის დასაწყისში. ზოგ სასწავლო კურსზე ჩაბარება შესაძლებელია ივლისის თვეშიც. მიღება ევროპის უმეტესი უნივერსიტეტებისგან განსხვავებით ავსტრალიაში სასწავლებლებში მიღება ხორციელდება წელიწადში ორ ჯერ - თებერვალში და სექტემბერ-ოქტომბერში. პრეტენდენტები უნდა პასუხობდნენ მინიმალურ აკადემიურ მოთხოვნებს და სწავლისათვის საკმარის დონეზე ფლობდნენ ინგლისურ ენას. მიღებული ზოგადი განათლება უნდა შეესატყვისებოდეს ავსტრალიის სკოლის 12 წლიან განათლებას. თვით სასწავლებელი აფასებს რამდენად პასუხობს აბიტურიენტი შერჩევის მოთხოვნებს. უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ინგლისურ ენაში ტესტის IELTS ჩაბარების შედეგი უნდა იყოს არანაკლებ - 6,5 ან TOEFL- ის 550 ქულისა.
TAFE - ს სისტემის სასწავლებლებში სწავლისათვის IELTS- ის ტესტებში 5 დან 6 - მდე ან TOEFL- ში 500 დან 550 მდე.
უცხოელებისთვის, რომლებიც კარგად ფლობს ინგლისურს, უნივერსიტეტებთან გახსნილია ერთ წლიანი მოსამზადებელი განყოფილებები (Foundation). მოსამზადებელი განყოფილებების თავისებურება იმაშია, რომ კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტი წინასწარ ითვალისწინებს ადგილს. მიღება წარმოებს წელიწადში ორჯერ - წლის დასაწყისში და წლის პირველი ნახევრის ბოლოს. მიღების პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებული და დაჩქარებულია.
სწავლების ენა ავსტრალიაში სახელმწიფო და სწავლების ენა ინგლისურია.
ენის კურსები არსებობს ენის შესწავლის ექვსი ძირითადი კატეგორია - დაწყებითიდან მაღალ დონემდე. ენობრივ კურსებს სთავაზობენ სხვა და სხვა ენობრივი სკოლები, სასწავლებლები, მათ შორის უნივერსიტეტები. სრული კურსი შეიძლება შეადგენდეს 48 კვირას. კურსებზე ჩაბარება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.
უმაღლესი განათლება ავსტრალიაში არ გააჩნიათ უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგების ოფიციალური სისტემა, მის ნაცვლად ანიჭებენ ერთიდან ხუთ ვარსკვლავამდე. შეფასების კრიტერიუმებში შედის მრავალი ფაქტორი და რა თქმა უნდა ისეთიც, როგორიცაა კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობა დამთავრების შემდეგ პირველი სამი თვის განმავლობაში. საერთაშორისო რეიტინგებში ავსტრალიის უნივერსიტეტები შედიან 30 - ულში. მაგალითად, ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტი (ANU) ჟურნალ Times რეიტინგში მეთექვსმეტე ადგილზეა, ხოლო Financial Times რეიტინგით Melbourne University – 22- ზე და ბიზნეს სკოლა Australian Graduate School of Management 30 - თე ადგილებზე არიან.
ბაკალავრიატის პროგრამა / Bachelor's programme/ ავსტრალიაში სამ ან ოთხ წლიანია. მედიცინის, სტომატოლოგიის, საინჟინრო მეცნიერებების დარგებში კი 4 – 6 წლიანია. უცხოელ სტუდენტებში ყველაზე პოპულარულია ბიზნესის, საქმიანი ადმინისტრირებისა და ეკონომიკის კურსი. აგრეთვე მოთხოვნილია საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები, საინჟინრო და ტექნოლოგიური სპეციალობები. ბოლო პერიოდში კი - ორმაგი ხარიხები: მაგალითად, ბიზნესსა და სამართალში ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტში, სწავლის ხანგრძლიობით - 5 წლამდე. სწალების ინტენსიურობის ხარჯზე მთლიანობაში ავსტრალიის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების ხანგრძლიობა უფრო მოკლეა ვიდრე ინგლისში. ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელებს, რომლებიც ღებულობენ უნივერსიტეტის დიპლომს, გააჩნიათ უპირატესობა მოქალაქეობის მიღებაში. გარდა ამისა, მაგალითად სტუდენტებს, რომლებმაც შეისწავლეს ინფორმაციული ტექნოლოგიები, უფლება აქვთ დამთავრების შემდეგ კიდე გაიარონ ორ წლიანი პრაქტიკა სპეციალობის მიხედვით.
