მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    სიცოცხლის წარმოშობის თეორიები, ირმა ავალიანი ნანახია (16308) - ჯერ 15 ივნისი 2010

    გაკვეთილის თემა: სიცოცხლის წარმოშობის თეორიები

    სწავლების საფეხური და კლასი: საბაზო-საშუალო, მეცხრე

    გაკვეთილის ზოგადი მიზანი: სიცოცხლის, როგორც უნიკალური ფენომენის გააზრება

    გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლეები დააზუსტებენ ცნებას „სიცოცხლე“, გაეცნობიან სიცოცხლის წარმოშობის ევოლუციურ და კრეაციულ თეორიებს, დაადგენენ ბიოორგანული მოლეკულების როლს ორგანიზმებისათვის, იმსჯელებენ თეორიების ძლიერ და სუსტ მხარეებზე,შეაფასებენ საკუთარ ცოდნას ტესტით „სიცოცხლე დედამიწაზე“,გაანალიზებენ გაკვეთილს.

    გაკვეთილის მსვლელობა:

    აქტივობა 1. პროვოცირება

    მასწავლებელი მიმართავს კლასს კითხვით:რა არის სიცოცხლე? რამოდენიმე სავარაუდო პასუხის შემდეგ სთავაზობს კლასს ბარათებს განმარტებებით

    ბარათი 1.

    სიცოცხლე დამოუკიდებლად არსებობის მქონე ინდივიდთა ცხოვრების წესია, რომელიც ხასიათდება სუნთქვით,მოძრაობით,კვებით,ზრდა-განვითარებით,გამოყოფით,გამრავლებით,გაღიზიანებადობით.

    ბარათი 2.

    სიცოცხლე ცილოვანი სხეულების არსებობის წესია,რომელიც ამ სხეულების შემადგენელი ნაწილების მუდმივ თვითგანახლებაში მდგომარეობს

    ბარათი 3.

    სიცოცხლე მატერიის მოძრაობის თვისობრივად უფრო მაღალი ფორმაა,ვიდრე ფიზიკურ-ქიმიური და რეალიზებულია ინდივიდუალურ ბიოლოგიურ ორგანიზმებში

    ბარათი 4.

    დედამიწაზე არსებული ცოცხალი სხეულები არიან ღია, თვითმარეგულირებელი და თვითწარმომქმნელი სისტემები,რომლებიც აგებულნი არიან ბიოპოლიმერებისაგან ცილებისა და ნუკლეინის მჟავებისაგან

    ბარათი 5.

    სიცოცხლე მატერიალურ სისტემებს შორის ინფორმაციის გაცვლის ცალმხრივი პროცესია

    ბარათი 6.

    სიცოცხლე ეს არის ქიმიური ტალღა: მრავალგანზომილებიანი,კატალიზური,ციკლური ქიმიური რეაქცია

    ბარათი 7.

    სიცოცხლე კომპლექსური პროცესია,რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს მატრიცული ტიპის რეაქციები

    ბარათი 8.

    სიცოცხლე მატერიის საოცარი თვისებაა,რომელიც მონიჭებულია ღვთის მიერ.ცოცხალი ორგანიზმების რეალური სიცოცხლე კი სამყაროსეული არსებობის ერთი კვანძია

    აქტივობა 2.ცნების დაზუსტება

    მასწავლებელი მიმართავს კლასს,შეაჯერონ ცნება „სიცოცხლე“,მოსწავლეები ასკვნიან,რომ სიცოცხლე მრავალმნიშვნელოვანი ცნებაა,რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში.იგი შეიძლება დავახასიათოთ ბიოლოგიური, ფიზიკური,ქიმიური,ფილოსოფიური და რელიგიური ასპექტებით,ამასთან,იგი უნიკალური მოვლენაა.

    აქტივობა 3. ახალი მასალის გადაცემა

    მასწავლებელი კლასს აცნობს სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ფილმს საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებით და აკეთებს კომენტარს შესაბამის ნაწილზე.აბიოგენური სინთეზის განმარტებისას გამოჰყოფს 3 საფეხურს.

