მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ინტერნეტის ისტორიაში ყველაზე სახიფათო ვირუსების ათეული ნანახია (12908) - ჯერ 22 ივლისი 2010

    ХХ საუკუნის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მიღწევამ - ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების საშუალებების შექმნამ, წარმოქმნა იმის პირობები, რომ პირადი სახის ინფორმაცია გახდა საკმაოდ ხელმისაწვდომი, ხოლო პირადი მონაცემები  ხშირ შემთხვევაში დაუცველიც კი გახადა. ამ პროცესებში დიდი „დამსახურება“ კომპიუტერულ ვირუსებსაც ეკუთვნის.

    კომპიუტერული ვირუსი წარმოადგენს კომპიუტერული პროგრამების სახეობას, რომელთა თავისებურება თვით რეპლიკაციაში (გამრავლების უნარში) გამოიხატება. გარდა ამისა ვირუსებს შეუძლიათ ნებისმიერი, მათ შორის მომხმარებლის კონტროლის ქვეშ მყოფი, ფაილის დაზიანება ან განადგურება. გთავაზობთ გაეცნოთ იმ ვირუსების სიას, რომლებმაც სხვა და სხვა დროს გამოიწვიეს დიდი აურზაური და კომპიუტერთან დაკავშირებით მომხმარებლებს შეუქმნეს საკმაო პრობლემები. ინტერნეტ სივრცეში ვირუსების გავრცელების და მათ მიერ მიყენებული ზიანის პრობლემა დღესაც ძალზე აქტიურია.

    Brain

    შეიძლება  ითქვას, რომ თავის მიმდევრებთან შედარებით ეს ვირუსი პრაქტიკულად ნაკლებად სახიფათოა. ის გადაიცემა დისკეტების მეშვეობით და იმით არის ღირსენიშნავი, რომ პირველად ისტორიაში გამოიწვია ნამდვილი ვირუსული ეპიდემია. მისი შექმნა ძმების ამჯათ და ბაზით ფარუგ ალვის (Amdjat и Basit Faroog Alvi) „დამსახურებაა“. ამ ვირუსის გავრცელება მათ 1986 წელს დაიწყეს, ხოლო მისი აღმოჩენა 1987 წლის ზაფხულში მოხვდა. არსებული ინფორმაციით ვირუსმა მხოლოდ ა.შ.შ.-ს ტერიტორიაზე  18 ათასზე მეტი კომპიუტერი დააავადა. საინტერესოა, რომ ეს პროგრამა დაიწერა სულ სხვა მიზნისათვის - ადგილობრივი პირატების დასასჯელად, რომლებიც ძმებისგან იპარავდნენ მათ მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს ვირუსი გამოირჩევა იმითაც, რომ ის გახდა პირველი სტელს-ვირუსი, ანუ დაზიანებული სექტორის წაკითხვის მცდელობის დროს ვირუსი „აპარებდა“ მის დაუზიანებელ ორიგინალს.

