მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    სასწავლო თვალსაჩინოებები ,,მხიარული მათემატიკოსი” და ,,ჯადოსნური ბორბალი”, გიორგი ბარამიძე ნანახია (18920) - ჯერ 23 ივნისი 2010

    აღნიშნული თვალსაჩინოებები მიეკუთვნებიან ელექტრო თვალსაჩინოებათა სახეობას, მათი შედეგიანობის პრინციპი ემყარება მოსწავლეთა დაიტერესებას. სწავლების თანამედროვე მეთოდებიდან დაინტერესება არის ყველაზე უფრო შედეგიანი და ეფექტური. ის რამდენჯერმე ამაღლებს მოსწავლეთა შემეცნებებას, ანვითარებს მათ ცნობიერებას, ხელს უწყობს მათ გააქტიურებას, შემოქმედებითობას. მოსწავლე საკუთარი ნებით დიდი ინტერესით ერთვება სასწავლო პროცესში, რწმუნდება საკუთარ ძალებში, მხიარულდება და აქტიურდება. თვალსაჩინოებათა მუშაობის პრინციპი ერთნაირია, მათი მოქმედება ერთსა და იმავე პროცედურაზეა დამყარებული, განსხვავება ის არის, რომ ,,ჯადოსნური ბორბალი” შეიძლება დაატრიალო და რომელ მაგალითსაც გარგუნებს ბედი, ის მაგალითი უნდა ამოხსნა.

     ,,მხიარული მათემატიკოსი” წარმოადგენს 70*60სმ ზომების ჩარჩოს, ამ ჩარჩოს, 3/4¾ ნაწილი ეთმობა დავალებებს (მაგალითები, ამოცანები და სხვ.) ხოლო 1/4¼ ნაწილი კი ეთმობა პასუხებს. ფარული სქემით პასუხების ერთი უჯრა შეერთებულია მაგალითების ერთ უჯრასთან. ჩარჩოზე განთავსებულია 36 ან 39 მაგალითი და ამდენივე სავარაუდო პასუხი (რიცხვები). იქვე ახლოს მოთავსებულია ერთი ან რამდენიმე სათამაშო. მოსწავლე აიღებს ჩასართავ სადენებს, ერთ სადენს შეუერთებს ამოსახსნელ მაგალითს, ხსნის მაგალითს და მეორე მხარეს უერთებს სავარაუდო პასუხს. მხოლოდ სწორი პასუხის შემთხვევაში ჩაირთვება ელექტრო სათამაშო. მაგალითად: ,,მომღერალი და მოცეკვავე თოჯინა” ან სხვა სათამაშო. ბავშვებმა იციან, რომ მხოლოდ სწორ პასუხზე ჩაირთვება სათამაშო. მაგალითის ამოხსნის ხერხი ზეპირია, ცდილობენ სწორად ამოხსნან მაგალითი, რათა ჩართონ სათამაშო თოჯინა, რის გამოც დიდი ინტერესით ებმებიან სასწავლო პროცესში. შესაძლებელია ერთ თვალსაჩინოებაზე 2-3 სათამაშოს მიერთება (ცალკ-ცალკე), ან იმუშაოს ერთდროულად ორმა მოსწავლემ ერთ დაფაზე სხვადასხვა სათამაშოებით. ჩარჩოში სისტემატურად იცვლება მაგალითები და სავარჯიშოები შესწავლილი თემების მიხედვით. მასში გათვალისწინებული მაქვს დიფერენცირებული მიდგომის მეთოდი. აკადემიურად შედარებით სუსტი, ინერტიული მოსწავლეებისთვის 39 მაგალითიდან 10-12 მაგალითი ადვილად ამოსახსნელია და ერთ სვეტშია განლაგებული. ასეთი მოსწალე თვითონ ეძებს იოლ მაგალითს, ხსნის მას და დადებითი შედეგის შემთხვევაში გრძნობს წარმატებას, აქტიურდება, რწმუნდება საკუთარ ძალებში და ერთვება საერთო მუშაობაში. მაგალითები და ამოცანები შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. საწყის ეტაპზე იოლი მაგალითები ეძლევა მოსწავლეს, შემდგომ კი დავალებები რთულდება.

