მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           

     

     
    2011 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, პ.გლობას ჰოროსკოპის მიხედვით /ლითონის თეთრი ბოცვერის, კატის ან კურდღლის წელი/ ნანახია (24102) - ჯერ 13 დეკემბერი 2010

    ამ პუბლიკაციაში თქვენ გაეცნობით პაველ გლობას მომდევნო წლის ზოგად პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნის ტიპიური წარმომადგენლებისთვის, ხოლო შემდგომში პერიოდულად მოგეცემათ შესაძლებლობა ნახოთ თქვენი ნიშნის ჰოროსკოპიც. მაგრამ იმის გარკვევა თუ რამდენად მიეკუთვნებით ამ ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს შესძლებთ მხოლოდ პირადი ჰოროსკოპის საფუძველზე, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად ითვალისწინებს დაბადების დროსა და ადგილს. გაეცანით, შეადარეთ და გააკეთეთ დასკვნა.

    ვერძი (21.03-19.04)

    თეთრი ბოცვრის წელს თქვენი ცხოვრება მთლიანად პირადად თქვენზეა დამოკიდებული. ხელში დაიჭერ ”კარტის” მშვენიერ ნაკრებს, რომლის მეშვეობით შეგიძლია დიდი (ან მცირე) მოგების მიღება ან დარჩე როგორც იყავი - არჩევანი თქვენზეა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ თამაშის წესებს საერთოთ არ იცნობთ წაგების რისკი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ გამართლება აშკარად თქვენს მხარეზე იქნება. არ დაივიწყოთ გამონათქვამი: ” არ გაქვს უნარი - ნუ მოკიდებ ხელს”, ან - ”ჯერ ისწავლე - მერე აკეთე”. იქ სადაც ცოდნა და უნარი თქვენ საკმარისად გაგაჩნია - ბადალი არ გეყოლებათ. წელს მთავარი - გამბედაობა იქნება. ამ შემთხვევაში თქვენ გამოამჟღავნებთ საკუთარ შესაძლებლობებს და აჯობებთ ყველა მეტოქეს. გჯეროდეთ საკუთარი ძალებისა და სანუკვარი ადგილი მზის ქვეშ თქვენი გახდება. ინიციატივა არა ვის არ დაუთმოთ, თამამად გააგრძელეთ წინსვლა.

    წელიწადი წამოწყებებისთვის, საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის, პროფესიაში და პირად ცხოვრებაში გამომჟღავნებისთვის ხელშემწყობი იქნება. მრავალი პირობითი გარემოება, რომელიც ხელს გიშლიდათ გასულ წელს, მომავალ წელს მოგცილდებათ, ან ამას თქვენც შეუწყობთ  ხელს. გაითვალისწინეთ, რომ თავიდანვე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ვერავინ ვერ შესძლებს იმდენის მოცემას,  თქვენ თვითონ შესძლებთ,  ვინაიდან საკუთარ თავს სხვებზე უკეთ იცნობთ. გარდა ამისა, თუ, მაგალითად, არ გაწყობდათ პირადი გარეგნული იერი, ქცევა, მოძრაობა - ყველაფერს შეცვლით. საკუთარ თავს მისცეთ ამის უფლება და ამას მოახერხებთ საკუთარი ძალებითაც და პროფესიონალების დახმარებითაც.

    კურო (20.04-20.05)  

    თეთრი ბოცვრის წელს თქვენი ცხოვრება დაჭაობებულ ადგილებში მოძრაობის მსგავსი იქნება: წინსვლა ვითომ შესაძლებელია, მაგრამ იმავდროულად თითოეული ნაბიჯის წინ მოგიწევთ ნიადაგის გამძლეობის მოსინჯვა. მაგრამ შიდა შინაარსი ყოველთვის არ პასუხობს გარე იერს, ეს არ უნდა დაივიწყოთ - გამოგადგებათ  რომელიმე გადაწყვეტილების მიღების დროს. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა იძირება მხოლოდ პირადი შეცდომის გამო. რა თქმა უნდა, თქვენ დაგეხმარებიან გამოღწევაში, მაგრამ ხომ შეგიძლიათ არ დაუშვათ ამგვარი მცდარი ინციდენტები. თქვენ მოგიწევთ ისწავლოთ კრიტიკულ სიტუაციებში სიფრთხილე, ყურადღება და პაუზის დაჭერა. არ იჩქაროთ და იმისთვის რომ მიმოიხედოთ დრო არ უნდა დაინანოთ. ის, რასაც  შეამჩნევთ (და არა პირველი დანახვით), თქვენს მომავალში შეასრულებს სერიოზულ როლს. ამიტომ თავს ნუ მისცემთ შეცდომის დაშვების უფლებას.

    ამ წელიწადს თქვენი ადგილი მეორე როლებში, ზურგს უკანაა და არა მოწინავე პოზიციებშია. რაც უფრო ნაკლებად მიიბრყობთ ყურადღებას, მით უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს და მეტს მიაღწევთ. ამიტომ ჯერ-ჯერობით ნუ გამოეკიდებით საკუთარი მიღწევების აღიარებას, მოითმინეთ, წლის ბოლოსთვის თქვენ მართლაც გექნებათ სატრაბახო.   თქვენი მონაწილეობა წამოწყებებში წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინიციატივა თქვენგან არ წარმოიშვა. უმჯობესია ინიციატივა საერთოდ არ გამოიჩინოთ: მიჰყევით დინებას და არ გაცუროთ მის საწინააღმდეგოდ. ამ წელიწადს დინებას თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულება გააჩნია , ამაში თქვენ გაგიმართლათ!

    ტყუპები (21.05-21.06)

    მომდევნო წელს თქვენ მრავალი სახის გარდაქმნა გელით. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ელით მას, ემზადებით მის შესახვედრად, მაინც ყველაფერი არ ჩაივლის ზუსტად ისე, როგორც ფიქრობდით. ორი სამსახურიდან ერთ-ერთს ირჩევთ?  მესამეც გამოჩნდება, მას მეოთხეც მოჰყვება, რომელსაც ალბათ აირჩევთ კიდევაც. მაგრამ ამაზეც დიდი ხნით არ გაჩერდებით იმიტომ, რომ კიდევ ერთიც გამოჩნდება და ის  საქმიანობის სრულიად ახალ სფეროში იქნება. ამგვარი დატვირთული ცხოვრება ისახება.

    თუ  გსურდათ რამისგან გათავისუფლება - 9:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობისგან, მავნე ჩვევისგან ან გრძელი თმისგან, რომლის მოჭრა ესოდენ გენანებოდათ, დრო მოვიდა უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ  ამ სახის ყველა მოლოდინს გადააჭარბებთ,  ”თავისუფალი მხატვარი” გახდებით ( წელიწადი საერთოდ ხელსაყრელია ყველა სახის სანარდო სამუშაოებისთვის), შესაძლოა უარი თქვათ ხორცის ჭამაზე და ულტრამოკლე ვარცხნილობა დაიყენოთ. კარგი წელიწადია აგრეთვე მრავალნაირი ექსპერიმენტებისთვის და იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ განწყობებისგან, რომლებიც აღზრდის პროცესში თავს მოგახვიეს. აგრეთვე წარმატებულად შეგიძლიათ იმუშაოთ საკუთარი კომპლექსების დაძლევაზე, მაგრამ ამისთვის უმჯობესია იხელმძღვანელოთ პროფესიონალის რჩევებით.

    შეგიძლიათ დაიკავოთ არაფორმალური ლიდერის ადგილი (თუ ეს გაინტერესებთ), აგრეთვე შეაღწიოთ ადამიანების ნებისმიერ დაჯგუფებაში, კოლექტივში და ყველგან გაშინაურდეთ. სერიოზულად გაიზრდება თქვენი წარმატებულობა სოციალურ სფეროში. სასურველი შედეგის მისაღწევად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის უფლებაც კი შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს. ამ წელიწადში თქვენთვის ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი და დასაშვები - გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა!

    კირჩხიბი (22.06-22.07)

    სერიოზული მიღწევების წელიწადი გელით.(თვითონ მოგეცემათ არჩევის შესაძლებლობა). იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გამოირჩევით განსაკუთრებული მიზანდასახულობით მოვიდა ის დრო, როდესაც საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, რათა დაძლიოთ საწყენი დაუდევრობა. თქვენს წინაშე იხსნება დიდი შესაძლებლობის პერიოდი, რომელიც პროფესიონალურ, სოციალურ და პიროვნულ ზრდას გულისხმობს. ნუთუ არ ისურვებთ ამაღლდეთ, როდესაც ყველაფერი ასე ხელსაყრელად ყალიბდება? შრომის გარეშე არავის არაფერი არ ეძლევა. სასურველის მისაღწევად დაძაბული შრომა მოგიწევთ. დაგვეთანხმეთ, რომ თევზის ჭერა ბევრად უფრო სასიამოვნოა, როდესაც იცი რომ საგუბარში უამრავი თევზია. მხოლოდ პერსპექტივების რეალობის გააზრებაც კი უკვე   გვავსებს ენთუზიაზმით. გარდა ამისა ყოველთვის შეგეძლიათ იქონიოთ მფარველობის იმედი. გვერწმუნეთ, რომ რთულ სიტუაციაში მარტო არ დარჩებით , საჭირო რჩევას გიკარნახებენ ან დახმარებასაც გაგიწევენ.

    მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში შესაძლოა მოხდეს გარდატეხა. ისინი ჩვეულად გააგრძელებენ თქვენს აღქმას, თქვენ კი შეიცვლებით. ეცადეთ ამას  სიმძაფრის გარეშე მიუდგეთ,  ყველაფრის გადაწყვეტა და განმარტება ხომ შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ მოახმაროთ დრო. და ეს საქმე ამას იმსახურებს. თქვენთვის

    წლის რჩევად იქცევა: ”გამოიჩინეთ თავშეკავება და ნუ მოდუნდებით”.  თუ შესძლებთ ამას, დანარჩენსაც დასძლევთ.

    ლომი (23.07-22.08)

    თქვენ მზარდი პერსპექტივების, ინტერესების, გავლენის სფეროების ზრდის წელი გელით. სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნებული არ იყავით იმაში თუ რა მოხდება ხვალ. ახლა კი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც შეგიძლიათ დაალაგოთ მრავალეტაპიანი გეგმები. მოახდინოთ სხვების მოქმედების კოორდინირება, მიუთითოთ რა ითხოვს კორექტირებასა და სრულყოფას და რაც მნიშვნელოვანია  თქვენს მიერ დასახულის რეალიზაციაც მოხდება. ყურს დაგიგდებენ ისინიც კი, ვისზეც წარსულში თვითონ იღებდით ორიენტაციას.

    გსურდათ: მაღალ საფეხურზე დადგომა, აღიარებული ავტორიტეტი გამხდარიყავით? ამისთვის ყველა შანსი გაგაჩნიათ, ამიტომ იარეთ მხოლოდ წინ  და არ მოიხედოთ უკან. რაც იყო - ყველაფერმა ჩაიარა.  

    წელს,შეიძლება ითქვას, როგორც პირდაპირი, აგრეთვე გადატანითი მნიშვნელობით მოგიწევთ  საზღვრების გახსნა. ახალი კულტურების, ფილოსოფიური დინებების, განსხვავებული სოციალური ფენის ადამიანების გაცნობა მოგცემთ ევოლუციური განვითარების შემდგომ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობას. ამ წელს სჯობს იფიქროთ არა მატერიალურ, არამედ მორალურ, სულიერ სფეროზე, იმაზე რის აღქმა შეუძლებელია ფიზიკურ დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენს მიზანს არა ხელფასის მატება უნდა წარმოადგენდეს, არამედ პროფესიული დონის ზრდა. თუ ამ საკითხში მიაღწევთ რეალურ გარღვევას, თქვენი ხელფასი თავისთავად მრავალ ჯერ გაიზრდება. და, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ნუ შეგეშინდებათ მოქმედების მიმართულების შეცვლა -  ამ წელს თქვენთვის ყველა გზა ხსნილია.

    ქალწული (23.08-22.09)

    სიმშვიდე? ... წელს შეგიძლიათ დაივიწყოთ ის. თქვენ მაღალი სიჩქარეები, მკვეთრი მოსახვევები და ”საბრძოლოსთან მიახლოებული გარემო”  გელიან. ადრენალინი იმდენი იქნება, რომ რამდენიმე მომდევნო წელსაც გეყოფათ. და თუ მართლაც გსურთ საკუთარ ცხოვრებაში ერთხელ და სამუდამოთ რამის მკვეთრი შეცვალა - ამის დრო დადგა. ნუ შეიკავებთ თავს. თქვენ გარღვევების, მაღალი ფსონებისა და რისკების წელი გალით. ან თქვენ თვითონ წახვალთ ამაზე, ან ცხოვრება ნელ-ნელა ხელს გკრავთ ამ მიმართულებით. იმდენ ჯერ გაქვთ ნათქვამი -  ”ასე ცხოვრება შეუძლებელია”, რომ ბედმა გაიგონა თქვენი სიტყვები. ამ წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანია - არ შეშინდეთ. გაუარესება მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარდაუვალის შეჩერებას ეცდებით. ეს კი, ზვავის შეჩერების მსგავსი შრომატევადი და უაზრო საქმეა, ხოლო საკუთარი მიზნებისთვის მისი ენერგიის გამოყენება შესაძლებელია. თქვენ შეამჩნევთ, რომ რთულ სიტუაციებში თუ არ აყვებით პანიკას ამ სირთულეებიდანაც შეიძლება სასარგებლო და საინტერესოს მიღება. ხოლო წინად თქვენ ამას თურმე ვერ ამჩნევდით?

