შერჩევის წესის შესაბამისად ყველაზე ძვირი ავტომობილების სიაში ითვალისწინებდნენ მხოლოდ მსოფლიო ბრენდების ავტომობილებს, ღირებულებით არანაკლებ - 100 000 ა.შ. დოლარი და იმ პირობით, რომ აღნიშნული მოდელის ავტომობილის წარმოება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 50 ცალს.
პირველადი სიიდან გამორიცხეს ძვირად ღირებული Aston Martin-ი და Lamborghini იმის გამო რომ ისინი რბოლისათვის არიან წარმოებული.
2010 წელს ნომინაციაში ”მსოფლიოში ყველაზე ძვირი ავტომობილი” პირველი ადგილი დაიკავა Maybach 62S MSRP-მა. Maybach 62S MSRP-ის ღირებულება შეადგენს 450 000 ა.შ.შ დოლარს. მისი უახლოესი კონკურენტი გახდა Rolls-Royce Phantom Drophead Coupe, რომელიც მხოლოდ 5 ათასი დოლარით ჩამორჩა Maybach-ის ფასს.
ხოლო ჟურნალ ”FORBES”- ის ვერსიით ჩატარებული კონკურსის - ”ყველაზე ძვირი ავტომობილი” პირობებით ამ წოდების მოსაპოვებლად სავალდებულოდ ჩათვალეს, რომ ყველა პრეტენდენტი ”ლიუქს” კლასისა და სერიული წარმოების უნდა ყოფილიყო. ყველაზე ძვირი ავტომობილების პარადის ლიდერად, ჟურნალის ვერსიით, 2006 წლის გამოშვების Mercedes-Benz S65 AMG მიიჩნიეს. ამ ავტომობილის რეკომენდირებულმა ფასმა 201 000 ა.შ.შ დოლარი შეადგინა. ამასთან ავტომობილის ამორტიზება 127 000 დოლარად შეფასდა, მისი შენახვა 5 წლის განმავლობაში მფლობელს 237 000 ათასი დოლარი დაუჯდება.
მეორე ადგილი ერგო Mercedes-Benz CL- ს, რეკომენდირებული ფასით 201 000 ა.შ.შ დოლარი, ამორტიზებით - 103 000 დოლარი, შენახვით ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც 199 000 დაჯდება.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა Audi R8, ღირებულებით 155 000 დოლარი, ამორტიზებით 92,7 ათასი დოლარი და 5 წლიანი ექსპლუატაციისათვის შენახვის ღირებულებით 183 000 დოლარი.
რეიტინგში შემდეგ ადგილებზე დაფიქსირდნენ ავტომობილები:
BMW 7, BMW M6, Jaguar XJ, Mercedes-Benz CLS, Jaguar XK ,Chevrolet Corvette და Land Rover Range Rover.
იმის გამო, რომ ჟურნალის ვერსიით ისეთი ავტომობილები, როგორიცაა
Lamborghini ან Ferrari ბაზარზე იკავებენ მცირე ნიშას ისინი არ მოხვდნენ ყველაზე ძვირი ავტომობილების რეიტინგში.
|