მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ჩ.სპილბერგერის (Spielberger, C.D) მეთოდიკა და „მღელვარების კვლევის ტესტი“ 17 ივლისი 2010

    მღელვარების (შფოთვის) დიფერენცირებული გამოკვლევის მეთოდიკა

    ფსიქოლოგების აზრით ღელვა (შფოთვა) - ადამიანის მნიშვნელოვანი ემოციური მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშვება   მოსალოდნელი და გაურკვეველი საფრთხის   მოლოდინის შედეგად და ვლინდება ვითარების არასასიკეთოდ განვითარების პროგნოზირების შემთხვევაში. შიშისგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს რეაქციას კონკრეტულ საფრთხეზე, ღელვა დაკავშირებულია გაუთვითცნობიერებელ, დიფუზურ, არაობიექტურ საფრთხესთან, ხოლო შიში - აშკარა, რეალურ მუქარასთან. ზ. ფროიდს მიაჩნდა, რომ ღელვა (ანუ შფოთვა) ასრულებს სიგნალის ფუნქციას და ინტენსიური იმპულსების სახით აფრთხილებს „ეგო“- ს მოახლოებული საფრთხის თაობაზე. საპასუხოთ კი „ეგო“ იყენებს დამცავ მექანიზმებს: განდევნა-გადაადგილებას, პროექციას, ჩანაცვლებას, რაციონალიზაციას და სხვას. იმავდროულად დამცავი მექანიზმები მოქმედებენ გაუთვითცნობიერებელ დონეზე და იწვევენ ინდივიდის მიერ რეალობის არარეალურ, დამახინჯებულ აღქმას.  

    ხიფათის წყაროში გაურკვევლობის გამო, ადამიანი ხშირად სუბიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას და მღელვარებას განიცდის, როგოც კონკრეტულ სიტუაციაში პირადი უსუსურობისა და გარეშე ფაქტორების წინაშე საკუთარი უძლურობის შედეგს. ფსიქოლოგიურ დონეზე ღელვა (შფოთვა) აღიქმება, როგორც დაძაბულობა, ნერვიულობა და გაურკვევლობის, მოახლოებული მარცხის, გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის განცდა, რიგ შემთხვევაში ის იწვევს ადამიანის არაადეკვატურ ქცევას ან ქმედებას და   ხდება ყოვლად გაუმართლებელი მარცხის მიზეზი.

    უმეტესად ღელვა (შფოთვა) ვლინდება, როგორც დესტრუქტიული ფაქტორი, რომელიც არღვევს დასახული მიზნების კონსტრუქტიულ და თანმიმდევრულ რეალიზებას, ფაქტორი, რომელიც წარმოშობს სხვა და სხვა ფსიქოპათოლოგიური კომპლექსების განვითარებასა და ფობიების ფორმირებას.

    სპეციალისტები გამოყოფენ და განასხვავებენ ორ კრიტერიუმსა და ცნებას: ღელვა და მღელვარება, ხოლო მღელვარებას განიხილავენ აგრეთვე ორი კრიტერიუმის მეშვეობით - პიროვნული და სიტუაციური მღელვარება. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მღელვარების დონის დიაგნოსტიკას (გაზომვას) ვინაიდან უმეტესობის აზრით ის დიდ წილად განსაზღვრავს სუბიექტის ქცევას. მღელვარების გარკვეული, ზომიერი დონე წარმოადგენს პიროვნების აქტიური საქმიანობის ბუნებრივ და სავალდებულო თავისებურებას. თითოეულ ადამიანს გააჩნია ოპტიმალური ან სასურველი მღელვარების დონე, ანუ ეგრეთ წოდებული სასარგებლო მღელვარება. ამ მხრივ ადამიანის მიერ   საკუთარი თავის შეფასებას სპეციალისტები მიიჩნევენ თვითკონტროლისა და თვითაღზრდის ფრიად მნიშვნელოვან კომპონენტად. ცნობილია, რომ მღელვარების მაღალი ან დაბალი დონისა და შესაბამისად ცხოვრების სტილის მიხედვით რესპონდენტები ავლენენ სოციალურ - ფსიქოლოგიური ადაპტაციის განსხვავებულ უნარს. კერძოდ, მღელვარების მაღალი დონის   მახასიათებლის მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, მღელვარების დაბალი დონის მქონე პიროვნებებს გააჩნიათ უფრო გამოკვეთილი სოციალურ - ფსიქოლოგიური ადაპტაციის უნარი.

