მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    დირექტორს ყალბი ატესტატების გაცემა ბრალდება ნანახია (9278) - ჯერ 28 იანვარი 2010

    დირექტორს ყალბი ატესტატების გაცემა ბრალდება

    ვალის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნანა ბაღდოშვილს კომერციულ მოსყიდვაში ადანაშაულებენ. მას გირაოს სახით აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა.

    დირექტორის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით - “კომერციული მოსყიდვა”. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნანა ბაღდოშვილი 2009 წლის 3 დეკემბერს მისცეს.  

    “აღმკვეთი ღონისძიების უზრუნველსაყოფად 20 დღე განესაზღვრა. სამი ათასი ლარი ან რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა, ან უძრავი ქონება უნდა ჩაედო ფულის ნაცვლად. მიწა ჩავდეთ, უკვე დაედო ყადაღა”, - გვიხსნის ნანა ბაღდოშვილის ადვოკატი ივანე ტატალაშვილი.  

    ნანა ბაღდოშვილი 1972 წლის ივლისში დაიბადა. საშუალო განათლება 1979-1989 წლებში ქალაქ ვალის პირველ სკოლაში მიიღო. 1992-1997 წლებში მესხეთის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1989 წლიდან ახალციხის რაიონის სოფელ წინუბნის საშუალო სკოლაში მუშაობდა. 1997 წლიდან ქალაქ ვალის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 2005 წლიდან ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2007 წლის პირველი ივლისიდან კი დანიშნული დირექტორი.  

    დირექტორის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, მათემატიკის მასწავლებელმა ირა გოგილაშვილმა შეიტანა. ბრალდებული კოლეგის ამგვარ საქციელს პირადი ანგარიშსწორებით ხსნის: “მას თავად უნდოდა სკოლის დირექტორობა”.

    პედაგოგებს შორის დაძაბულობა ხუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ სკოლის დირექტორი პენსიაზე გადიოდა. მასწავლებლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფარული კენჭისყრით უნდა შეერჩიათ. არჩევანი ორ კანდიდატს, გოგილაშვილსა და ბაღდოშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ.  

    “რვა ხმით ვაჯობე, ამან გოგილაშვილი ძალიან გააღიზიანა. ცუდი სიტყვებით მიმართა მაშინ განათლების განყოფილების უფროსს გიორგი ზედგინიძეს”, - გვიამბობს ნანა ბაღდოშვილი.
    სხვაგვარად იხსენებს ამ ფაქტს ირა გოგილაშვილი: “სამასწავლებლოში მარტო იჯდა გიორგი ზედგინიძე, მასთან პედაგოგები სათითაოდ შედიოდნენ და ეუბნებოდნენ, ვის უჭერდნენ მხარს. ხმები არავის დაუთვლია, თუ კენჭისყრა იყო, ეს ორ პიროვნებას ხომ მაინც უნდა გაეკეთებინა? მაშინვე ვუთხარი გიორგის, რომ მან არჩევანი გარეგნული ნიშნებით გააკეთა”.  

    ორი წლის შემდეგ ნანა ბაღდოშვილმა სკოლის დირექტორების შესარჩევ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა. გასაუბრებაც წარმატებით ჩააბარა და ლოტოტრონით პირველი საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა. ბაღდოშვილის თქმით, მის მიმართ გოგილაშვილის განწყობა არც ამის შემდეგ შეცვლილა: “პირიქით, უფრო ვერ აიტანა ჩემი ბოლომდე გამარჯვება. არადა, როცა გამოცდების ჩასაბარებლად მივდიოდი, სკოლაში გამოვაცხადე, რომ ჩემთან ერთად ბედის ცდა ნებისმიერ მსურველს შეეძლო”.  

    ირა გოგილაშვილი ამბობს, რომ პიროვნულად ნანა ბაღდოშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა როგორც სასწავლო ნაწილის გამგე დირექტორს სკოლის მართვასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში არ ეთანხმება.

    “ფინანსები არასწორად ჰქონდა გათვლილი”, - აცხადებს ირა გოგილაშვილი და დასძენს, რომ ბაღდოშვილს თანამშრომლების გარკევული ნაწილი სასათბურე პირობებში ჰყავდა. იგი პედაგოგებს სავალდებულო ბადის გარეშე საათებს უფინანსებდა: “მართალია ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს. ბაღდოშვილი ამას კოლექტივში მხარდაჭერის მოპოვების მიზნით აკეთებდა. ამიტომ 265 ათასიანი ბიუჯეტი მხოლოდ ხელფასებში იხარჯებოდა და სკოლისთვის სხვა არაფერი კეთდებოდა”.

    სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ დირექტორსა და სასწავლო ნაწილის გამგეს შორის დაძაბულობა არასდროს შეუმჩნევიათ.

    “მათი დაპირისპირების მოწმე არავინ ვყოფილვართ, შეწყობილად მუშაობდნენ, ყველაფერს ერთმანეთს უთანხმებდნენ. 32 წელია აქ ვმუშაობ და ასეთი რამ არ მომხდარა”, - ამბობს ლაბორანტი ლიანა ჩიტაძე.

