საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყება 8 აპრილიდან და გაგრძელდება 10 მაისის ჩათვლით. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს: - პირადობის მოწმობის ასლი; - ბაკალავრის დიპლომის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, რომ სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს აღიარების შესახებ დოკუმენტი); - ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4); - გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; - ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს; - ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: სს ”ბაზისბანკი” ბანკის კოდი: 220101956 ანგარიში: 133531 მიმღები: გამოცდების ეროვნული ცენტრი ს/კ: 202198727 ან სსიპ ”გამოცდების ეროვნული ცენტრი” ს/კ: 202198727 ”ლიბერთი ბანკის” (ყოფილი ,,სახალხო ბანკი“) ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: 220101480 ანგარიში: 33066836
მაგისტრანტობის კანდიდატი განცხადებას (სპეციალურ ფორმას) შეავსებს რეგისტრაციის ადგილზე. საერთო სამაგისტრო გამოცდა ივლისში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ჩატარდება. საგამოცდო ცენტრს მაგისტრანტობის კანდიდატი ირჩევს რეგისტრაციისას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა: - ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგასაგრძელებლად; - საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საშემსრულებლო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
სამაგისტრო გამოცდის მიზანია: - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; - მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
პრეზენტაციები საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ
საერთო სამაგისტრო გამოცდა
წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა
ლოგიკური მსჯელობა
რაოდენობრივი მსჯელობა
სპეციალობის გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ.
ინფორმაცია მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ 2009 წელს ერთიანი სამაგისტო გამოცდა:
მაგისტრანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა (გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მინიმუმ სამ ნაწილში), უფლება ეძლვათ სამი წლის მანძილზე გამოიყენონ მიღებული ქულები. მაგისტრატურის კანდიდატთა რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისი წლის კონკურსის გათვალისწინებით.A
კანდიდატს, თუ ის ინახავს მიღებულ ქულებს, რეგისტრაციის განმეორებით გავლა არ მოეთხოვება. უმაღლეს სასწავლებელში სპეციალობის გამოცდის ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი.
მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები იქნება გათვალისწინებული.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულების შენახვის წესი
საგრანტო ქულის გამოთვლის წესი
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული დამხმარე კრებულის – ,,საერთო სამაგისტრო გამოცდა“ – შეძენა შესაძლებელია:
თბილისში:
ბუდაპეშტის №3ა (მაღაზია ”პრიმა 2”) "პრიმავერა-ჯორჯია" (ც. დადიანის N43) "ბიბლკოლექტორი" (შ. დადიანის N13) "ლიგამუსი" (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზირიN32)
რეგიონებში:
ბათუმი, გორგილაძის ქ.N91 მაღაზია ,,ევრო 2000“; ქუთაისი, წმინდა ნინოს N1; სენაკი, რუსთაველის N164; სამტრედია, რუსთაველის N25; ხონი, თავისუფლების მოედანი N2; გორი, სტალინის გამზირი N10 მაღაზია ,,ფარნავაზი“.
2010 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები
წაკითხულის გააზრება
ანალიტიკური წერა
ლოგიკური მსჯელობა
რაოდენობრივი მსჯელობა
წაკითხულის გააზრება (რუსულად)
ანალიტიკური წერა (რუსულად) ლოგიკური მსჯელობა (რუსულად)
რაოდენობრივი მსჯელობა (რუსულად)
პასუხები |