შვედეთში უცხოელ სტუდენტებს სწავლების ღირებულების გადასახადს უწესებენ.
უცხოელი სტუდენტებისთვის (გარდა ევროკავშირის მოქალაქეებისა), რომლებიც სასწავლებლად ჩადიან შვედეთში, უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა შეწყდება უახლოეს მომავალში. განათლების გადასახადის შემოღება, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საზღვარგარეთიდან ჩასული სტუდენტების რაოდენობაზე. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ვიცე - კანცლერის კორე ბრემერის განცხადებით მთავრობას გაანგარიშებული აქვს, რომ წლიური გადასახადი მიაღწევს US $ 10000.
---------------------------------------------------------------------------------------------------
დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი პრობლემა.
British Library и Higher Education Policy Institute (HEPI) მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სტუდენტთა დიდ ნაწილს, რომლებიც სწავლას აგრძელებენ დიპლომის შემდგომი პროგრამებით, წარმოადგენენ უცხოელები. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ მაგისტრატურის სტუდენტებს შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეთა რიცხვი 44 პროცენტს აღწევს. |