    1 საფეხური არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების მიღების პროცესია,ყურადღება მახვილდება მილერის ცდის პირობებზე და შედეგებზე

    2 საფეხური კოაცერვაციის პროცესია,ყურადღება მახვილდება ცილების აგებულებასა და როლზე.აქვე მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს,მოისმინონ ცილების „სიმღერა“ ისტ-ის საშუალებით

    3 საფეხური ნუკლეინის მჟავების წარმოქმნის პროცესია,მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს ნუკლეინის მჟავების შედარებით მარტივ (რნმ) და რთული ორგანიზაციის (დნმ) თვისებებზე და როლზე ,აღნიშნავს გენეტიკური კოდის უნივერსალობას დედამიწის ნებისმიერი სასიცოცხლო ფორმისათვის.აცნობს დნმ-ს სტრუქტურას ისტ-ის საშუალებით.

    ოპარინის თეორიის გაცნობიდან მასწავლებელი გადადის სამყაროს ევოლუციურ თეორიაზე და შემოაქვს ცნება არომორფოზი,იდიოადაპტაცია,მიმოიხილავს ასევე სიცოცხლის წარმოშობის კოსმიურ და კრეაციულ თეორიებს შესაბამისი ელექტრონული მასალებით

    აქტივობა 4. მსჯელობა არგუმენტაციის გზით

    მასწავლებელი მიმართავს კლასს,იპოვონ შესაბამის თეორიებში სუსტი და ძლიერი მხარეები და წარმოადგინონ არგუმენტები

    აქტივობა 5. ტესტი „სიცოცხლე დედამიწაზე“

    მასწავლებელი სთავაზობს კლასს შეავსოს ტესტი ისტ-ის საშუალებით

    აქტივობა 6. გაკვეთილის ანალიზი

    მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს გადაათვალიერონ გაკვეთილის მინი-ლექსიკონი ისტ-ის საშუალებით და შეაფასონ გაკვეთილი შეფასების შესაბამისი რუბრიკით

     

     

     ორსულობის დაყოფა ტრიმესტრებად:                                                                  

    1---13 კვირამდე       სტატუსი-12 კვირამდე-ემბრიონი(ჩანასახი)

    2---28 კვირამდე                         13 – 17 კვირამდე-ნაყოფი

    3---40 კვირამდე                       28-40 კვირამდე - ბავშვი

     

    ემბრიოგენეზის  ქრონოლოგია :

    განაყოფიერებიდან 10 სთ-ის შემდეგ ემბრიონი შედგება 4 უჯრედისაგან. ერთი კვირის შემდეგ (გასტრულას ფაზიდან მიღებული ) ჩანასახი იწონის 1 გრამს, ზომა- 0,2 მმ, ენერგება საშვილოსნოში.

    მე-18 დღეზე გული პულსირებს, ჩონჩხი ჯერ არ არის.

    48-49 -ე დღეებზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქიმიკატებისა და შხამების მიმართ.ამ დროს წამლების მიღება განსაკუთრებით საშიშია, დიდია ანომალიების რისკი.

    ერთი თვის- კუდისა და ლაყუჩების ხვრელი გამოკვეთილია;

    ორი თვის- ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია, სიგრძე 2-3 სმ;

    სამი თვის- ჩამოყალიბებას და განვითარებას განიცდის კუნთები, ნერვები, განირჩევა სქესი,იწყებს მოძრაობას.

                  ოთხი თვის- გამჭვირვალე პარკშია, რომელიც სანაყოფე სითხით არის სავსე,წონა- 40-50 გრამი,სიგრძე-10-16 სმ;                                                                                                                                                                                              

    ხუთი თვის- ამჟღავნებს ხასიათის თვისებებს, რეაგირებს ემოციებზე.წონა-700 გრამი

    ექვსი თვის- ტრიალდება თავით ქვევით;

    შვიდი თვის- თვალს ახელს(თუმცა მხედველობა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის) წონა-1000 გრამი და მეტი;

    რვა თვის-იმატებს საგრძნობლად მოცულობაში და წონაში, იძენს მრგვალ ფორმებს, კანი ფერმკრთალდება, სიგრძე-46 სმ.წონა-2.300 გრამი და მეტი.