     ანალოგიურია ,,ჯადოსნური ბორბალიც”, თუმცა თვალსაჩონოების ფორმა განსხვავებულია. წრიული დისკი მოთავსებულია ფურცელზე ჩარჩოში. მაგალითები განთავსებულია დისკზე, ხოლო პასუხები ფურცლზე დისკთან, დისკი დაყოფილია 12 ტოლ ნაწილად. თვითეულ ნაწილში განთავსებულია 3 მაგალითი, სულ 36 მაგალითი. მოსწალე ატრილებს ბორბალს და მისთვის წილხვედრ მაგალითს აერთებს სავარაუდო სწორ პასუხთან. სწორ პასუხზე ჩაირთვება სათამაშო. აღნიშნული სათამაშოები კარგია ტესტირებისთვის. თუ დავუკვირდებით ეს მართლაც ტესტებია, მხოლოდ არა 3 ან 4 სავარაუდო პასუხით არამედ 36 ან 39 სავარაუდო პასუხით, რაც რა თქმა უნდა რთულია და შემთხვევითი სწორი პასუხი გამორიცხულია. მაგრამ ინტერესის გამო შედეგი მაინც კარგია. აღნიშნულ თვალსაჩინოებაზე შეიძლება ჯგუფური მუშაობის ჩატარება, უფრო მოხერხებული კი წყვილებში და ინდივიდუალური მეცადინეობის ჩატარებაა. მასზე მოსახერხებელია შემაჯამებელი მეცადინეობის ჩატარებაც. სათამაშო კარგად გამოიყენება არასაგაკვეთილო დროს, შესვენების პერიოდში ხშირად მოსწავლეთა რიგი დგას. სათამაშოს ყველა სათუთად ეპყრობა, დაზიანება გამორიცხულია, რადგან მოსწალეები მას თავიანთ საკუთრებად თვლიან და არავის აძლევენ მასზე უდიერად მოპყრობის საშუალებას. მიზანშეწონილია რამდენიმე ელექტრო სათამაშოს მოგროვება და მათი სისტემატურად ცვლა, რათა ინტერესი მეტი იყოს. მიზანშწონილია სათამაშოები აკუმლიატორებზე იყოს, რომელიც დენით იტენება.  

     აღნიშნულ თვალსაჩინოებებს მე პრაქტიკაში ვიყენებ 20 წელია მათემატიკის გაკვეთილებზე, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება სხვა საგნებშიც. მაგ: უცხო ენაში - ლექსიკური მარაგის გამდიდრებისათვის, ქართულ ენაში - კითხვებზე პასუხის გაცემა და ა.შ. მიზანშეწონილია სათამაშოს გამოყენება დაწყებით საფეხურზე, რამდენაც სათამაშოებისადმი ინტერესი ამ ასაკში დიდია.

     აღნიშნული სათამაშოს ქარხნული წესით დამზადება შესაძლებელი რომ იყოს, მაშინ ხარისხიც მეტი იქნებოდა, თანაც ნაკლები დრო და სახსრები იქნება საჭირო, ასევე შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თემატიკის შემუშავება, ამ თემატიკით სარეზერვო მაგალითების შედგენა, საჭირო შემთხვევაში მაგალითები გამოიჩვლება.  

    გიორგი ბარამიძე – ქედის რაიონის სოფ. დანდალოს საჯარო სკოლის    დაწყებითი კლასების მასწავლებალი  

     

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (2)

    კომენტარები  
    05 ოქტომბერი 2010

    saintereso da saxaliso masalaa...... sheizleba testireba shevcvalot msgavs matematikuri tamashobebit......

     

    ნატა კვარაცხელია 24 ივნისი 2010

    batono GIORGI! mshvenieri ,,satamasho" dagimzadebiat. BIZNESMENEBO! daafinanset es inivacia da sxvebic siamovnebit gamoiyeneben

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მართვა ტურიზმი გეოლოგია ვეტერინარია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ეკონომიკა ფსიქოლოგია მარკეტინგი და რეკლამა ინვესტიციები მეცნიერება და ტექნიკა კულინარია მათემატიკა მედიცინა, ჯანმთელობა სექსოლოგია ქიმია სახელმწიფო მოწყობა და მართვა ფიზკულტურა და სპორტი ლოგისტიკა მეტალურგია უცხოური ლიტერატურა მუსიკა სოფლის მეურნეობა ფილოსოფია კრიმინალისტიკა პედაგოგიკა ზოოლოგია კულტურა და ხელონება უცხო ენები პოლიტოლოგია მრეწველობა, წარმოება ფინანსები და კრედიტი მიფოლოგია სტატისტიკა მენეჯმენტი პროგრამირება საბირჟო საქმე გეოდეზია ბუღალტერია და აუდიტი დაზღვევა ასტრონომია ფიზიკა ბიოლოგია გადასახადები ჟურნალისტიკა საბანკო საქმე ლოგიკა ავიაცია სამართალი ეკოლოგია მეწარმეობა ტრანსპრტი სოციოლოგია ჟურნალისტიკა და PR საერთაშორისო ურთიერთობები სხვა ელექტრონიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა რელიგია არქიტექტურა მასმედია ტექნოლოგია კულტუროლოგია ისტორია გეოგრაფია გეოპოლიტიკა საბაჟო სისტემა ინფორმატიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024