ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში ჩატარებული ღვინის ფესტივალის ორგანიზატორებმა მოხსნეს ჰინესის წიგნის აქამდე არსებული რეკორდი, მათ წარმოადგინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბოკალი, რომლის სიმაღლე წარმოადგენდა 2,4 , ხოლო სიგანე 1,65 მეტრს.
როგორც განაცხადა ჰინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელმა ქალბატონმა ლიზ სმიტმა - ”წინა რეკორდი დაამყარეს 12 წლის წინ პორტუგალიაში და მე მოხარული ვარ დავადასტურო, რომ ლიბანში აჯობეს მას”. როგორც გახდა ცნობილი, ლიბანელმა მეღვინეებმა ამ ბოკალში ჩაასხეს 100 ბოთლი ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინო და მაინც ვერ გაავსეს ის ბოლომდე. ფესტივალზე ჩამოსულმა მეწარმეებმა განაცხადეს: ”ეს ბოკალი აერთიანებს ლიბანის ღვინის ყველა მწარმოებელს”. |