მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სამსახურში წარმატების მიღწევის 4 საიდუმლო 27 აპრილი 2010

    თუ დაფიქრებულხართ: რატომ ხდება, რომ სხვა და სხვა დაწესებულებაში ან ფირმაში მრავალი კარგი თანამშრომელი   წლების განმავლობაში რჩება დაწინაურების გარეშე? პასუხი მარტივია - წარმატებული კარიერისთვის მხოლოდ პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, უნდა გაგაჩნდეთ საკმაო მოურიდებლობაც და კადნიერებაც.

    1. შეწყვიტეთ ურთიერთობა წარუმატებელ ადამიანებთან
    ყურადღება მიაქციეთ ადამიანების წრეს, რომლებთანაც გაქვთ ურთიერთობა. თუ მუშაობთ „საოფისე პლანკტონის“ სივრცეში, რომელიც მიჩვეულია ცხოვრების, კოლეგებისა და ხელმძღვანელების უსამართლობაზე მუდმივ ჩივილს, ასეთ გარემოცვას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს თქვენს თვითშეფასებაზე და შესაბამისად კარიერულ მიღწევებზეც. შესაძლოა ეს ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა თქვათ უარი წარუმატებელ ადამიანებთან ურთიერთობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჭაობი თქვენც ჩაგითრევთ.
    წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობის, ახალი კონტაქტების დამყარების დროს თქვენ შეგექმნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ღირებულ გამოცდილებას. გარდა ამისა ახალი ადამიანის გაცნობა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ კომპლექსებისგან, გადალახოთ ხელშემშლელი კომპლექსები. იმავდროულად ისწავლეთ უარის თქმა. უარის თქმის არცოდნა - ეს მანკიერება და არა ზნეობრიობაა. პატივს თუ სცემთ საკუთარ თავს და თქვენს დროს - ამით უბიძგებთ სხვებსაც რომ ქცენ პატივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარიერისათვის.

    2. გაიმარჯვეთ ყოველ დღე
    იმისთვის, რომ შეიძინოთ რწმენა საკუთარ თავში ყოველ დღე უნდა აღწევდეთ შედეგს. რაც უფრო მეტ მცირე გამარჯვებასაც კი მიაღწევთ - მით უკეთესია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამსახური ან საქმიანობა არ არის გამიზნული ყოველდღიურ უკუგებაზე, უნდა მიმართოთ სპორტს. სპორტი მოგცემთ საკუთარ თავზე გამარჯვების შეგრძნებას და გახდება საწინდარი მომავალი სერიოზული გამარჯვებებისა პროფესიულ ასპარეზზე.

    3. ისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება
    შედეგების მიღწევა არ არის საკმარისი. უნდა შესძლოთ მათი სათანადოთ წარდგენა. დაუკვირვებელ ხელმძღვანელს დასაბუთებულად უნდა დაუმტკიცოთ, რომ მიღწეული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.
    პრეზენტაციის გაკეთების უნარის შეფასებისთვის ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი. გადაიღეთ ერთი თვის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია ვიდეოზე. ამის შემდეგ ნახეთ გადაღებული პრეზენტაცია და ობიექტურად შეაფასეთ მისი ჩატარების უნარ-ჩვევები: შესთავაზებდით დაწინაურებას იმ ადამიანს (ანუ საკუთარ თავს), რომელიც პრეზენტაციის პროცესში ნახეთ ეკრანზე? თუ ოდნავ მაინც შეგეპარათ ეჭვი - ეს ნიშნავს, იმას რომ დროა გაიაროთ პრეზენტაციის ჩატარების და ორატორული ხელოვნების სწავლების კურსი. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ისწავლოთ. ამ თემებზე არსებობს უამრავი ლიტერატურა და მასალა ინტერნეტში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრაქტიკულ ვარჯიშს. ორატორული უნარ-ჩვევები შეგიძლიათ დახვეწოთ მეგობრების და ახლობლების წრეში.

    4. მიანიშნეთ
    თუ უხერხულად მიგაჩნიათ ღიად განუცხადოთ ხელმძღვანელს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს შემოვლითი გზით. იმავდროულად უნდა გესმოდეთ, რომ მართვის ხელოვნების დასაუფლებლად აუცილებელია მრავალი საკითხის შესწავლა. გარდა ამისა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან რთულია გახთე წარმატებული ხელმძღვანელი თუ არ გაგაჩნია ლიდერის თვისებები: საკუთარი თავმდაბლობის გამო შესაძლოა მოგიწიოთ არა მხოლოდ თქვენი საქმის კეთება, არამედ   ხელქვეითების მოვალეობების დიდი წილის შესრულებაც. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მცდარი გზაა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას გაიაროთ მმართველთა სწავლების სპეციალური კურსი, ამით თქვენ ფარულად ანიშნებთ ხელმძღვანელობას, რომ მზად ხართ შეასრულოთ სერიოზული სამუშაო. ეცადეთ საკუთარ თავზე მიუთითებლად ესაუბროთ თქვენს ხელმძღვანელს კომპანიაში კადრების გადანაცვლების საკითხებზე და პერიოდულად აკვიატებულობის გარეშე მოახსენოთ, რომ კომპანიას გააჩნია ეფექტურობის ამაღლების ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც თქვენ წარმატებულად შეგიძლიათ. დროთა განმავლობაში ეს მოიტანს სასურველ შედეგს და თქვენ მოგეცემათ შეთავაზებული პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობა.ხოლო შემდგომში, დაგროვებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესძლებთ მიანიშნოთ უფრო რთული საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობაზე და ამის განხორციელებისთვის თქვენ უკვე გარკვეული პერსონალიც დაგჭირდებათ.

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    კომპიუტერული ტექნიკა უმაღლესი სასწავლებელი სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კოლეჯი სახელმძღვანელოები სამეცნიერო პორტალები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი საბავშვო მაღაზიები პედაგოგები რეპეტიტორები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) წიგნების მაღაზიები ავტოსკოლები გამოცემები უცხო ენები ბიბლიოთეკები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სადღესასწაულო ცენტრები სპორტული სკოლები, სტუდიები განათლება საზღვარგარეთ ხელოვნების სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024