შ ა ვ ი მ ო ც ხ ა რ ი
ყველაზე ეფექტურ ხალხურ საშუალებად ითვლება შავი მოცხარის მიღება ნებისმიერი სახით. ეს კენკრა შეცავს დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს. ზამთარში იყენებენ შავი მოცხარის გამშრალ ყლორტებს. რომელსაც ჩაივით ადუღებენ, ფუთავენ 4 სთ და სვამენ ღამით 2 ჩაის ჭიქას თაფლით დამტკბარს ცხელი სახით.
ხ ა ხ ვ ი, ნ ი ო რ ი
გრიპის სიმპტომების დაწყებისთანავე ხახვს ჭრიან და ყნოსავენ დღეში 3-4-ჯერ. ამავე დროს ამზადებენ ნივრის წვეთებს: 2 თავ ნიორს (100 გრ) ნაყავენ, ასხამენ 1 ჭიქა არაყს და კარგად ანჯღრევენ. ხშირად იწვეთებენ ენაზე 1 წვეთს. ასეთი მკურნალობა ტარდება 3-4 დღე.
ხ ა ხ ვ ი
გრიპის წინააღმდეგ რეკომენდებულია სადილზე ყოველდღიურად მიირთვათ წვრილად დაჭრილი ხახვი არაჟნით (1 ს.კ. ხახვზე 1 ს.კ. არაჟანი).
ჟ ო ლ ო
ჟოლო ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალებაა. კარგია აგრეთვე ჟოლოს ფოთლების ჩაი.
ნ ა კ რ ე ბ ი
ჟოლოს ნაყოფს და ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 20 წთ და წურავენ. ღებულობენ ცხელ ნაყენს (1 ჭიქას) ღამით, როგორც ოფლმდენს.
მ დ ო გ ვ ი
შალის წინდებში იყრიან მშრალი მდოგვის ფხვნილს და ასე დადიან რამდენიმე დღე. გრიპის სიმპტომები მთლიანად ქრება.
ა ლ ო ე
ცხვირში იწვეთებენ ალოეს წვეთებს. 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში, ყოველ 2 საათში, 3 დღის განმავლობაში.
თ ა ფ ლ ი და ნიორი
ნიორს ხეხავენ სახეხზე, ურევენ თაფლს (1:1) ღებულობენ 1 ს.კ. წყალთან ერთად.
მ დ ო გ ვ ი ს ა ბ ა ზ ა ნ ე ბ ი
გრიპის დაწყებისთანავე ყველაზე კარგ ეფექტს იძლევა ფეხის აბაზანები. ამისათვის ვედროში ასხამენ ცხელ წყალს, შიგ ჩაყრიან 1 სუფრის კოვზ მშრალ მდოგვს და ათავსებენ ფეხებს 10-15 წუთით. ამის შემდეგ სვამენ ცხელ ჩაის ჟოლოთი და წვებიან საწოლში.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ი ნ ჰ ა ლ ა ც ი ა
ხარშავენ კარტოფილს კანიანად. უწურავენ წყალსა და კარტოფილიდან ამოსულ ორთქლს ისუნთქავენ ცხვირსა და პირიდან 10-15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სვამენ ცხელ ჩაის ჟოლოთი და თბილად წვებიან ლოგინში.
ც ხ ვ ი რ ი ს გამორეცხვები
ირეცხავენ ცხვირის ნესტოებს მარილწყლით ან ზღვის წყლით. (1 ჭიქა თბილ წყალში ხსნიან 1 ჩაის კოვზ მარილს და 5-7 წვეთ იოდს). ჯერ ერთი ნესტოთი ისრუტავენ წყალს, შემდეგ მეორეთი და ხახიდან გამოღვრიან. პროცედურას იტარებენ დღეში რამდენჯერმე.
რუსუდან სამადაშვილი |