მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    10 სასარგებლო რეკომენდაცია შესარჩევი ტესტირების გავლის თაობაზე. 19 მაისი 2010

    /რუბრიკიდან: განმარტებები სამსახურში მოწყობის მსურველებს/
    ვფიქრობთ, რომ ამ რჩევების გაცნობა სასარგებლო იქნება სამსახურის ნებისმიერი მაძიებლისათვის. თუ გაეცნობით ამ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებთ შესაბამის დასკვნებს, შერჩევის პროცედურის გავლის პროცესში ნამდვილად მიიღებთ რეალურ უპირატესობას. ეს დასკვნები პრაქტიკულად დაეხმარებიან მათ, ვისაც ძალიან ეჩქარება დასაქმება და ამიტომ პირველივე გასაუბრებაზე გაურკვევლობის გამო განცდილი მარცხი მათთვის ყოვლად მიუღებელია.
    პირველი - ექსპრეს რჩევა: თუ გასაუბრების ანუ ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის გავლის დროს გრძნობთ დაურწმუნებლობას საკუთარ თავში აირჩიეთ ნაცნობ ადამიანთა შორის ის პიროვნება, რომელიც, თქვენი აზრით, შეესაბამება თქვენს მიერ შერჩეულ თანამდებობას ან საქმიანობას და პასუხები გაეცით ისე, როგორც უპასუხებდა ეს ადამიანი.
    მეორე - თუ გასაუბრების ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ გასავლელ ტესტში არ არის სწორი და არასწორი და არის მხოლოდ ვარიატული პასუხები - არ დაუჯეროთ ამას.
    მესამე - ნუ გამოიჩენთ ექსტრემალურობას, აირჩიეთ „ოქროს შუალედი“, ანუ თვითშეფასებაში ნუ დაამცირებთ საკუთარ თავს და არც განდიდებას უნდა გადაყევეთ გადამეტებულად. კითხვაზე, რომელზეც ადამიანების უმეტესობა უარყოფითად უპასუხებდა, ნუ გასცემთ დადებით პასუხს მხოლოდ იმიტომ რომ სხვის თვალში გსურთ უკეთ გამოიყურებოდეთ. ამან შესაძლოა თქვენი არაგულწრფელობის ეჭვი წარმოიშვას.
    მეოთხე - ტესტების გარკვეულ ნაწილს გააჩნია „ტყუილის სკალა“, ანუ ტექსტში ჩადებულია პროვოკაციული ხასიათის კითხვები. იმის მცდელობამ, რომ გაცემულ პასუხებში თქვენ მხოლო „ანგელოზივით“ უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდეთ, რაც, თქვენი აზრით, მხოლოდ პლუსებს მიგაღებინებთ, შესაძლოა მცდარ გზაზე დაგაყენოთ. კარგად ჩაუფიქრდით დასმულ კითხვას: ხომ არ გააჩნია მას „მეორე ძირი“, რის გარკვევას ცდილობენ მისი მეშვეობით?
    ფსიქოლოგებს არ უყვართ არასანდო შედეგები. ამგვარმა მცდელობამ შესაძლოა თქვენი ტესტირების შედეგისადმი უნდობლობა გამოიწვიოს და უკეტეს შემთხვევაში შესაძლებელია შემოგთავაზონ იგივე ხასიათის, მაგრამ სხვა კითხვების მქონე ტესტის თავიდან გავლა, უარეს შემთხვევაში კი ჩაგიწერენ, რომ გაგაჩნიათ არაგულწრფელობისკენ მიდრეკილება, რაც უარყოფითად იმოქმედებს საბოლოო დასკვნაზე.
    მეხუთე - არის ისეთი სახის ტესტებიც, რომლებშიც ერთი და იგივე კითხვა მეორდება. თუ განსხვავებულად უპასუხებთ „ტყუილის სკალით“ მიიღებთ პლუსებს. ამიტომ ეცადეთ, რომ დაიმახსოვროთ კითხვები და ორივე შემთხვევაში გასცეთ ერთნაირი პასუხი.