    დღემდე არსებული შეფასების ცნობილი მეთოდების უმეტესობა იძლევა მხოლოდ პიროვნული მღელვარების, მისი ზოგადი დონის, ან სპეციფიკური რეაქციების გაზომვის შესაძლებლობას. ერთადერთი მეთოდი, რომელიც გვაძლევს მღელვარების, როგორც პიროვნული თვისებისა და აგრეთვე ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის დიფერენცირებულად დადგენის საშუალებას, წარმოადგენს ჩ. სპილბერგერის   / Spielberger, C.D./ მეთოდიკა, რომლის დიაგნოსტიკის საგანი მოიცავს პიროვნული და სიტუაციური მღელვარების შეფასებას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩ. სპილბერგერის ხედვა თარგმნილია 52 ენასა და დიალექტზე, იგი შეიძლება ჩაითვალოს ღელვის/მღელვარების დონის დიაგნოსტიკის, გაზომვის საერთაშორისო სტანდარტულ მეთოდიკად.

    ჩ. სპილბერგერის კონცეფციის შესაბამისად ღელვა განიხილება, როგორც მდგომარეობა, ხოლო მღელვარება, როგორც - პიროვნული თვისება:
    ღელვა (შფოთი) - რეაქციაა მოსალოდნელ რეალურ ან მოჩვენებით   საფრთხეზე, ობიექტის არმქონე შიშის ემოციური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება მუქარის გაუთვითცნობიერი შეგრძნებით;
    მღელვარება (შფოთიანობა) -   ინდივიდუალური მდგრადი ფსიქოლოგიური მახასიათებელია, რომელიც გამოიხატება მღელვარების (შეშფოთების) განცდის გაზრდილ მიდრეკილებაში, მ.შ. ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რომელთა ობიექტური დახასიათება არ იძლევა ამის რეალურ საფუძველს;
    პიროვნული მღელვარება -   თვისებაა, რომელიც აქტიურდება იმ სტიმულების აღქმის შედეგად, რომლებსაც ადამიანი აფასებს როგორც სახიფათოებს და რომლებიც უკავშირდებიან მისი პრესტიჟის, თვითშეფასების, პირადი პატივისცემის მიმართ მუქარის სპეციფიკურ სიტუაციებს;
    სიტუაციური, ანუ რეაქტიული მღელვარება -   ხასიათდება ემოციების სუბიექტური განცდით, დაძაბულობით, მოუსვენრობით, შეფიქრიანებით, ნერვიულობით.

    სხვა სპეციალისტის, ა. ადლერის აზრით, პიროვნების ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა მღელვარება ახდენს ცხოვრების გარკვეულ სტილთან კორელაციას, რომელიც ეფუძნება ბავშვობის პერიოდის განცდებს. სხვა და სხვა დონის პიროვნული მღელვარების მქონე რესპონდენტების ცხოვრების სტილი თვისობრივად განსხვავდება.
    მაგალითად, მაღალი დონის მქონე ადამიანების ცხოვრების სტილი ხასიათდება მისწრაფებით მნიშვნელოვანი მიღწევებისკენ და მტრულად განწყობილ გარე სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობის შეგრძნებით, ხოლო მღელვარების დაბალი დონის მქონე რესპონდენტებს ახასიათებთ მიღწევების მაღალ შედეგებზე უარის თქმა, გარე სამყაროსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების სურვილი, რომელსაც ისინი უკავშირებენ პირად უსაფრთხოების და კომფორტულობის შეგრძნებას.