    დირექტორსა და სასწავლო ნაწილის გამგეს შორის დაძაბულობამ პიკს ნოემბრის ბოლოს მიაღწია – ნანა ბაღდოშვილმა ირა გოგილაშვილს თანამდებობა დაატოვებინა.

    “მოიწვია პედსაბჭო, ხუთი-ექვსი მიზეზი წაიკითხა. მაგალითად ერთი ასეთი იყო, თითქოს მე არ გავუწიე ორგანიზება, რომ დაჩეხილი შეშა მოსწავლეებს საკლასო ოთახებში შეეტანათ და იქვე მიაყოლა, რომ თანამდებობიდან მათავისუფლებდა”, - ამბობს ირა გოგილაშვილი.

    სასწავლო ნაწილის გამგემ მომხდარის შესახებ რაიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და თანამდებობაზე აღადგინა, თუმცა სამართალდამცავებს ვალის პირველ საჯარო სკოლაში საგამოძიებო საქმიანობა ამით არ დაუსრულებიათ. გოგილაშვილმა ბაღდოშვილი ყალბი ატესტატების დამზადებასა და გაცემაში ამხილა.  

    “არ მინდოდა უნებლიედ უკანონობის თანამონაწილე ვყოფილიყავი. რადგან არანაირი დოკუმენტაცია არ მქონდა ნანახი, სარჩელში აღვნიშნე, რომ ამას ვვარაუდობდი და სიმართლის დადგენას ვითხოვდი”, - ამბობს ირა გოგილაშვილი.

    მისი თქმით, ყოველი წლის ბოლოს კეთდება სახელობითი სია, სადაც თითოეული დამრიგებელი თავისი ხელით წერს მოსწავლეების სახელებსა და გვარებს: “35 მოსწავლე გვყავდა. სექტემბერში სკოლაში დაბრუნებულებს კი ბაღდოშვილმა სიამაყით განგვიცხადა, რომ მან 40 ატესტატი გასცა”.

    ბრალდებულის ადვოკატის ივანე ტატალაშვილის განმარტებით, ნანა ბაღდოშვილმა მისი ყოფილი მოსწავლის ზეზვა ფეიქრიშვილის შუამდგომლობით, ცხინვალიდან დევნილ თამარ და ბაკურ კოშუაშვილებს ყალბი ატესტატები გაუკეთა: “ამისთვის ფეიქრიშვილმა ბაღდოშვილს მისი დის, ქეთევან პარუნაშვილის სახელზე სახლხო ბანკში 500 ლარი ჩაურიცხა”.  

    ბაღდოშვილის განცხადებით, მან ფეიქრიშვილისგან 500 ლარი ნამდვილად აიღო, მაგრამ არა ატესტატებისთვის: “ვალი ჰქონდა და დამიბრუნა, არაფერ შუაშია ატესტატები. უბრალოდ დაემთხვა, რომ ბავშვები ვისთვისაც ატესტატები გავაკეთე, მისგან მოდიოდნენ. სკოლას ორი ვაუჩერი შევმატე, ამ თანხით კი მთელმა ჩემმა კოლექტივმა ისარგებლა”.  

    ადვოკატის განცხადებით, ბაღდოშვილს ის ფაქტი, რომ ფეიქრიშვილმა 500 ლარი ვალის გაქვითვის მიზნით მისცა, არცერთ ჩვენებაში არ დაუფიქსირებია: “ეს მას არც მოწმის, არც ეჭვმიტანილის და არც ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს უთქვამს. მაგრამ ფეიქრიშვილი ადასტურებს, რომ ეს თანხა ნამდვილად ატესტატებისთვის გადაიხადა”.  

    საქმეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამასახური იძიებს. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის ვაჟა ჩიტაშვილის განცხადებით, გამოძიება დასრულების პირასაა. საქმე უახლოეს დღეებში სასამართლოს გადაეცემა: “თუ ბრალდებული და მისი ადვოკატი აღძრავენ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების შესახებ და მათი პირობები ჩვენთვის მისაღები იქნება, დავდებთ საპროცესო შეთანხმებას. ასეთი შუამდგომლობით ჯერ ადვოკატს ჩვენთვის არ მოუმართავს. თუ არც მოგვმართავს, მაშინ საქმის განხილვა სასამართლოში დაიწყება”.

    ”სამხრეთის კარიბჭე” თამუნა უჩიძე, ვალე

    ავტორი :ნინო გერგედავა კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი რელიგია მათემატიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა ბიოლოგია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა სკოლა და მოსწავლე სპორტი და ექსტრიმი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ფიზიკა ეკონომიკა კინო და მუსიკა ოჯახი, მშობლები და ბავშვი ჟურნალისტიკა, PR ფინანსები ქიმია გართობა და თამაშები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება ბუნება, ეკოლოგია იურისპრუდენცია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მოდა და დიზაინი სოციოლოგია, პოლიტოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სიახლე განათლების სფეროში მშობლიური ენა და ლიტერატურა გეოგრაფია ხელოვნება და კულტურა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა განათლება საქართველოში და მსოფლიოში დასაქმება და კარიერა ფსიქოლოგია უცხო ენები პრესა განათლების შესახებ გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024