    Jerusalem

    ეს ვირუსი შეიქმნა 1988 წელს ისრაელში. აქედან წარმოიშვა მისი ძირითადი სახელი. მისი მეორე სახელწოდებაა „პარასკევი 13 რიცხვი“. იგი პირველი ვირუსია MS-DOS -თვის და მან გამოიწვია გრანდიოზული პანიკა. ნებისმიერ დროს ის შემოგეპარებოდა დისკიდან გადაწერის შედეგად, მაგრამ აქტივიზაციას იწყებდა ავად სახსენებელ 13 რიცხვში, პარასკევს და სრულად შლიდა ყველა მონაცემს მყარი დისკიდან. იმ პერიოდში ბევრს არ სჯეროდა, რომ კომპიუტერული ვირუსები საერთოდ არსებობენ. ანტივირუსული პროგრამები შეიძლება ითქვას რომ ჯერ არც არსებობენ, ამიტომ მომხმარებლები აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ ვირუსებისგან.
    მორისის მატლი(ჭია)
    ამ საშიში დამაზიანებელი ვირუსის აქტიურობა შეინიშნა1988 წლის ნოემბერში. საშიშ ინტერნეტ-ვირუსების რეიტინგში მან დაიკავა პირველი ადგილი. თავისი ქაოტური და უკონტროლო გამრავლებით მან მოახდინა კომპიუტერების მუშაობის პარალიზება. მართალია არა ხანგრძლივად, მაგრამ მისი დამსახურებით მწყობრიდან გამოვიდა ახალბედა და ჯერ კიდევ ბოლომდე არა გლობალური ქსელი. მის მიერ მიყენებული ზარალი მაშინ შეფასდა 96 მილიონ დოლარად.
    Michelangelo («March6»)
    ამ ვირუსის მრისხანება გადამეტებულად შეაფასეს. მაგრამ უნდა თქვას, რომ ის ერთ-ერთი დაუნდობელი ვირუსი იყო. დისკეტის მეშვეობით დისკის ატვირთვის სექტორში შეღწევის შემდეგ ის მშვიდად იმყოფებოდა იქ 6 მარტამდე. ამ დღეს კი ყველა, ვისაც „საჩუქრად“ ერგო Michelangelo, ერთდროულად ამჩნევდნენ, რომ მათი კომპიუტერის მყარი დისკის ყველა მონაცემი წაშლილია. ეს ვირუსი ბობოქრობდა 1992 წელს. მან დიდად შეუწყო ხელი ანტივირუსების მწარმოებელ კომპანიებს. ბიზნესმენებმა ისარგებლეს სიტუაციით და უსაშველოდ, უნახავი მასშტაბებით გაბერეს ისტერია, იმ დროს, როდესაც ვირუსისგან დაზარალდა მხოლოდ 10000 მანქანამდე.
    ჩერნობილი (CIH)
    მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ვირუსია. ის შეიქმნა ტაივანელი სტუდენტის მიერ 1998 წელს და მას ერთ-ერთ დასახელებად დაერქვა ამ სტუდენტის სახელი. ვირუსი კომპიუტერში აღწევდა ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტისა და დისკების მეშვეობით, იმალებოდა სხვა პროგრამებში, შემდგომ კი, გარკვეულ მომენტში (26 აპრილი) იწყებდა აქტივიზაციას და სრულებით შლიდა მყარი დისკის მინაცემებს, ზიანს აყენებდა თვით კომპიუტერს. ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში მან მწყობრიდან გამოიყვანა 300 ათასზე მეტი კომპიუტერი. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე შემდგომი წლის განმავლობაში, 26 აპრილს, ვირუსი კვლავ იღვიძებდა და აგრძელებდა თავის შავ-ბნელ საქმიანობას და ამის გამო მთელ მსოფლიოში ზიანი მიაყენა ძალიან ბევრ კომპიუტერს.
    Melissa
    შეიქმნა 1999 წელს. ის პირველი საერთაშორისოდ ცნობილი საფოსტო მატლია (ჭია). ის აზიანებდა MS Word დოკუმენტების ფაილებს და აგზავნიდა საკუთარ ასლებს ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების მეშვეობით MS Outlook - ის დახმარებით. ვირუსი უდიდესი სიჩქარით ვრცელდებოდა და ამიტომ მის მიერ მიყენებული ზარალი 100 მილიონ დოლარზე მეტად შეფასდა.  
    ILOVEYOU («ბედნიერების წერილი»)