დისტანციური სწავლება - ავსტრალიის უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აგრეთვე მსურველებს სთავაზობენ დისტანციურ სწავლებას. მსურველებმა უნდა კონკრეტულად გადაამოწმონ თუ რომელ კურსს ამჟამად ახორციელებს კონკრეტული სასწავლებელი. ავსტრალიის უნივერსიტეტებზე მოდის ქვეყანაში ჩასატარებელი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ერთი მეოთხედი და საბაზო სამუშაოების 60%. უნივერსიტეტების ბაზაზე ფუნქციონირებს 35 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და 74 ერთობლივი კვლევითი დაწესებულება.
უმაღლესის შემდგომი განათლება Master's programme, ანუ სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლიობაა 1 -2 წელი. მაგისტრის ხარისხს ღებულობენ სწავლების კურსისა (1 -1,5 წელი) და სამეცნერო-კვლევითი სამუშაოების შესრულების (2 წლამდე) შედეგად. ზოგიერთ პროფესიონალურად ორიენტირებულ პროგრამებზე მიღების დროს, მაგალითად MBA , შესაძლებელია, რომ პრეტენდენტს მოსთხოვენ Graduate Management Admission Test (GMAT) ან Graduate Record Examination (GRE) გამოცდების ჩაბარება. PhD ხარისხის ანუ უმაღლესი კვალიფიკაციის მიღება მიიღწევა სამეცნერო-კვლევითი სამუშაოს შესრულების შედეგად. პროგრამის ხანგრძლიობა არა ნაკლებ სამი წლისაა.
სწავლის ღირებულება ავსტრალიის მთავრობის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ საერთო დანახარჯების გათვალისწინებით, განათლება ამ ქვეყანაში უფრო იაფია ვიდრე ა.შ.შ - ში და ინგლისში. მისი ღირებულება ვარირებს სასწავლებლისა და სასწავლო პროგრამის შესაბამისად იმავდროულად 15 – 20 % უფრო იაფია ამ ქვეყნებთან შედარებით. როგორც წესია უცხოელი სტუდენტები ავსტრალიაში არ ღებულობენ ფინანსურ შეღავათებს და სტიპენდიებს, უმეტეს წილად ისინი სრულად იხდიან სწავლის ღირებულებას. საშუალოდ ერთი წლის სწავლის ღირებულება ავსტრალიის კოლეჯში შეადგენს 6000- 9000 AUD, უნივერსიტეტში - 8000-13000 დოლარს. ბაკალავრიაის პროგრამა უნივერსიტეტში (ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესი, ეკონომიკა, იურისპრუდენცია) = 10 000 – 13 000 AUD , ბაკალავრიატი+ლაბორატორიული სამუშაოები = 11 000 – 13 500 AUD , მაგისტრატურა = 11 000 -18500 AUD, ენობრივი კურსები (ხანგრძლიობის მიხედვით) = 3500 – 13 500 AUD.
ცხოვრება და საცხოვრებელი ავსტრალიის კლიმატი სპეციფიკურია. ზაფხული იწყება დეკემბერში, შემოდგომა მარტში, ზამთარი ივნისში, ხოლო გაზაფხული სექტემბერში. გარდა უდაბნოს ტერიტორიისა ტემპერატურული ცვლილებები დღის და ღამის განმავლობაში არ ხასიათდება დიდი ცვლილებით. ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, გარდა მთიანი რეგიონებისა, ტემპერატურა არ ჩამოდის ნულზე ქვევით. ავსტრალიის მესამედი ტროპიკული ზონაა. საშულო ტემპერატურა არანაკლებ 20 გრადუსია. სტუდენტები ძირითადად კამპუსების ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სადაც უზრუნველყოფილი არიან სპორტისა და სხვა აქტიური ცხოვრების ყველა პირობებით. გარდა კამპუსებისა უცხოელ სტუდენტებს სხვა სახის მდიდარ არჩევანსაც სთავაზობენ.
