საქართველოში გასული წლის სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის 1800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა. გრიპის სიმპტომები კი დაახლოებით, 400-500 ათასმა ადამიანმა გადაიტანა.
წელს H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 26 წლის ქალბატონია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განუცხადა, შემთხვევა ადგილობრივია და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
გრიპის სეზონი ქვეყანაში უკვე დაიწყო და ამდენად იგი ურჩევს მოქალაქეებს გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ადგილებზე პოლიკლინიკებს და ექიმის რეკომენდაციით სწორი მკურნალობა ჩაიტარონ.
გაეცანით სტატიას "გრიპი H1N1,ანუ ”ღორის გრიპი” - რამდენად დიდია საფრთხე? /ვითარების ანალიზი, დაავადების სიმპტომები, პროფილაქტიკა" |