    შექმნილია 2000 წელს და ღირსშესანიშნავია იმით, რომ საკმაოდ ეშმაკურადაა მოფიქრებული. მომხმარებელს ფოსტაში მოსდიოდა შეტყობინება «I LOVE YOU» თანდართული ფაილით. ამგვარი მომხიბლავი შეფუთვით მოტყუებული მომხმარებელი ხსნიდა ფაილს და ღებულობდა სკრიპტს, რომელიც ავრცელებდა წერილს უსაშველო ოდენობით და იმავდროულად შლიდა კომპიუტერის მნიშვნელოვან ფაილებს. მისი საქმიანობის შედეგები დღესაც იწვევენ შოკს. მან დააზიანა იმ დროს მსოფლიოში არსებული კომპიუტერების 10 %, რამაც გამოიწვია ზარალი 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობით.
    Nimda. 2001 წელი
    მისი სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა «admin» - ის შებრუნების შედეგად. კომპიუტერში შეღწევის შემდეგ ვირუსი თვითნებურად ეუფლებოდა ადმინისტრატორის უფლებებს, რის შემდეგაც ცვლიდა ან ანგრევდა საიტების კონსტრუქციას, ახდენდა ჰოსტებში, IP-მისამართებზე შეღწევის ბლოკირებას. ის იმდენად ვირტუოზულად და ეფექტურად ახერხებდა კომპიუტერებში შესვლას, რომ შექმნიდან 22 წუთის განმავლობაში იქცა ინტერნეტში ყველაზე გავრცელებულ ვირუსად
    My Doom. 2004 წელი
    ელექტრონული ფოსტის ყველაზე სწრაფი ვირუსია. ის მუშაობდა აღმავლობით: თვითოეული შემდგომი კომპიუტერი წინამორბედზე მეტ სპამს ავრცელებდა. გარდა ამისა ის ახდენდა ოპერაციული სისტემის მოდიფიცირებას და ბლოკავდა ანტივირუსული კომპანიების საიტებში, Microsoft - ის კომპანიის საინფორმაციო და სხვა განყოფილებებში შესვლას. მის ანგარიშზეა ასევე DDOS - შეტევა Microsoft - ის საიტზე.
    Conficker. 2008 წელი
    ერთ-ერთია ბოლო ვირუსებისგან, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მოიპოვა  ძალზე საშიში კომპიუტერული მატლის (ჭია) იმიჯი. შეტევას ახორციელებს Microsoft Windows - ის ოჯახის ოპერატიულ სისტემებზე. ვირუსმა მსოფლიოში დააზიანა 12 მილიონ კომპიუტერზე მეტი. მისი მოქმედების პრინციპი გამოიხატება იმაში, რომ ის პოულობს სუსტ ადგილს  Windows - ში, რომელიც უკავშირდება ბუფერის გადამეტებულ შევსებას და მოტყუებითი RPC-მოთხოვნის დახმარებით ადგენს კოდს, რომლის მეშვეობითაც თიშავს Windows - ის განახლებებს და სერვისის სამსახურებს, აგრეთვე ახდენს ანტივირუსების მწარმოებელი მსხვილი კომპანიების საიტებში შესვლის ბლოკირებას.  
    ინფორმაციის წყარო: News.ru.msn.com
    გარდა ამისა გირჩევთ, თუ დაინტერესებული ხართ ვირუსებით გამოწვეული თქვენი კომპიუტერის შესაძლო პრობლემებით, გაეცნოთ ჩვენ პორტალზე გამოქვეყნებულ მასალებს:  
    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ქიმია სხვა განათლება საქართველოში და მსოფლიოში მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება დასაქმება და კარიერა სპორტი და ექსტრიმი რელიგია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ეკონომიკა გეოგრაფია ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა გართობა და თამაშები ბიოლოგია ოჯახი, მშობლები და ბავშვი სოციოლოგია, პოლიტოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ჟურნალისტიკა, PR მოდა და დიზაინი ფიზიკა ბავშვის მოვლა და აღზრდა კინო და მუსიკა სკოლა და მოსწავლე პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი პრესა განათლების შესახებ იურისპრუდენცია სიახლე განათლების სფეროში უცხო ენები განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ფსიქოლოგია გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მათემატიკა საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნება და კულტურა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ბუნება, ეკოლოგია ფინანსები აბიტურიენტი და გამოცდები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024