ცხოვრების ღირებულება სწავლის გადასახადი არ ითვალისწინებს ცხოვრების ღირებულებას. კამპუსში ცხოვრება, სადაც სტუდენტებს აქვთ საერთო სააბაზანო, სამზარეულო, დასასვენებელი ზონა, სამრეცხაო ($80-135 კვირაში), ზოგი კოლეჯი სთავაზობს საერთო საცხოვრებელს, კვებით კვირაში $80-250. შესაძლებელია ავსტრალიურ ოჯახშიც ცხოვრება სრული პანსიონით ან მის გარეშე - კვირაში $130-270 . შეგიძლიათ დაიქირავოთ ოთახი ან სახლიც, ყველაფერი შესაძლებლობებზეა დამოკიდებული: საშუალოდ $70-350, ხოლო მეგობრებთან ერთად - $50-160 კვირაში. დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია ხანგრძლიობაზე: სამი თვე - $85, ხოლო წელიწადი - $324(ფასები მოცემულია AUD). ავსტრალიის მსხვილ ქალაქებში ცხოვრება 15-20% უფრო ძვირია ვიდრე პატარა ქალაქში. შედარებისათვის, მოვიყვანთ სხვა ქვეყნებში ცხოვრების ღირებულებასაც: თუ ცხოვრების ღირებულება სტუდენტისათვის ავსტრალიაში საშუალოდ წელიწადში შეადგენს 9,306 USD - დიდ ბრიტანეთსა და ა.შ.შ.- ში შესაბამისად იგივე პირობებში შეიძლება შეადგინოს 12,768 USD и 12,861 USD. ავსტრალიის იმიგრაციის სამსახური უცხოელი სტუდენტებისგან ითხოვს, რომ წელიწადში მათ უნდა გააჩნდეს 12 000 AUD ანუ 9 000 USD.
სტიპენდიები სტიპენდიის მიღება უფრო მეტად შესაძლებელია უმაღლესის შემდგომი პროგრამებით. სტიპენდიის მიღება დაკავშირებულია მთელ რიგ პირობებთან და შესღუდვებთან: მაგალითად მუშაობის უფლებასთან სწავლის დროს ან ქვეყანაში ყოფნის ვადების შეზღუდვებთან. სტიპენდია შეიძლება მიენიჭოს როგორც ავსტრალიის მთავრობის, აგრეთვე სასწავლო დაწესებულების ან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდებისა და ორგანიზაციების მიერ. მაგრამ სტიპენდიის მიღებაზე კონკურენცია ძალზე მაღალია.
მუშაობა სწავლის პერიოდში უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩასული არიან ხანგრძლივი პროგრამებით სასწავლებლად, ავსტრალიაში ნება დართულია კვირაში 20 საათის განმავლობაში, არა სრული სამუშაო დღით, მუშაობა, ხოლო არდადეგების პერიოდში სრული სამუშაო დღის განმავლობაში მუშაობა. მუშაობის დაწყებისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს ადგილობრივ შესაბამის სამსახურს ნებართვის მისაღებად, რაც მას დაუჯდება 55 AUD. როგორც წესია სტუდენტები სამუშაოს პოულობენ კაფეებში, რესტორნებში, მაღაზიებში და მომსახურების სხვა სფეროებში. ანაზღაურება შეიძლება შეადგენდეს საათში $6 до $15.
ვიზა / Visas/ სასწავლებელში საბუთების წარდგენის შედეგად რეგისტრაციის დადასტურების (eCoE) მიღების შემდეგ სწავლის მსურველმა უნდა მიმართოს ავსტრალიის საელჩოს სტუდენტური (ჩარიცხვის შემთხვევაში ხანგრძლივი)ვიზის მისაღებად. შესაძლებელია წინასწარ მოგთხოვონ სწავლის ღირებულების გადახდა და სამედიცინო დაზღვევის წარდგენა. საელჩოს გარდა ვიზის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმის მიღება შეიძლება იმიგრაციისა და ეთნიკურ ჯგუფთა საქმეების დეპარტამენტის საიტიდან გადმოწერის შედეგად. ვიზა გაიცემა ყველა საჭირო დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის შემდეგ. ავსტრალიის ფლორისა და ფაუნის დაცვის პირობების გასათვალისწინებლად სასურველია გაეცნოთ ამ ქვეყნის საკარანტინო სამსახურისა და ინსპექციის (Australian Quarantine and Inspection Service) მოთხოვნებს.
სასწავლო დაწესებულებების, პროგრამებისა და სხვა საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ მისამართებზე:
My Future - the place to explore the many different pathways your future could
take. This website is a joint initiative of Commonwealth, State and
Territory governments.
Australian Technology Showcase (ATS) The
ATS is an initiative of Australian governments to promote Australia as
a source of innovative technology and advanced skills.
Department of Communication, Information and the Arts This
website provides information about the Department's wide range of
exciting and rapidly changing policy areas - from telecommunications,
satellites, new communications technologies and digital broadcasting,
to performing and visual arts, intellectual property, orchestras, and
Australia's cultural heritage
Victoria - Quality in Education and Research Victoria
has an international reputation for the provision of quality education
programs and research. Students from 187 countries come to Victoria to
gain a valuable learning experience, to achieve an internationally
recognised qualification, and to study in a safe and healthy
environment. Studying in Victoria can be a wonderful, life changing
experience.