    მეექვსე - ტესტირების გავლისთვის შექმნილმა პირობებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ მის შედეგებზე. იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, ზედმეტი ხმაური ან არასაკმარისი განათება ხელს გიშლიან ყურადღების კონცენტრირებაში, მაქსიმალურად კორექტულ ფორმაში, ისე რომ არ გამოიწვიოთ არასასურველი გაღიზიანება, განუცხადეთ ორგანიზატორებს ამის შესახებ. უარი თუ გითხრეს ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ პირობების გაუმჯობესება ან ფიზიკურადაა შეუძლებელი, ან განზრახ არის ჩაფიქრებულია როგორც ხელშემშლელი ფაქტორი. ხოლო თუ ტესტირება ტარდება ჯგუფურად და ჯგუფის სხვა წევრები პირობების გამო არ აცხადებენ უკმაყოფილებას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ თქვენი პრეტენზია სხვა მიზეზებითაა გამოწვეული.
    მეშვიდე - იმ შემთხვევაში თუ ეს შესაძლებელია, ეცადეთ გააკეთოთ გავლილ ტესტზე გაცემული პასუხების კოპირება. შესაძლოა ის გამოგადგებათ საბოლოო დასკვნის განხილვის ან შემდგომი აპელაციის დროს (პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმჯობესია საკითხების გარკვევა არ მიიყვანოთ აპელაციამდე, უმეტესად ეს უშედეგოა). მაგრამ, სათანადო განმარტების შემთხვევაში, შეიძლება მიაღწიოთ საბოლოო დასკვნაში რამდენიმე ნეგატიური ასპექტის გაბათილებას. აგრეთვე შეგიძლიათ აჩვენოთ ასლი ნაცნობ ფსიქოლოგს და ის განმარტავს თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს.
    მერვე - ზოგიერთი ტესტის გავლა შეზღუდულია დროში. გაერკვიეთ რამდენი დროა მოცემული. გასაუბრების დროს ხელზე აუცილებლად იქონიეთ საათი, რათა უშეცდომოთ განსაზღვროთ პასუხების გაცემის ხანგრძლიობა. გარდა ამისა საათის უქონლობამ შეიძლება შეგიქმნათ არასაქმიანი ადამიანის იმიჯი.
    გაითვალისწინეთ, თუ გასაუბრების მსვლელობის დროს გამომცდელს (ფსიქოლოგს) ხელში უჭირავს წამმზომი, დავალება უნდა შეასრულოთ სწრაფად, ხოლო, თუ დროის ფაქტორზე არ კეთდება აქცენტირება. არ იჩქაროთ, კარგად მოიაზრეთ და ისე გაეცით პასუხი.
    მაცხრე - იმ შემთხვევაში თუ ტესტირების ჩამტარებელი გკარნახობთ კითხვებს და თქვენ კარგად ვერ აღიქვით რომელიმე მათგანი, სთხოვეთ, რომ მან გაიმეოროს გაუგებარი ან რთული კითხვა, ხოლო როდესაც ის დაასრულებს, თუ ეს შესაძლებელია, გამოართვით კითხვების ჩამონათვალი. ეს ხელს შეგიწყობთ პასუხების გაცემაში.
    მეათე - დაწყებამდე შეგიძლიათ ჰკითხოთ ტესტის სახელწოდება, რომლითაც უნდა ჩაგიტარონ ტესტირება. თუ ემზადებოდით ტესტირებისთვის ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ. თქვენ უფრო სწრაფად მოახდენთ საკუთარი თავის მობილიზებას.
    და ბოლოს - სასარგებლო რჩევა. იცოდეთ და გახსოვდეთ: როდესაც ახორციელებენ სამსახურში მისაღებად ან სასწავლებლად შერჩევას და თქვენ გსურთ ამ კონკურსში წარმატების მიღწევა, უნდა იყოთ გონიერი, კომუნიკაბელური და ჯანმრთელი და არ ტოვებდეთ საკუთარ თავში ჩაკეტილი, უგონო ფსიქის შთაბეჭდილებას.
    შემდგომ პუბლიკაციებში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს.

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    კვალიფიკაციის ამაღლება სხვა ფიზიკური კულტურა და სპორტი ბავშვის აღზრდა გამოცემები/პუბლიკაციები ინტერესები/კონკურსები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა საზოგადოებრივი ურთიერთობები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი დასვენება/ტურიზმი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა გაერთიანებები/სოციალური ქცელები ბავშვის კვება და მოვლა სარეკლამო მომსახურება სასწავლო დაწესებულების მართვა რელიგია მეცნიერება/ტექნიკა გართობა/თამაშები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სიახლე განათლების სფეროში განათლება საქართველოში და მსოფლიოში მედიცინა და პროფილაქტიკა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები მშობელი და ოჯახი საგანმანათლებლო დაწესებულებები კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ადამიანთაშორის ურთიერთობა სასარგებლო რჩევები ბუნება/ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024