2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული:
1. ყველა აბიტურიენტი 4
გამოცდას ჩააბარებს, აქედან 3 ყველასათვის საერთო იქნება (ქართული ენა და
ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა). მეოთხე გამოცდას ფაკულტეტი
აირჩევს შემდეგი ნუსხიდან: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა. 2.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდა და ისტორია-საზოგადოებრივი
მეცნიერებების გამოცდა დაიყო ცალკე გამოცდებად: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,
ისტორია, გეოგრაფია. ფაკულტეტს შეუძლია აირჩიოს არა ერთი,
არამედ რამდენიმე (ყველა) არჩევითი გამოცდა და დააწესოს კვოტა თითოეული
გამოცდის შედეგით მისაღები კონტინგენტისთვის. მაგალითად: სამედიცინო
უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტს შეუძლია მეოთხე გამოცდად აირჩიოს არა
მხოლოდ ბიოლოგია ან მხოლოდ ქიმია, არამედ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. ასეთ
შემთხვევაში ფაკულტეტი იმთავითვე განსაზღვრავს, თუ როგორ გაანაწილებს
ადგილების რაოდენობას შესაბამისი გამოცდების მიხედვით. მაგალითად: თუ
ერთ–ერთ ფაკულტეტზე მისაღები ადგილების რაოდენობაა 120, ფაკულტეტი
აცხადებს, რომ 120–დან 30 ადგილზე მიიღებს აბიტურიენტებს, რომლებმაც
ფიზიკა ჩააბარეს, 40–ზე მათ, ვინც ქიმია ჩააბარა, დანარჩენ ადგილებზე კი
იმ აბიტურიენტებს, ვინც ბიოლოგია ჩააბარა. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი
ირჩევს მითითებულიდან რომელიმე ერთ (ან რამდენიმე) გამოცდას. ვთქვათ,
იმ აბიტურიენტთაგან, რომლებაც ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე გააკეთეს განაცხადი
და მეოთხე გამოცდად ფიზიკა ჩააბარეს, ჩაირიცხა 24. დარჩენილი 6 ადგილი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ გამოყოფილი
კვოტებით შეივსება იმ აბიტურიენტებით, რომლებიც ამავე ფაკულტეტზე
აბარებდნენ მეოთხე გამოცდად ქიმიას ან ბიოლოგიას და ვერ ჩაირიცხნენ ამ
გამოცდებისათვის განკუთვნილ ადგილებზე. 3. იცვლება სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი. სახელმწიფო
გრანტი კვლავ სრული და ნაწილობრივი (100%, 70%, 50% და 30%–იანი) იქნება,
თუმცა 2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა არა მხოლოდ ზოგადი
უნარების, არამედ ყველა გამოცდის (სავალდებულო გამოცდებისა და ერთ-ერთი
არჩევითი გამოცდის) შედეგის მიხედვით, სადაც ზოგადი უნარების გამოცდის
შედეგს ექნება წონა (კოეფიციენტი) 1,5. მაგალითად: თუ აბიტურიენტმა
მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში 165,7, უცხოურ
ენაში 164,8 და მათემატიკაში 164,0 მისი საგრანტო ქულა იქნება 169,1 +
165,7X1,5 + 164,8 + 164,0 = 746,45
745,45
იქნება აბიტურიენტის საგრანტო ქულა, რომლითაც ის კონკურენციას გაუწევს
სხვა აბიტურიენტებს დაფინანსების მოსაპოვებლად შემდეგი პრინციპით:
სახელმწიფო
დაფინანსების გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით,
არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია,
ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა) შედგება საგრანტო ქულაზე
დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი
თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: დაფინანსების
მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც
ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები,
რომლებმაც ჩააბარებს ქიმია, ან ლიტერატურა და ა.შ.
აკადემიური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის
7% თანაბრად განაწილდება ყოველ არჩევით საგანზე (მათემატიკა, ისტორია,
გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა - თითოეულზე 1%).
დარჩენილი 93% – პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ არჩევითი
საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად (ე.წ. კონკურსის შესაბამისად).
თუ
აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, მისი დაფინანსება
მოხდება იმ არჩევითი საგნის სკალირებული ქულის შესაბამისად, რომლითაც ის
მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე.
თუ
აბიტურიენტი ჩააბარებს ფაკულტეტის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევითი
საგნის გამოცდას, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ
არჩევით საგანში მოპოვებული სკალირებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას
მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით ჩაირიცხება ამ
ფაკულტეტზე.
თუ რომელიმე
მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხა ბოლომდე ვერ იქნება ათვისებული,
დარჩენილი რაოდენობა პროპორციულად გადანაწილდება არჩევით საგნებს შორის.
4. მიუხედავად
იმისა, თუ რამდენია საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა (100, 80 ან სხვ.),
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იქნება მაქსიმალური ქულის 25% (უცხო
ენებისათვის 20%). შესაბამისად, აბიტურიენტმა უნდა მიიღოს მაქსიმალური
ქულის 25%–ზე მეტი (უცხო ენებისათვის 20%–ზე მეტი), რათა გააგრძელოს
კონკურსში მონაწილეობა. უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება, საკუთარი
შეხედულებისამებრ გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 5. ზოგადი
უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში (ვერბალური და მათემატიკური) იქნება 40
(და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი
მიეცემათ. ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80, მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი კი 25%, ანუ 20 ქულა (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს
მინიმუმ 21 ქულა რათა გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა). 6. სახელოვნებო
ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან
საპორტი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებლად აბიტურიენტი აბარებს
შესაბამის კონკურსს და 3 გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი
უნარები, უცხო ენა).
აბიტურიენტი,
რომელიც აბარებს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე
სახელმწიფო დაფინანსებას იღებს შესაბამისი კონკურსის შედეგის საფუძველზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან.
თუ
აბიტურიენტი აბარებს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ფაკულტეტების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო
პროგრამაზე და სურს, მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მან სავალდებულო
საგნებთან ერთად უნდა ჩააბაროს მის მიერ არჩეულ არჩევითი საგნებიდან ერთი
გამოცდა. არჩევითი საგნის გამოცდის ქულა გათვალისწინებული იქნება მხოლოდ
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისთვის.
წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი |