მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    არ გააგზავნო CV ნანახია (15415) - ჯერ 08 მარტი 2010

    რაშია პრობლემა?

    თქვენ ეს წიგნი იმიტომ გადაშალეთ რომ უკვე ეძებთ სამსახურს ან იწყებთ ძებნას. ალბათ გაქვთ სხვა წიგნებიც ან უკვე წაგიკითხავთ იმის შესახებ თუ როგორ იპოვოთ სამსახური. სწორედაც იქცევით. მაგრამ ეს წიგნი რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ არის საკუთარი თავის მარკეტინგი და გაყიდვა. ბევრ ადამინს არ უსწავლია ისეთი ბიზნეს დისციპლინები როგორიცაა მარკეტინგი და გაყიდვები.

    ყოველდღიურად ორგანიზაციები უარს ეუბნებიან ვაკანსიის შესაფერის ადამიანებს, მათ ვინც ეძებენ სამსახურს - ხალხს, ვისაც შეუძლიათ კომპანიას სარგებელი მოუტანონ. რა არის ამის მიზეზი?

    ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ეძებენ სამსახურს ძველი მეთოდებით. ისინი იმედს ამყარებენ რეზუმეზე და პირად ნაცნობებზე და ეძებენ სამსახურს ერთი და იგივე, შეჩვეული მეთოდით.

    რამოდენიმე ძველი, სტანდარტული ძებნის ფორმულა ასე გმაოიყურება- წაიკითხავენ წიგნს იმის შესახებ თუ როგორ იპოვონ სამსახური, როგორ დაწერონ რეზუმე და როგორ გამოიყენონ პირადი კონტაქტები ან დამსაქმებელთა სააგენტოს სერვისი.შემდეგ დაწერენ არაჩვეულებრივ CV-ს, მოტივაციის წერილს, ამ ყველაფერს ამობეჭდავენ კარგი ხარისხის ქაღალდზე და დატოვებენ პერსონალის მართვის განყოფილებაში. გაივლიან წარმეტებული გასაუბრების ტრეინინგს და საბოლოს მეილბოქსში ნახავენ ტიპიური უარის წერილს, ისაც გამოგზავნილს არა ყველა კომპანიისგან.

    კომპანია მაიკროსოფტი არ ცდილობს პროგრამული უზრუნვეყოფის მიყიდვას 10 მილიონ მომხარებლისთვის ბროშურების გადაგზავნის გზით. არც ბუდვაიზერი ყიდის ამ გზით ლუდს და არც P&G საპონს. ეს კომპანიები ფულად საშუალებებს დებენ ინოვაციებში. ქმნიან დიფერენცირებულ პროდუქციას, უთავსებენ ამ პროდუქციას მომხმარებლის მოთხოვნებს. იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებით შეფუთვის სახესა და პროდუქციის პრომოუშენზე.

    დამქირავებელი ორგანიზაციები გამოდიან თქვენი კლიენტის როლში– ხალხი რომელიც თქვენ გყიდულობთ ყოველ დღეს ხედავენ CV–ში ერთი და იგივე ფრაზებს. ყოველ დღე პოტენციური დმქირავებლები იღებენ მოტივაციის წერილებს სადაც მათი კომპანიის სახელში დაშვებულია ორთროგრაფიული შეცდომები და ყოველ დღიურად ისმენენ როგორ იწყება გასაუბრება კითხვით „რას საქმიანობს თქვენი კომპანია?“

    შეიცანით საკუთარი მე, გაიგეთ რითი არის ცუდი ან კარგი თქენი კარმა, ჩამოწერეთ თქვენი ყველა ღირებულებები და სისუსტე. შემდეგ მოიქეცით ისე როგროც ამ წიგნშია და თქვენ მიიღებთ თქვენი ოცნების სამსახურს– ის რომელიც ყველაზე მეტად არის თქვენთვის შესაფერისი.