     

    --ემბრიონი დღეში 1 მმ-ით იზრდება;

    --საშვილოსნოში ჩანერგვიდან 40 სთ-ში პლაცენტა შექმნილია;

    --26-ე დრეს ნაყოფს ხელები უვითარდება, 28-ე დღეს კი -ფეხები;

    --მე-10 კვირიდან მუშაობს ანალიზატორები, აქვს მეხსიერების უნარი;

    --მე-12 კვირისათვის გულისცემის სიხშირე 140 დარტყმაა წუთში;

    --ნაყოფსა დედას შორის ნეირომედიატორების გაცვლის სიხშირე ყველაზე სწრაფი ინტერნეტის სიჩქარისაა;

    --ბეთხოვენისა და ბრამსის მუსიკა ჩანასახზე აღმგზნებად მოქმედებს, ვივალდი ამშვიდებს,შოპენი კი ’’ რომანტიულ’’ ხასიათზე აყენებს, როკ-მუსიკა ემბრიონს აშინებს, ძლიერი ვიბრაცია კიხშირად პათოლოგიებს იწვევს;

    --შვიდი თვიდან აქტიურად რეაგირებს გარემოს ხმებზე.მეცნიერ ბრუსილოვსკის აზრით, ჩანასახი ცნობს საყვარელ მელოდიას და იმეორებს მოძრაობებს გარკვეული რიტმით;

    --როცა დედა ნერვიულობს, ჩანასახი ისმენს დედის გულის აჩქარებულ რიტმსა და ღრმა სუნთქვას, იგი იტრუნება, მისი გულისცემის სიჩქარე იზრდება 200 დარტყმამდე  წუთში.

    --26-ე  კვირაზე ნაყოფი გრძნობს და განიცდის ტკივილს;

    --ამერიკელი ფსიქოლოგი გროფი ჰიპნოზისას პაციენტებს უბრუნებდა ემბრიონად ყოფნის მეხსიერებას, ისინი აღწერდნენ იმ სურათებს, რასაც დედა ხედავდა და განიცდიდა.

    პირველად სურათები გადაუღო ჩანასახს მუცლადყოფნის პერიოდში შვედმა ფოტოგრაფმა ლენარტ ნილსონმა (ციტოსკოპზე მიმაგრებული კამერით).

    ბერნარდ ნატანსონმა ( ექიმი) 1983 წელს გადაიღო ფილმი ’’ჩუმი ყვირილი’’(SILENT SCREAM),სადაც იგი მოგვითხრობს აბორტის ჩატარების სამედიცინო პროცედურაზე და გვიჩვენებს ექომონიტორით ჩანასახის განადგურებას. ქირურგიული ჩარევა სულ რამოდენიმე წუთი გრძელდება , მაგრამ ნათლად ჩანს, თუ როგორ გამეტებით გაურბის ემბრიონი გინეკოლოგიურ ინსტრუმენტს, იარაღის ჩავლებისას კი განწირული აღებს პირს.(ეს ფილმი აუცილებლად წინასწარ უნდა ინახოს და ამის შემდეგ მიიღოს მასწავლებელმა გადაწყვეტილება მხოლოდ მაღალ კლასებში გარკვეული ფრაგმენტის დემონსტრაციის შესახებ)

    სტატისტიკური მონაცემები ლეგალური აბორტებისა რუსი სპეციალისტების აზრით,არ შეესაბამება რეალურ მონაცემებს, ეს მაჩვენებელი უნდა გამრავლდეს ორზე.

    მინი-ლექსიკონი    გაკვეთილი  N 1

    აბიოგენეზი- არაორგანული მოლეკულებისაგან ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა

    არომორფოზი- არომორფოზი ევოლუციური ცვლილებაა,რომელიც იწვევს ორგანიზმის საერთო დონის ამაღლებას,აძლიერებს ცხოველქმედების ინტენსივობას,არ წარმოადგენს ვიწრო შეგუებულობას გარემოს გასაზღვრულ პირობებთან

    გარდამავალი ფორმა- ფორმა, რომელიც აერთიანებს ერთდროულად უმდაბლესი და უმაღლესი კლასების ნიშნებს

