/რუბრიკიდან: განმარტებები სამსახურში მოწყობის მსურველებს/
ამ რუბრიკაში პერიოდულად გამოქვეყნება სასარგებლო რჩევები და განმარტებები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებენ სამსახურში მოწყობას და ამის გამო მოუწევთ შერჩევის პროცედურისთვის მომზადება და მისი გავლა. უკვე დიდი ხანია პროფესიული შერჩევა - ცხოვრების წესად იქცა. ალბათ, ერთ ათ წელიწადში არ გაგვიკვირდება თუ მეეზოვის თანამდებობაზე მოსაწყობადაც სავალდებულო გახდება ფსიქოდიაგნოსტიკის პროცედურის გავლა.
ფსიგოდიაგნოსტიკა შემთხვევით არ ვახსენეთ. პროფესიული შერჩევა ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ შერჩევასთანაა გაიგივებული, ვინაიდან უმეტესად თვით ამ პროცედურაში აქცენტი ძირითად ისეთ ფსიქოლოგიურ კრიტერიუმებზე კეთდება როგორიცაა: ინტელექტი, კომუნიკაბელურობა, ემოციური მდგრადობა, ტემპერამენტი და ა.შ. ამის გათვალისწინებით უმჯობესია, რომ სამსახურში მოწყობის ყველა მსურველი კარგად იყოს გარკვეული იმაში თუ რა ხასიათის მოთხოვნებს უყენებენ კონკრეტული თანამდებობის დაკავების პრეტენდენტებს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პროფესიული შერჩევისთვის მომზადებულ ადამიანს უპირატესობა გააჩნია სხვა კანდიდატებთან შედარებით. მას წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს, რადგან იცის თუ რა სახის ტესტი ექნება გასავლელი და ამის გამო არ ეშინია ამ პროცედურის გავლა. და საქმე იმაში კი არაა, რომ ის შესძლებს ტესტის „მორგებას“ ან „მოტყუებას“, რაც გამოცდილი ადამიანისთვის არც თუ ისე რთულია, არამედ ეცოდინება თუ რას ელიან მისგან.
სერიოზულ კომპანიებში იყენებენ MMPI ტიპის მრავალკითხვიან ტესტებს, რომელთა „მოტყუება“თითქმის შეუძლებელია. მათი კითხვები იმდენად ეშმაკურადაა შედგენილი, რომ ყველა ფსიქოლოგიც კი ვერ მიუხვდება თუ რომელ სკალაზეა ორიენტირებული ესა თუ ის კითხვა, ხოლო ანალიზისა და შეფასების სისტემა ადვილად ავლენს მოტყუების მცდელობას და უარყოფითად აფასებს შედეგს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ამ დონის სანდობის ტესტები არ არის მრავალი. ხოლო, რიგითი გავრცელებული ტესტების ტექსტები და გასაღებები არ წარმოადგენენ დიდ საიდუმლოებას, რაც უფრო აღიარებული და გამოყენებადია ტესტი მით უფრო ხშირად შეიძლება შეგხვდეთ ის სხვა და სხვა კრებულებსა და საიტებზე. გარდა ამისა საყოველთაოდ ცნობილია, რომ შერჩევის პროცედურებში კომპანიების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში უმეტესად იყენებენ ერთნაირი სახისა და ვარიანტის ტესტებს. თუ თქვენთვის საინტერესო კომპანიაში ნაცნობებიდან ვინმეს უკვე გაუვლია გასაუბრება, ვფიქრობთ არ უნდა გაგიჭირდეთ იმის გარკვევა თუ რა სახის ტესტებს დაგახვედრებენ თქვენც შერჩევის გავლის პროცესში. თუ სერიოზულად მიუდგებით გასაუბრებისთვის მომზადებას, ალბათ სპეციალური ლიტერატურისა ან ინტერნეტის, მათ შორის ამ საიტის, მეშვეობით მოიპოვებთ იგივე სახის ტესტებს, ივარჯიშებთ და მოემზადებით შერჩევის გასავლელად. მაგრამ თუ ელემენტარულადაც ვერ ერკვევით ამგვარ საკითხებში და გიჭირთ შედეგებში გარკვევა დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ნაცნობ ფსიქოლოგს და თუ ამგვარი პროცედურები წარმოადგენენ მის სპეციალიზაციის ის უდაოდ მოგაწვდით მრავალ სასარგებლო რეკომენდაციას, მაგრამ თუ იგი სპეციალიზებულია სხვა სფეროში მხოლოდ ფრეიდის ან სხვა თეორიის მოსმენაზე დაკარგავთ დროს.
თუ დაგაინტერესათ ამ მასალამ - გაეცანით შემდგომ, უფრო კონკრეტული ხასიათის პუბლიკაციებსაც.