    თავი I არ იჩქაროთ CV-ს გაგზავნა

    რეზიუმე, უნივერსალური მოტივაციის წერილით მათთვის ვისაც ეს ეხება - ეს არის გზავნილი, რომელიც შეიძლება გადააგდო წაუკითხავად. ხოლო რეზიუმეში მოტივაციის წერილის გარეშე, ოფისში ახვევენ ნარჩენებს. პირდაპირი კორესპონდენციის ძირითადი ნაწილი ხვდება ურნაში, რომელიც საფოსტო ყუთსა და ოფისს შორისაა. ყველა მოულოდნელი და სტანდარტული რეზიუმე პირდაპირ ხვდება ნაგვის ყუთში. თქვენ რამდენიმე გზავნილზე პასუხად მიიღებთ მხოლოდ უარის წერილს დაწერილს შესაბამისი ფორმით. რეზუმეების 99%-ს, ყურადღების გარეშე გახვეტავენ ოფისიდან .

    როდესაც გაყიდვების აგენტი ურეკავს კლიენტს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეს ზარი მხოლოდ გამართლების ამბავია. ასეთი ზარების ეფექტურობა დაბალია. პროდუქციის საჭიროება კლიენტის წინაშე შეიძლება არ იდგეს,იგი შეიძლება არ იყოს ოფისში, “გაყიდვები ტელეფონით” ლანჩის დროს ნაკლებად წარმატებულია. შეიძლება კლიენტი ძალიან დაკავებული იყოს რათა დაგელაპარაკოთ. შეიძლება მას არაფერში სჭირდებოდეს შეთავაზებული პროდუქცია ან მოულოდნელად არ აღმოჩნდეს ადგილზე.

    ეფექტურობა რეზიუმესი რომელსაც კომპანიაში არ ელოდებაინ დაბალია.რეზუმეს იღებენ ადამიანები, რომლებსაც იქნება და არ სჭირდებათ დამატებითი მუშა ხელი და საერთოდ შეიძლება ეს ის ადამინი არ იყოს ვინც პერსონალის შერჩევითაა დაკავებული

    თქვენ - პროდუქცია ხართ, და თქვენი CV ეს არის სარეკლამო ლიტერატურა. კვალიფიციური გამყიდველები არასოდეს არ აგზავნიან საინფორმაციო მასალებს მყიდველთან შეხვედრამდე. წარმატებული გამყიდველები აგზავნიან ლიტერატურას პირველი გასაუბრების მერე ან ვიზიტის დროს თან მიაქვთ . თუ ლიტერატურა არ პასუხობს კლიენტის მოთხოვნებს გამყიდველი ნათლად გამოყოფს- პროდუქციისს იმ მხარეებს რომელბსაც მყიდველთათვის აქვს ძირითადი მნიშნველობა . პროფესიონალი გამყიდველები თავდაპირველად იწვევენ პროდუქციისადმი ინტერესს და იყენებენ საინფორმაციო მასალებს რათა დამატებით დაასაბუთონ პროდუქციის დადებითი მხარეები და დატოვონ საქონლის შეხსენების ანაბეჭდები.

    მიაქციეთ ყურადრება როგორ მუშაობენ მაღალი დონის გამყიდველები. თქვენი რეზიუმე იქნება გაცილებით წონიანი თუ კლიენტი წაიკითხავდა თქვენთან საუბრის მერე თუ მას უკვე სმენია თქვნზე ან შეგხვედრიათ. CV ამართლებს იმ შემთხვევაში თუ იწერება დამქირავებლისთვის თქვენთან საუბრის შემდეგ. თქვენი რეზიუმე იქნება დამამტკიცებელი თქვენი შესაძლებლობების- აკმაყოფილებთ კლიენტ-დამქირავებლის მოთხოვნებს.

    წერილი, რომელიც გამოდგება მხოლოდ ნაგვის ყუთისთვის გადააქციეთ გზავნილად, რომელსაც მოაქვს ფული. არ გააგზავნოთ რეზიუმე დეტალური და დაუფიქრებული მუშაობის გარეშე. ეცადეთ პირადად მიიტანოთ იგი. წარადგიენეთ თქვენი რეზუმე!

    თავი II რატომ არის CV არადამაჯერებელი ?

    ერთ ახალგაზრდა ადმინსიტრატორთან საუბრისას ფირმის პრეზიდენტმა აღნიშნა- თქვენი რეზუმე ახდენს დიდ შტაბეჭდილებას. ახალგაზრდა ადმინსიტრატორმა უპასუხა ”რათქმაუნდა შთამბეჭდავია, ის ხომ ჩემი დაწერილია”

    ალბათ სასაცილო პასუხია. შეიძლება თავდაჯერებულიც. მაგრამ მთავარია რომ ეს გულწრფელი პასუხია, რომელიც ზუსტად ურტყავს წერტილში. არავინ წერს რეზიუმეში: სუსტი მენეჯერი ვარ, მეშინია გადაწყვეტილების მიღების, მე დამითხოვეს ყველა იმ 5 კომპანიიდან რომლებშიც ვმუშაობდი, ვერ ვეგუები კოლექტივს. მაგრამ შესაძლებელია,რომ ზოგიერთი მენეჯერისთვის ის რაც მაღლა წერია სიმართლესთან ახლოს იყოს. ადამიანები რეზიუმეში წერენ ზუსტად რეალობის საპირისპიროს. რეზიუმე ყოველთვის კანდიდატის სასარგებლოდაა დაწერილი და ეს ცნობილია. CV ყოველთვის არა ობიექტურია ( არა აქვს მნიშვნელობა თუ როამდენად ხელოვნურად არის შედგენილი მეტად თუ ნაკლებად)

    დამქირავებლები ელოდებიან რეზიუმესგან სამსახურის მაძიებლის ცალ მხრივ დახასიათებას. ყველა რეზიუმე გავს ერთმანეთს, დამოუკიდებლად რეზუემეს ტიპისგან იქნება ეს პროფესიონალური,ქრონოლოგიური თუ ფუნქციონალური. ყველა მათგანი საბოლოოდ ერთნაირად გამოიყურება. თვითგაყიდვის წარმატება დამოკიდებულია ყურადღების მიქცევის უნარზე. გამოეყო და განსხვავდებოდე სხვა დანარჩენისგან. თუ თავიდნავე თქვენ წარადგინეთ მხოლოდ თქვენი CV და იგი გამოიყურება ისე როგორც ყველა სხვა. თქვენ გავხართ ნებისმიერ სხვას.

    ნებისმიერი CV ნაწილობრივად განსხვავებულია იმ ადამიანისგან იმ საკუთრბით, რომლესაც რეზიუმე აღწერს. რეზიუმეს წერის წესი,სტრუქტურა და მისი შედგენის პროცესი ურთერთ კავშირშია ერთმანეთთან და ამ რეზულტატით შექიმნება და მოევლინება ახალი პერსონაჟი სადაც უსიტყვონი შეიქმნებიან ბჭერმეტყველნი,სწავლულნი იყენებენ საიდუმლო ჟარგონებს,შემოქმედებითად მოაზროვნეები ხდებიან ბანალურნი.

    ხშირად CV ხდება სავარჯიშო თვითდაჯერებულობაში.ეს განსაკუთრებით მაშინ თუ საუბარი მიდის მენეჯრზე რომელიც თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი იმუშავა ერთი და იგივე ადგილზე და ახლა გამალებით ეძებს სამსახურს. ეს რეზუმე აღწერს ორგანიზაციის ყველა წარმატებას რომელიც დაკავშირებულია ამ ადამიანთან. წაიკითხო მსგავსი რეზიუმე ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა: ასეთ ადამიანს რატომ დასჭირდა ახალი სამსახური?
    ბევრი CV საკმაოდ დიდია. კანდიდატებს მასწავლებლის ან პროფესორის პოზიციაზე ხშირად აქვთ 8 გვერდიანი რეზიუმეები. სადაც უწერიათ ყოველა სტატია, რომელიც როდისმე თუ აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ კონკრეტულად სამასწავლებლო საქმიანობაზე მხოლოდ რამდენიმე წინადადებას წერენ. თქვენ გაგზავნილ რეზიუმეს მიყვება 2 მიზანი: 1) იყოს საკმაოდ ინტრიგული,რომ თქვენ დაგიძახონ გასაუბრებაზე. 2) ინტერვიუზე გასვლის შემდეგ ხაზი გაესვას თქვენს ღირსებებს და აჩვენოს თუ რა გზით გადაჭრით დამქირავებლის პრობლემებს

    თქვენი CV თქვენი შესაძლო დამქირავებლის სამუშაო დროს უწევს კონკურენციას: მოხსენებებს,საქმიან წერილებს,ლანჩს,საქმიან შეხვედრებს, სხვა რეზიუმეებს. ისწავლეთ ადამიანისგან, რომელიც ეძებდა და მიიღო დარაჯის ადგილი. მისი რეზიუმე ეტეოდა მის სავიზიტო ბარათზე, რომელმაც ასე თუ ისე იმუშავა „პალადინი თავისი ხმლით“

    თავი III სამსახურის ძებნის გეგმა

    1. მოინიშნეთ ორგანიზაცია
    2. შეისწავლეთ ეს ორგანიზაცია
    3. დაწერეთ დამრტყმელი რეზიუმე, რათა თქვენ დაგიბარონ გასაუბრებაზე
    4. შერჩევითი ინტერვიუსადმი იქონიეთ ისეთი დამოკიდებულება როგორც კომოვიაჟერის ვიზიტისას
    5. წინასწარ დაგეგმეთ საუბარი
    6. შეაფასეთ კომპანიისთვის თქვენი პოტენციალი დოლარებში
    7. წაიღეთ თან რაიმე სასარგებლო კომპანიისთვის
    8. ინტერვიუს დროს გააკეთეთ კლიენტის მოთხოვნის ანალიზი
    9. დაწერეთ ყველა სამიზნე ორგანიზაციის რეზიუმე ცალ-ცალკე
    10. გამოიყენეთ რეზიუმე როგორც დამატებითი ლიტერატურა წამოდგენილი დამკვეთისათვის საუბრის შემდეგ
    11. გააგზავნეთ სამადლობელი წერილი ინტერვიუდან 24 საათის განმავლობაში
    12. ასევე წინასწარ მოემზადეთ მომდევნო ან განმეორებითი ინეტერვიუსთვის

    თავი IV შეხედეთ კადრების განყოფილების თვალით

    გაითვალისწინეთ, რომ ის არაჩვეულებრივი ადამაინები, რომლებიც მუშაობენ კადრების გნაყოფილებაში არ არიან თქვენი კლიენტები და არც საბოლოო დამქირავებლები თუ რათქმუნდა თქვენ თავად არ გინდათ მუშაობა კადრების განყოფილებაში.
    ის ადამიანები არ იღებენ სამსახურში აყვანის გადაწყვეტილებას . ნამდვილი დამქირავებლები თქვენი კლინეტები არიან, ის ხალხი ვისაც თქვენი თავი უნდა მიჰყიდოთ.
    კადრების განყოფილების ფინქციის ნაწილია რომ კადრების მენეჯერის მაგიდაზე არ უნდა იდოს არასასურველი რეზუმეები. კადრების თანამშრომლები არ დაიწყებენ რეზუმეების შესწავლას რათა ახალი სუპერვრსკლავი აღმოაჩინონ, თუ ისინი არ იმყოფებიან გამოცხადებული ვაკანსიის გამო საბრძოლო მზად ყოფნაში, რომელიც საჩქაროდ უნდა შეასრულონ.
    იმ შემთხვევაშიც კი როცა კადრების გნაყოფილების თანამშრომელბი ეძებენ ახალ თანამშრომელს სრულიად განსაზრვრული მოთხოვნების მიხედვით, შერჩევის პროცესი იწყება გამორიცხვით. კადრების განყოფილებას უწევს გადაარჩიოს უამრავი რეზიუმე, განსაკუთრებით მაშინ თუ განცხადება გამოქვეყნებულია გაზეთში. ამ დროს მთავარი მიზანია ქაღალდების ზვინის შემცირება. ძირითადად „კადროვიკები“ ათვალიერებენ რეზიუმეებს რათა იპოვონ უარის თქმის მიზეზი. რეზიუმეებს აგდებენ შეუფერებელი განათლების დონის,საცხოვრებელი ადგილის ან არაპროფესიონალური გმაოცდილების გმაო. არსებობს შემთხვევები როდესაც რეზიუმეს გადადებენ გვერდძე რადგანაც ის ვინც ვალდებულია გადახედოს რეზიუმეს ფიქრობს,რომ უკვე იპოვა იდეალური კანდიდატი ან საერთოდ არასწორედ გაიგო წაკითხული.
    ადამიანები, რომელბიც დაკავებულები არიან თანამშრომლის შერჩევით უდგებაინ საქმეს ფორმალურად განსაკუთრებით პოცესის დაწყებისას. ისინი ყველაფერს აკეთებენ წესების თანახმად.
    წესი – ეს არის არსებული ვაკანსიის აღწერა. ხშირად შესაფერისი კანდიდატები იღებენ უარს იმის გამო რომ მათი კვალიფიკაცია მთლიანად არ შეესატყვისება სამუშაოს აღწერას.
    აღწერ ა– ეს ნაყოფი მთლიანად კადრების განყოფილების ან მათი მონაწილეობით არის შექმნილი. ამიტომ რეზიუმეს ნებისმიერი დეტალი, რომელიც თუნდაც იოტისოდენად სცდება აღწერას განწირულია უარისთვის. ფაქტიურად დამქირავებლები იქცევიან ძალიან ხისტად.
    საკუთარი თავის გაყიდვა დაწყებული კადრების განყოფილებიდან - ეს იამას ნიშნავს რომ თქვენ საქმის კურსში არ ხართ თუ რატომ უღირს კომპანიას თქვენი დაქირავება,ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ვერ ხვდებით კომპანიაში რომელ ადამიანს აყავხართ სამსახურში. ამიტომ თქვენს მოტიცავიის წერილს ექნება ზოგადი ხასიათი და თქვენი CV არ იქნება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გქონდეთ იმედი რომ კადრების განყოფილებაში რომელიმე თანამშრომელი სწორედ გამოარჩევს თქვენს რეზიუმეს, შესძლებს კომპანიისთვის თქვენი ღირებულებების შეფასებას, შემდეგ თქვენს რეზიუმეს გადასცემს ინფორმაციული სისტემების განყოფილების მენეჯერს თან დართული წერილით „დაუყოვნებლივ აიყვანეთ სამსახურში ეს ციფრული ვიდეო პროდუქციის ექსპერტი“ მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე!
    არ დაგავიწყდეთ, რომ მეორეს მხრივ კადრების განყოფილება თამაშობს დიდ როლს.აქ მუშაობენ კვალიფიციური იტნერვიუერები. ისინი ტესტირებას უტარებენ პერსონალს და შიფრავენ მიღებულ შედეგებს.მათ ხელშია მთელი ადმინისტრაციული სამუშაო, რომელიც თან სდევს თანამშრომლის დაქირავებას .მათ აზრს ითვალისწინებენ,პატივს სცემენ. მაგრამ თითქმის ყოველთვის დაქირავების გადაწყვეტილება მიიღება არა მათ მიერ.
    დაიწყეთ თავის გაყიდვა ადამიანისგან რომელსაც შეუძლია შეაფასოს შენი პოტენციური სარგებელი კომპანიისთვის და ამავე დროს აქვს მოთხოვნა ასეთი თანამშრომლის ყოლის. დაიწყეთ აღმასრულებელი დირექტორით, განყოფილების ან გაყიდვების ვიცე პრეზიდენტით. თუ ვაკანსია მოიცავს კომპანიის რეკლამასაც, სადაც დამქირავებელი კომპანიაა მოხსენიებული და ადგილი სპეციუალურად თქვენთვის შექმნილი გეჩვენებათ , გამოიყენეთ სარეკლამო განცხადება სახელმძღვანელოდ, შეისწავლეთ კომპანია, ჩაატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ გაუგზავნეთ ნამდვილ დამქირავებელს დამრტყმელი წერილი და მიაღწიეთ გასაუბრებაზე დაპატიჟებას.
    კადრების განყოფიელბა თქვენთვის გაცილებით სასარგებლო იქება მას მერე რაც აგიყვანენ სამსახურში.