    ჩ. სპილბერგერი   თვითშეფასებისათვის გვთავაზობს 40 კითხვა - მსჯელობას. მათგან 20 კითხვა ემსახურება სიტუაციური მღელვარების დონის შეფასებას, ხოლო შემდეგი 20 - პიროვნული მღელვარების დონის დადგენას.  ჩ. სპილბერგერის მეთოდიკა  თითოეულ კითხვაზე იძლევა ოთხი შესაძლო პასუხი. პასუხები არ განსხვავდებიან იმით, რომ რომელიმე მათგანი არასწორია, ყველა პასუხი მხოლოდ რესპონდენტის არჩევანს ასახავს. კვლევის ჩატარება შეიძლება ინდივიდუალურად და ჯგუფშიც.

    ჩ. სპილბერგერის კვლევის და მეთოდიკის პრაქტიკული მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ გამოკითხვით მიღებული შედეგები შეიძლება გამოიყენოთ ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციისათვის ან თვითანალზისა და თვითშეფასებისათვის და, რაც მნიშვნელოვანია, ფსიქოკორექციისათვის. ამ მეთოდიკის გამოყენება შესაძლებელია როგორც სკოლაში, აგრეთვე ოჯახში ბავშვების აღზრდის მიზნების განხორციელების პროცესში.
    მაღალი დონის მღელვარება წარმოადგენს ნეგატივურ პიროვნულ მახასიათებელს და არასასურველ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებისეულ ფუნქციონირებაზე, ის აქვეითებს გონებრივ ქმედითუნარიანობას და შესაძლოა გახდეს პიროვნების უარყოფითი სტატუსის ფორმირების და აგრესიული ქცევის წინაპირობა. სპეციალისტების აზრით  მღელვარება შეიძლება ემსახურებოდეს პიროვნების აქტიურობის ამაღლებასაც, ხელს უწყობდეს შესაძლო საფრთხეების პროგნოზირებას, მაგრამ უფრო მეტად და ხშირად ის წარმოშობს უმწეობის და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის შეგრძნებას. ამის გამო მღელვარების დონის კორექცია მიეკუთვნება პრაქტიკული ფსიქოლოგიის აქტუალურ ამოცანებს.

    ღელვა, როგორც სიტუატიური მოვლენა, რელაქსაციისა და თვითრეგულირების სხვა და სხვა ფსიქოთერაპიული მეთოდების, დამცავი მექანიზმების ამოქმედების მეშვეობით საკმაოდ ადვილად ექვემდებარება კორექტირებას, ხოლო მღელვარება, როგორც პიროვნული   თვისება, შედარებით მდგრადი მახასიათებელია, ამის გამო მასში კორექტირების შეტანას ესაჭიროება კარგი დაკვირვება, სწორი დასკვნების გაკეთება და ეფექტის მიღწევისათვის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
    თუ ყურადღებით გაეცანით ამ მასალას, გთავაზობთ დაკვირვებით გაიაროთ ჩ. სპილბერგერის „მღელვარების კვლევის ტესტი“ - ს ადაპტირებული ვარიანტი, შეფასებაზე დაყრდნობით   გააკეთოთ თქვენთვის საჭირო და სასარგებლო დასკვნები შესაძლო კორექტირების თაობაზე.

    ცხოვრების რთულ გზაზე გისურვებთ წარმატებას!

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    გართობა/თამაშები მშობელი და ოჯახი გაერთიანებები/სოციალური ქცელები მეცნიერება/ტექნიკა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია გამოცემები/პუბლიკაციები საზოგადოებრივი ურთიერთობები ბავშვის კვება და მოვლა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ბავშვის აღზრდა სიახლე განათლების სფეროში სხვა სასწავლო დაწესებულების მართვა მედიცინა და პროფილაქტიკა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი დასვენება/ტურიზმი განათლება საქართველოში და მსოფლიოში კვალიფიკაციის ამაღლება რელიგია ფიზიკური კულტურა და სპორტი სასარგებლო რჩევები ადამიანთაშორის ურთიერთობა საგანმანათლებლო დაწესებულებები ბუნება/ეკოლოგია ინტერესები/კონკურსები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სარეკლამო მომსახურება კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024