ავსტრალიის მთავრობამ 12 000 ავსტრალიური დოლარიდან (US $ 11104) – 18 000 ავსტრალიურ დოლარამდე (US $ 16656) გაზარდა სავიზო მოთხოვნები სტუდენტური ვიზით ცხოვრების ღირებულების ნაწილში. 2010 წლის 1 იანვრიდან სტუდენტი, რომელიც მიმართავს საკონსულო სამსახურს სასწავლო ვიზის გაცემის მოთხოვნით, უნდა დაადასტუროს 18 000 ავსტრალიური დოლარის არსებობა საბანკო ანგარიშზე. იმიგრაციისა და მოქალაქეობის საქმეების დეპარტამენტის საიტზე განთავსებულია განმარტება,რომ დეპარტამენტის აზრით, ცხოვრების ღირებულების გაზრდა, შექმნის იმის პირობას, რომ მოსწავლეები უკეთ იყვნენ მომზადებული ავსტრალიაში სწავლისა და ცხოვრებისათვის.
|