    თავი V თქვენი მარკეტინგული კომპლექსი

    სამსახურის მიღების კომპლექსი შედგება მარკეტინგისა და გაყიდვებისაგან. ეს იგივეა რაც ფირმის პროდიუქციის მიყიდვა კლიენტისთვის. როდესაც თქვენ პირადი მარკეტინგით ხართ დაკავებული უნდა გაითვალისწინოთ მარკეტინგული კომპლექსის ყველა ელემენტი. მარკეტინგის თქვენეული გგმა შესდგება უნიკალური რეცეპტებისგან რომლის ინგრედიენტი მარკეტინგული კომპლექსია

     

         მონაცემთა ბაზა - შეაგროვეთ წერილები,გაზეთიდან ამონაჭრები,ჟურნალის მასალები, ელექტრონული მისამართები და ტელეფონის ნომრები, რომლებიც საინტერესოა თქვენთვის და გმაოიყენეთ

         "ვაკანსიის გამოფენა"- ასეთი გამოფეენები პოტენციური თანამშრომლის მოსაზიდად ტარდება. ეწვიეთ გამოფენებს სადაც მონაწილეობას იღებენ თქვენთვის საინტერესო კომპანიები

         ორიენტირის გამოკვეთა - დამქირავებელი კომპანიების ძებნა და რეკომენდაციის მიღება ეს გაყიდვის პროცესის მთავარი ეტაპია. პირადი ნაცნობობა,გაზეთში გამოქვეყნებული ვაკანსიები და პუბლიკაციები სპეციალური ბეჭვდითი გამოცემები შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის.

       ბაზრის შესწავლა - გამოიყენეთ ინტერნეტი,პუბლიკაციები. ნებისმიერი ინფორმაციის წყარო,რომელთა მეშვეობითაც გაიგებთ იმ კომპანიებზე, რომელიც გაინტერესებთ,მის პერსონალზე,საქმიანობის სფეროზე და ყველაფერზე რაც კი გაინტერესებთ

         პირდაპირი მარკეტინგი - წერილის გაგზავნა შერჩეული კომპანიის დამქირავებელს, გზავნილი ფირმების ინტერესიდან გამომდინარე - ეს არის ეფექტური პირდაპირი საფოსტო რეკლამა

         მუშაობის გეგმა - გამოიყენეთ ინტერნეტი, რომ დაუკავშირდეთ და უპასუხოთ კომპანიებს.შექმენით საკუთარი საიტი

         გაყიდვა - თქვენ ყიდით საკუთარ თავს. წაიკითხეთ წიგნები გაყიდვის ხელოვნებაზე.

         რეკლამა - როდესაც ვიღაც გიცნობთ თქვენ ან სმენია თქვენს შესახებ, გიწევთ რეკომენდაციას პოტენციურ დამქირავებელთან-ეს რეკლამაა. სთხოვეთ გავლენიან ადამიანებს, მათ ვისაც იცნობთ შეგაწიონ სიტყვა

         სეგმენტაცია - ყველა ორგანიზაციის სეგმენტირება შეიძლება მოვახდინოთ გეოგრაფიული,ფირმის სიდიდის,კულტურული სხვაობის,საკუთრების ფორმის, კომერციული ან არა კომერციული საქმინობის და სხვა უთვალავი კრიტერიუმით. თავდაპირველად სადაც თქვენ ცხოვრობთ, უნდა შემოხაზოთ რგოლი 40 მილის რედიუსით იმ ტერიტორიაზე სადაც დაიწყებთ სამსახურის ძებნას

