მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    მართვა - მეცნიერებაა. ხელმძღვანელისგან იგი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გაწერილია ხელმძღვანელის ფუნქციები და უფლება-მოვალეობა, ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად წარმოიშვება არაორდინალური კოლიზიები, რომლებზეც არ არსებობს მზა რეცეპტები. ეს გვერდი მოგაწვდით დამხმარე მასალებს მართვის საკითხებზე. თქვენ გამოაქვეყნეთ წინადადებები, გაუზიარეთ კოლეგებს გამოცდილება და გაეცანით მათ მოსაზრებას.


                                   
    საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ნანახია (62177) - ჯერ 25 აგვისტო 2010

    ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დირექტორთა კანდიდატების შესარჩევ კონკურსში?

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 65 წლამდე, უმაღლესი განათლებისა და მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილების (არა მხოლოდ განათლების სისტემაში) მქონე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მიაჩნია, რომ აქვს საჯარო სკოლის მართვისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები;

    რა საბუთებია საჭირო კანდიდატად რეგისტრირებისათვის?
    რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შემდეგი საბუთები:
    1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
    2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    3. სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს   A4-ის ფორმატის ერთი გვერდის მოცულობით);
    4. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
    5. ორი ფოტოსურათი ¾.

                      რესურს–ცენტრში საბუთების წარდგენისას კონკურსანტი ავსებს   განაცხადის ფორმას და ანკეტას, სადაც, გარდა სხვა მონაცემებისა (მაგ.: ინფორმაცია განათლების, სამუშაო გამოცდილების შესახებ), მიუთითებს მისთვის სასურველ ერთ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულს;

    რას ნიშნავს საკონკურსო ტერიტორიული ერთეული?
    კონკურსანტი უთითებს არა კონკრეტულ სკოლას, არამედ ტერიტორიული ნიშნით გაერთიანებულ სკოლათა ჯგუფს – საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულს. კონკურსანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ტერიტორიული ერთეული;

    სად და როდის გადის მოქალაქე რეგისტრაციას?
    რეგისტრაცია მიმდინარეობს, საქართველოს ყველა რაიონის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრში, 20 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით;

    ვინ ჩაატარებს ტესტირებას?
    საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებასა და ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

    სად ჩატარდება ტესტირება?
    ტესტირება ჩატარდება სკოლის შენობებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში, რომელთა რაოდენობა და ადგილმდებარეობა განისაზღვრება რეგისტრაციის პროცესის დასრულებისათვის;

    საქართველოს რომელ ქალაქებში გაიხსნება საგამოცდო ცენტრები?
    საგამოცდო ცენტრები განთავსდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი;

    შეუძლია თუ არა კონკურსანტს აირჩიოს საგამოცდო ცენტრი?
    კონკურსანტი სგამოცდო ცენტრს ვერ აირჩევს, ის ტესტირებას გაივლის იმ საგამოცდო ცენტრში, რომელშიც მას სპეციალური კომპიუტერული პროგრამა გაანაწილებს.

    ექნება თუ არა კონკურსანტს საგამოცდო ბარათი?
    კონკურსანტი 5 იანვრიდან რესურს–ცენტრში მიიღებს საგამოცდო–საიდენტიფიკაციო ბარათს. იგი ამ ბარათით და პირადობის მოწმობით გაივლის რეგისტრაციას ტესტირების დაწყებამდე.

    რამდენ ეტაპად ტარდება ტესტირება?
    ტესტირება შედგება 2 ეტაპისაგან:
    I ეტაპზე მოწმდება ვერბალური და რაოდენობრივი ინფორმაციის აღქმისა და ანალიზის, ლოგიკური აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარები.
    II ეტაპი მიზნად ისახავს ქართულ ენაზე ოფიციალური კორესპენდენციის წარმოების უნარისა და კანონმდებლობის ცოდნის შემოწმებას.

    კონკრეტულად რას გულისხმობს ტესტირების ეს ორი ეტაპი?
    პირველ ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას ზოგად უნარებში   და პროფესიულ უნარებში. მეორე ეტაპი კი   ქართულ ენაზე ფუნქციური წერის უნარ-ჩვევებისა და ზოგადი განათლების, საჯარო სამართლის და შრომის სფეროში   მოქმედი, საჯარო სკოლის დირექტორისათვის აუცილებელი საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შემოწმებას დაეთმობა*. აქედან ორი – ზოგადი უნარებისა და სამართლის ტესტი ე.წ. დახურულბოლოიანი იქნება –კონკურსანტმა მოცემული სავარაუდო პასუხებიდან უნდა აირჩიოს ერთი.