    გრადაცია- ცოცხალი სამყაროს განვითარების გზა მარტივიდან რთულისაკენ, უმდაბლესიდან უმაღლესისაკენ. შემოღებულია ჟ.ბ. ლამარკის მიერ

    ევოლუციური თეორიები- თეორიები, რომლებიც ასაბუთებენ ორგანიზმების ისტორიული განვითარების გზას.ფუძემდებლებად ითვლებიან ჩ.დარვინი და ა.უოლესი.დარვინის აზრით,არსებობისათვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა მემკვიდრეობითი ცვალებადობის საფუძველზე წარმოადგენენ ორგანული სამყაროს ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალებს

    იდიოადაპტაცია- ევოლუციური ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობენ კერძო შეგუებულობების წარმოქმნას განსაზღვრულ გარემო პირობებთან

    კოაცერვაცია- მაღალმოლეკულური ნაერთებისათვის დამახასიათებელი  სპეციფიური კონცენტრირების უნარი

    კრეაციონიზმი- მოძღვრება სამყაროს ერთიანი შემოქმედებითი აქტით შექმნის შესახებ

    კოსმიური წარმოშობის თეორია- ჰიპოტეზა,რომელიც ვარაუდობს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის კოსმოსური სივრციდან შემოტანას

    მატრიცული სინთეზი- არსებული ნიმუშის მიხედვით მოლეკულათა ბიოორგანული სინთეზი

    მილერი- ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც ექსპერიმენტულად დაადასტურა არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული ნივთიერებების მიღების შესაძლებლობა

    ოპარინი- გამოიკვლია კოაცერვაციის მოვლენა,შეადარა სასიცოცხლო ცხოველქმედებას

    პასტერი- ფრანგი ბაქტერიოლოგი,რომელმაც ექსპერიმენტულად დაასაბუთა,რომ თვითჩასახვის თეორია მცდარია,დაადგინა სტერილიზაციის პირობები

    სპონტანური- თვითნებური,თვითმოქმედი,შინაგანი ფაქტორებიდან გამომდინარე  

    ქემოსინთეზი- ენერგიის მიღების ქიმიური (ჟანგვა,აღდგენა) გზა ცოცხალი ორგანიზმებისათვის

     

    ირმა ავალიანი, სკოლა "ჯი-ელ-სი"

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (1)

    კომენტარები  
    19 ივნისი 2010

      ირმას მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილები ყოველთვის მრავალფეროვანი, ღრმა, შინაარსიანი და თანამედროვე მეთოდიკითაა დაგეგმილი.  ერთ-ერთია ,,ჩანასახის  სტატუსი", საგანმანათლებლო  პორტალ  ,,lemill"-ზეა გამოქვეყნებული.  

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საბირჟო საქმე პედაგოგიკა მარკეტინგი და რეკლამა გადასახადები ფიზიკა მათემატიკა კულინარია ინვესტიციები სახელმწიფო მოწყობა და მართვა მუსიკა ელექტრონიკა ზოოლოგია ტექნოლოგია ავიაცია დაზღვევა სოციოლოგია მასმედია სექსოლოგია ეკოლოგია გეოდეზია მეტალურგია ტურიზმი კულტუროლოგია მენეჯმენტი ფილოსოფია მართვა საერთაშორისო ურთიერთობები მრეწველობა, წარმოება მეცნიერება და ტექნიკა ასტრონომია მედიცინა, ჯანმთელობა პროგრამირება კრიმინალისტიკა ჟურნალისტიკა და PR ბუღალტერია და აუდიტი უცხო ენები სტატისტიკა ლოგიკა უცხოური ლიტერატურა ლოგისტიკა გეოგრაფია ტრანსპრტი ფინანსები და კრედიტი საბანკო საქმე საბაჟო სისტემა ვეტერინარია მეწარმეობა ქიმია ისტორია ფიზკულტურა და სპორტი არქიტექტურა ჟურნალისტიკა კულტურა და ხელონება გეოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა სამართალი გეოპოლიტიკა სხვა ინფორმატიკა მიფოლოგია ფსიქოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია პოლიტოლოგია ეკონომიკა რელიგია სოფლის მეურნეობა ბიოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024