       ცნობადობა - წერეთ სტატიები,ეკონტაქტეთ ასოციაციებს,გამოდით მოხსენებით იმ თემებით,რომლებშიც თქვენ კომპეტენტურები ხართ, თქვენს კონკრეტულ მონაცემთა ბაზაში შეიტანეთ კონკრეტული იფორმაციები, ავტორები,რეპორტაჟები,რედაქციები

         ფასწარმოქმნა - როგორც წესი ბაზარზე წესდება თქვენი დაჯილდოების განსაზღვრული დონე. მაგრამ დამქირავებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რომ თქვენ აჩვენოთ თქვენი ეკონომიკური ღირებულება და თქვენი პოტენციური სარგებელი შეაფასოთ $-ში.

    თავი VI სამსახურის მაძიებლის ლექსიკონი(I)

    სამსახურის ძიების პროცესი შედება : მარკეტინგის,გაყიდვების და პირადად თქვენი პრომოუშენისგან. თქვენ უნდა ფლობდეთ სამსახურის მაძიებლის ჟარგონს და უნდა შეძლოთ ამ ჟარგონის გადაყვანა მარკეტინგის ენაზე. არ დაუშვათ,რომ საყოველთაოდ მიღებულმა ტერმინებმა გაიძულოთ თქვენ სამსახურის ძებნას მიუდგეთ წიგნის თვალით. მაგალითად ყველა ექსპერტი ხაზს უსვამს იდეალური რეზიუმეს ღირებულებას, მაგრამ დამქირავებლები ინსტიქტურად ან გამოცდილებით გრძნობენ, რომ რეზიუმე პერსონალის შესარჩევად არასრულყოფილი ინსტრუმენტია.
    რეზიუმე - მხოლოდ სარეკლამო მასალაა სამსახურის მაძიებლის.
    ინტერვიუერი - იგი მყიდველია თქვენ კი გამყიდველი.
    გასაუბრება - გაყიდვების წარმოამდგენლის ვიზიტი კლიენტთან.
    ეს ვიზიტი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ დეტალურად უნდა დაგეგმოთ და ასევე არ დაგავიწყდეთ ვიზიტამდე რეპეტიცია.

    ჟარგონი ეს რაღას ნიშნავს?
    გამომუშავებულის საფასური ღირებულება,რომლის გადახდაზეც თანახმაა კომპანია
    სტრესული ინტერვიუ ვიქტორინა
    ინტერვიუერი თქვენი კლიენტი
    კანდიდატი ტროდუქცია
    ტესტირება ტესტირება გამოდგომაზე
    დამქირავებელი კომპანია ბილ სმიტი ან ენ ჯონსი
    (ქირაობენ არა კომპანიები არამედ კონკრეტული ადამიანები)
    ვაკანსიის განაცხადი ინფორმაცია კომპანიაზე
    გასაუბრება სავაჭრო აგენტის ვიზიტი
    მაძიებელი სავაჭრო აგენტი
    რეკომენდაციის წერილი სარეკლამო გზავნილი
    სამსახურის მიღება კომპანიის პრობლემის გადაწყვეტა
    რეზიუმე სარეკლამო ლიტერატურა

    თავი VI თქვენ ბატი-ბუტის შეფუთვა ხართ(II)

    თქვენ ხართ საშტამპე პრესი ,პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი,ამანათის ყუთი,ელექტრო მოტორი.თქვენ ბატი-ბუტის შეფუთვა ხართ,რომელიც ,მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად უწევს კონკურენციას მსგავს პროდუქტს და მიისწრაფის,რომ არ დარჩეს თაროზე შეუმჩნეველი არამედ აღმოჩნდეს მყიდველის ხელში .