    კონკურსანტი ორივე ეტაპს ერთ დღეს გაივლის?
    ტესტირების ორივე ეტაპი ერთ დღეს ჩატარდება. ტესტირების პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ კონკურსანტები შეისვენებენ და გააგრძელებენ   მეორე ნაწილზე მუშაობას.

    გამოქვეყნდება თუ არა ტესტების ნიმუშები და სად იქნება შესაძლებელი მათი ხილვა?

    ტესტების ნიმუშები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ტესტირებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.

    სად და ვის მიერ გასწორდება ნამუშევრები?
    ნამუშევრები, ანუ პასუხების ფურცლები გასწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ზოგადი უნარებისა და სამართლის ტესტის პასუხების ფურცლები გასწორდება სპეციალური სკანერის საშუალებით, პროფესიული უნარებისა და ფუნქციური წერის ტესტს გაასწორებენ ცენტრის მიერ შერჩეული გამსწორებლები.


    იქნება თუ არა დაწესებული მინიმალური გამსვლელი ქულა?
    თითეული ტესტისათვის დადგენილი იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა აუცილებელი პირობაა კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად.

    რამდენად არის უზრუნველყოფილი პროცესის ობიექტურობა?
    ტესტირება ჩატარდება გამჭვირვალობისა თუ ობიექტურობის დაცვის ყველა   აღიარებული წესისა და მექანიზმის დაცვით. გასწორების პროცესში კი, ისევე როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, უზრუნველყოფილია როგორც კონკურსანტის, ისე გამსწორებლის ანონიმურობა – გამოცდის დაწყებამდე   კონკურსანტის თვალწინ გაიხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა. პასუხების ფურცელს, ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, დაეკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი. შტრიხკოდითაა დაცული გამსწორებლის ანონიმურობაც. საგამოცდო სექტორში ტესტირების მიმდინარეობას დააკვირდებიან მეთვალყურეები.

    ექნებათ თუ არა შესაძლებლობა კონკურსანტებს ტესტირების რუსულ ენაზე გავლის შესაძლებლობა?
    კონკურსანტებს უფლება აქვთ უნარების ტესტი ჩააბარონ რუსულ ენაზე. აგრეთვე, თუ კონკურსანტი მიუთითებს იმ ტერიტორიულ ერთეულს, სადაც განთავსებულია არაქართულენოვანი სკოლები, შეუძლია ყველა ტესტი, გარდა ქართულ ენაზე ფუნქციური წერის უნარ–ჩვევებისა, ჩააბაროს რუსულად.

    სად და როდის შეიტყობს კონკურსანტი ტესტირების შედეგს?
    შედეგი ცნობილი გახდება ტესტირებიდან არაუგვიანეს ერთ თვეში – მონაცემები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და მიეწოდება რესურს–ცენტრებს.

    ექნებათ თუ არა კონკურსანტებს შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა?
    კონკურსანტებს ექნებათ შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა. აპელაციის პროცედურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ისინი საგანმანათლებლო რესურს–ცენტრებში მიიღებენ.

    რა პრინციპით შეირჩევიან კონკურსანტები   შემდგომ მომდევნო საფეხურის, გასაუბრებისათვის?

    გასაუბრებას გაივლიან ტესტირების შედეგად საუკეთესო საკონკურსო ქულების მქონე კონკურსანტები. ამასთან, მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითეულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული საჯარო სკოლების რაოდენობის სამზე ნამრავლს.

    თუ ორ კონკურსანტს აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა, უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი საკონკურსო ქულა აქვს:1.ზოგად უნარებში; 2.პროფესიულ უნარებში; 3.ქართულ ენაზე ფუნქციური წერის უნარ–ჩევებში; 4. ზოგადი განათლების, საჯარო სამართლის და შრომის სფეროში   მოქმედი, საჯარო სკოლის დირექტორისათვის აუცილებელი საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

    როგორი იქნება გასაჩივრების პროცედურა?
    ტესტირების დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე კონკურსანტს შეუძლია ტესტირების დასრულების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე იმ საკონკურსო-ტერიტორიული ერთეულის რესურსცენტრში, სადაც გაიარა ტესტირება. ტესტირების შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში კონკურსანტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეტენზიებს გასაუბრების პროცედურული ნაწილის თაობაზე, კონკურსანტი უფლებამოსილია გასაუბრების დასრულების დღის 21 საათამდე საპრეტენზიო განაცხადი შეიტანოს საპრეტენზიო საბჭოს სახელზე ან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

    როგორ მოხდება კანდიდატების განაწილება სკოლების მიხედვით?
    კონკურსანტებს კანდიდატებად ანაწილებს მინისტრი. თითოეულ საკონკურსო-ტერიტორიულ ერთეულში უმაღლესი საკონკურსო ქულების მქონე კონკურსანტთა 20 პროცენტი განაწილდება ტერიტორიული ერთეულის იმ სასურველ საჯარო სკოლაში, რომელიც მან მიუთითა გასაუბრების დროს. ამ 20 პროცენტში მოსახვედრად, თანაბარი ქულების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება ზემოთ ხსენებული პრიორიტეტები.

