კომპანია თეგეტა მოტორსი აცხადებს კონკურსს საიმიჯო კლიპის იდეასა და სცენარზე.
კლიპის სრული ვარიანტის ქრონომეტრაჟი: 20–25“
კლიპის მოკლე ვარიანტის ქრონომეტრაჟი: 7–10“
კომპანია თეგეტა მოტორსის საიმიჯო ვიდეო რგოლის იდეა და სცენარი.
აუცილებელი მოთხოვნა: გამოყენებული უნდა იყოს კომპანიის სლოგანი: დროა აირჩიო ხარისხი.
იდეის ძირითადი არსის მინიშნება
საქართველოში თეგეტა მოტორსი საკმაოდ ცნობილი ბრენდია. საიმიჯო სარეკლამო რგოლის მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს მისი ცნობადობა. საავტომობილო ტექნიკის მფლობელებს (მსუბუქი, სატვირთო, სპეცტექნიკა), ვინც უკვე თანამშრომლობს ფირმასთან, სარეკლამო რგოლის ნახვისას უნდა გაუჩნდეს სიამაყის გრძნობა, ასევე კიდევ ერთხელ დარწმუნდეს თავის სწორ არჩევანში, ის უკვე არის თეგეტა მოტორსის პარტნიორი (კლიენტი), ხოლო ვინც არ იცნობს ან არ თანამშრომლობს თეგეტა მოტორსთან არ დაკარგოს დრო და აირჩიოს ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება ნებისმიერი საფასო სეგმენტით.
თეგეტა მოტორსი უნდა წარმოჩნდეს როგორც მეგობარი, კლიენტების ავტომობილების, გაზარდოს ლოიალობა მომხმარებლებში.
მოკლე ისტორია:
ჩვენ შევქმენით ლეგენდარული ბრენდების საუკეთესო კრებული ნებისმიერი ავტომფლობელისთვის
ოპტიმალური გადაწყვეტილებების 15 წლიანი გამოცდილება
დღეს თეგეტა მოტორსს საკუთარი სახელობის ვარსკვლავი აქვს ცაში, ბაზარზე ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია და საერთაშორისო აღიარება. არადა, 15 წლის წინ საქმე ავტოსათადარიგო ნაწილების მცირე იმპორტით იწყებოდა. შპს `ავტოექსპორტი" ჰოლდინგ "თეგეტა მოტორსად" იქცა, რომელიც თავის მხრივ მრავალ კომპანიას, სავაჭრო და სერვისცენტრებს აერთიანებს. მისი ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
"დროა აირჩიო ხარისხი" _ ამ პრინციპით მუშაობენ `თეგეტა მოტორსში~ და მომხმარებელს ავტოსერვისთან დაკავშირებული მომსახურების სრულ და რაც მთავარია, ხარისხიან სერვისს სთავაზობენ.
მსოფლიოში აღიარებული მრავალი ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია. კომპანია მუდამ ცდილობდა, საუკეთესო სახელებთან და ლიდერებთან ჰქონოდა ურთიერთობა. ამჟამად `თეგეტა მოტორსი~ საქართველოში 300-მდე მსოფლიოში განთქმული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებით.
შეაბიჯეთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში და მიიღეთ პროდუქციის, ხარისხის და ფასის შეუზღუდავი არჩევანი ნებისმიერი ავტომფლობელისთვის.
იდეის და სცენარის გამოგზავნის ვადა არის 2010 წლის 20 ოქტომბერი.
მოწონებული იდეა და სცენარი დაჯილდოვდება 2000 ლარით.
მოწოდებული მასალა უნდა იყოს ა–4 ფორმატის კონვერტში და ზედ ერთვოდეს სახელი გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. მასალები გთხოვთ მოიტანოთ თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში.
მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ. მარკეტინგის დეპარტამენტი.
ან/და გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით თეგეტას ვებ–გვერდიდან: (www.tegetamotors.ge Company Management d.goginashvili@tegetamotors.ge)
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32)244444
www.tegetamotors.ge