ვაშლოვანის ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტში, დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიასთან ერთად მოიცავს ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ ეკოსისტემებს. დააცულია ავშიან - ჩარანიანი ველები, საკმლისხიან - ღვიიანი კორომები, ალაზნის ჭალები და მთისწინების რცხილნარ - მუხნარები.
პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შევარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.
გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
|