    აქვს თუ არა კანდიდატს შესაძლებლობა აწარმოოს თავისი წინასაარჩევნო კამპანია სკოლაში?
    დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. სკოლის დირექცია ხელს უწყობს დირექტორობის კანდიდატების მიერ საარჩევნო პროგრამის წარმოებას, კანდიდატების შეხვედრების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან.

    რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სამეურვეო საბჭომ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აირჩია დირექტორად?
    ასეთ შემთხვევაში მინისტრი განმეორებით გაანაწილებს სკოლაში დირექტორების კანდიდატურებს იმ პირთაგან, რომლებიც ამავე საკონკურსო-ტერიტორიულ ერთეულში გაივლიან კონკურსის ყველა ეტაპს და ვერ იქნებიან არჩეულნი სხვა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ. გამომდინარე ამ დებულებიდან, იმისათვის, რომ პროცესი უსასრულო არ გახდეს, მიზანშეწონილია სამეურვეო საბჭოს განესაზღვროს დრო, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გააკეთოს არჩევანი.

    *1. საქართველოს კანონები:
    ა) „საქართველოს კონსტიტუცია“;
    ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“;
    გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
    დ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
    ე) „საქართველოს შრომის კოდექსი“;

    2. საქართველოს მთავრობის დადგენილებები:
    ა) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება;
    ბ)   „მასწავლებლის პროფესიული მომზადებისა და განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N29 დადგენილება;

    3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებები
    ა) ”ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” 2006 წლის 28 სექტემბრის N841 ბრძანება;
    ბ) ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანება;
    გ) ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანება;
    დ) ”საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანება;
    ე) ”საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანება;
    ვ) ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს N730/926   ერთობლივი ბრძანება;
    ზ) ”საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის - ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ” 2006 წლის 27 ივლისის N727 ბრძანება.  

    განაცხადის ფორმა

    განაცხადის ფორმა (განათლების სამინისტრო)

    კონკურსის შესახებ (რუსულ ენაზე)

    ფუნქციური წერა

    წყარო: http://www.naec.ge

    გთავაზობთ საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ტესტების ნიმუშებს, ფუნქციურ წერაში, ზოგად უნარებში, პროფესიულ უნარებში და სამართლის ტესტში.

    1. ფუნქციური წერა

    2. ზოგადი უნარები

    3. ზოგადი უნარები რუსულად

    4. პროფესიული უნარები

    5. პროფესიული უნარები (რუსულად)

    6. სამართლის ტესტი

    7. სამართლის ტესტი (რუსულად)  

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (3)

    კომენტარები  
    08 იანვარი 2011
    <p>სად შეიძლება დირექტორების დამხმარე სახელმძღვანელოს შეძენა?</p>
    09 სექტემბერი 2010

    ვნახე  ვნახე  ახალია 2010  წლის 25  აგვისტო :D

    09 სექტემბერი 2010

    ეს  ინფორმაცია  ახალია  თუ 2009  წლის?

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება პრესა განათლების შესახებ გართობა და თამაშები გეოგრაფია ხელოვნება და კულტურა ბავშვის მოვლა და აღზრდა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები სოციოლოგია, პოლიტოლოგია მათემატიკა უცხო ენები გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სიახლე განათლების სფეროში სპორტი და ექსტრიმი ფიზიკა ქიმია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ბიოლოგია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა მოდა და დიზაინი სკოლა და მოსწავლე საგანმანათლებლო დაწესებულება ფინანსები სხვა დასაქმება და კარიერა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება განათლება საქართველოში და მსოფლიოში რელიგია ბუნება, ეკოლოგია იურისპრუდენცია ფსიქოლოგია აბიტურიენტი და გამოცდები ეკონომიკა ჟურნალისტიკა, PR მშობლიური ენა და ლიტერატურა კინო და მუსიკა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ოჯახი, მშობლები და ბავშვი მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024