    გახსოვდეთ,რომ თქვენ უნდა წარსდგეთ როგორც პროდუქტი. თანამშრომლის დაქირავებისას კომპანია ახდენს კაპიტალდაბანდებას. თანამშრომლის დაქირავება და მისთვის კუთვნილი ხელფასის გადახდა არაფრით არ განსხვავდება მჩარხველი დაზგის წარმოებისგან, ან ასლის გადამღები აპარატის და მტვირთამწესაგან. ადამიანის სამსახურში აყვანა იგივეა რაც ნებიმიერი სახის პროდუქციის ყიდვა, რომელიც გაზრდის კომპანიის მუშაობის ეფექტურობას.

    მაგალითად კომპანია განსაზღვრავს რომ სავაჭრო პალატის ახალი დადგენილება გაზრდის ან შეამცირებს გაყიდვებს და ამით ამართლებს მოსალოდნელ ხარჯებს.ანალოგიურია ახალი თანამშრომლის დაქირავებაც. კომპანიას უნდა, რომ დახარჯულმა სახსრებმა გაზარდოს გაყიდვები.კომპანია იმედოვნებს რომ თუ მოახდენს ინვესტირება ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაში CAD/CAM შეამცირებს წარმოების ხარჯებს.

    თქვენ პროდუქტი ხართ. თქვენი სამსახურის შემქმნელი კლიენტი.თქვენ-პროდუქტს კლიენტი შეიძენს იმ შემთხვევაში თუ თქვენ მასში დადებით ემოციებს გამოიწვევთ და შესძლებთ მის გარკვეულ პრობლემის გადაჭრას.ასევეა ბატი-ბუტის ყიდვისას, მომხმარებელი თქვენს სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს თუ შეფუთვა მის ყურადღებას მიიპყრობს.

    თქვენი შეფუთვა ეს თქვენი გარეგნობაა, თქვენი მოსმენის კულტურა, ის თუ როგორ იქცევით,როგორ იცინით და ამ ყველაფერს თავს ვერ აარიდებთ, რადგანაც ეს თქვენ ხართ.შესძლებთ კლიენტს შეუქმნათ პოზიციური დამოკიდებულება, თუ თქვენ კომპანიის კორპორატიული ეთიკის ნორმებში ჯდებით და უსვამთ გონივრულ შეკითხვებს.

    თქვენ კლიენტში გამოიწვევთ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს, თუ შეხვედრისთვის დეტალურად მოემზადებით .
    და რაც მთავარია კლიენტი ანუ თქვენი დამქირავებელი კომპანია დაგიქირავებთ თქვენ იმ შემთხვევაში თუ ჯიბეში აღმოაჩნდათ საკმარისი თანხა და თუ თქვენი წყალობით გადაჭრილი პრობლემით მომხმარებელი მიიღებს მეტს.
    რათქმაუნდა თქვენ არ ხართ რობოტი.მაგრამ თქვენ გიყიდიან ისე როგორც ავტომატიზირებულ ამწყე დაზგას.

    თარგმა ნინო ჭელიძემ

    Nino Chelidze
    ავტორი :Adminstrator კომენტარები (1)

    კომენტარები  
    მზია გიგუაშვილი 19 მარტი 2010

    ძალიან საინტერესო და სასარგებლო წიგნია

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მომზადება/ტესტირება/ჩაბარება საგანმანათლებლო დაწესებულებები სასარგებლო რჩევები გაერთიანებები/სოციალური ქცელები საზოგადოებრივი ურთიერთობები მეცნიერება/ტექნიკა ინტერესები/კონკურსები სარეკლამო მომსახურება პედაგოგიკა/ფსიქოლოგია გამოცემები/პუბლიკაციები მედიცინა და პროფილაქტიკა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა რელიგია გართობა/თამაშები სასწავლო დაწესებულების მართვა სიახლე განათლების სფეროში ბუნება/ეკოლოგია ბავშვის კვება და მოვლა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ფიზიკური კულტურა და სპორტი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი კვალიფიკაციის ამაღლება ბავშვის აღზრდა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სხვა დასვენება/ტურიზმი დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ადამიანთაშორის ურთიერთობა მშობელი და ოჯახი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024