1. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბაკალავრიატზე ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე) სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას _ 3 სავალდებულოსა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა) და 1 არჩევითს _ შემდეგი საგნებიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, რომელსაც კონკრეტული ფაკულტეტი ითხოვს. 2. 2010 წლიდან აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა ან ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებებში, არამედ ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ისტორიას, გეოგრაფიას. 3. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბაკალავრიატზე ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე) იცვლება სახელმწიფო დაფინანსების წესი. 2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 3 სავალდებულო საგნისა და ფაკულტეტის მიერ არჩეული საგნის გამოცდების შედეგების საფუძველზე. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საგრანტო (აბსოლუტური) ქულის დადგენის წესი: ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას _ 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს _ 1). თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება. 4. აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხოური ენის გამოცდაში გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) _ თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. 2010 წლიდან უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 5 საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე ჩასარიცხად აბიტურიენტი გადის შემოქმედებით (სპორტულ) ტურს და აბარებს 3 გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ზოგად უნარებს, უცხოურ ენას). სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი აბარებს ნებისმიერ არჩევით გამოცდას, ხოლო თუ მას ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში, საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა, მითითებული აქვს სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, მაშინ მან გრანტის მოსაპოვებლად უნდა ჩააბაროს ის არჩევითი გამოცდა, რომელსაც ითვალისწინების ეს პროგრამა. 6. 2010 წელს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე და ამ გამოცდის საფუძველზე მიღებული სკალირებული ქულით მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა _ აკრედიტებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში ცოდნისა და უნარ-ჩვევების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შესაძენად იმ დონეზე, რომ შემდგომში პირმა შეძლოს ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელება.
- ძვირფასო აბიტურიენტებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უცხოური ენების ტესტის ფორმატში შეიცვლა მეექვსე დავალების ტიპი. ქვემოთ მოყვანილია ამ ახალი დავალების მოკლე ანოტაცია და შესაბამისი ნიმუშები. ეს ნიმუშები მოცემულია აგრეთვე აბიტურიენტთათვის განკუთვნილ მოსამზადებელ კრებულში. იხილეთ მეტი
|