    შექმნილ ვითარებაში (რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ თქვენ აღიქვამდით როგორც ნამდვილ კრიზისს) ბალანსირებისთვის მოგიწევთ ჩვეულზე უარის თქმა, კერძოდ: ქცევის გარკვეულ სტილზე, უპირატესობებზე და სხვისი ზეგავლენის ქვეშ ყოფნაზე.  ამის შემდეგ გაგეხსნებათ ”მეორე”, ”მესამე” და შემდეგი ყველა ”სუნთქვა”. თქვენ ყველაფერს გაუძლებთ და გაუტოლდებით.

    სასწორი (23.09-22.10)

    ამ წელს თქვენ არ დარჩებით მარტო. გარემო, სამყარო განუწყვეტლივ დაიწყებს სხვა და სხვა მოსალოდნელ და მოულოდნელ მოვლენებში თქვენ ჩაბმას, მათში სხვა ადამიანებიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. თქვენ იგრძნობთ, რომ ამ ნაწილს წარმოადგენთ, საჭირო და მოთხოვნილი ხართ. იქნებით მრჩეველი, დამხმარე, ხელმძღვანელი - სხვა და სხვა სიტუაციებში შეასრულებთ განსხვავებულ როლს. უდაოდ მოგიწევთ ეგოიზმის დავიწყება: ეცადეთ მეტი გასცეთ, გაუზიაროთ, იფიქროთ პირველ რიგში არა საკუთარ თავზე, არამედ სხვაზე.

    საზოგადოებრივი აზრი იმ შუქნიშნად მოგევლინებათ, რომელიც გიკარნახებთ იმას, თუ როგორ უნდა იქცეოდეთ.შეგიძლიათ წახვიდეთ მის საწინააღმდეგოდაც. მაგრამ  მაინც მოგიწევთ მისი გათვალისწინება, გაანალიზება და იმის ამორჩევა, რასაც არ ეთანხმებით.

    მთლიანობაში კი ამ წელიწადში ბევრი თქვენი შეხედულება უფრო ობიექტური ხასიათის გახდება. მთლიანად საწინააღმდეგო პოზიციის გაგებასაც კი შესძლებთ. არ  გამოვრიცხავთ, რომ ამის შედეგად მოსაზრებები ოდნავ შეგეცვლება. კოლექტივში და ურთიერთობებში თქვენი როლი გაიზრდება. შეგიძლიათ იქონიოთ იმის იმედი, რომ გარშემო მყოფნი აღიარებენ თქვენ დამსახურებებსა და ღირსებებს. მიზნად თუ დაისახავთ მართლაც შეუცვლელი ადამიანი გახდებით. ამას ღიად და არა სხვების უპირატესობებით მანიპულირების შედეგად მიაღწევთ. ამ წელს საიდუმლოებებსა და ინტრიგებთან სიფრთხილე გმართებთ, იმიტომ რომ  ისინი მუდმივად ეცდებიან გაექცნენ თქვენს კონტროლს.

    მორიელი (23.10-21.11)

    მეამბოხეებისთვის ეს წელი რთული იქნება. არავითარ შემთხვევაში არ ღირს ბედის საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ, ის გამარჯვების არავითარ შანს არ დაგიტოვებთ. მაგრამ თუ იქნებით დისციპლინირებული, მომთმენი და დაჯინებული იგი აუცილებლად გაგიღიმებთ და დაგასაჩუქრებთ, თქვენ ხომ ამას ნამდვილად დაიმსახურებთ. ეს მიდგომა არ დაივიწყოთ მოქმედების მიმართულების არჩევის დროს. დამდეგ წელს  მთავარ მოძრავ ძალად გარემოებები მოგევლინებიან. თქვენ აუცილებლად მოგიწევთ მათი გათვალისწინება, ქმედებების შეჯერება და თვითრეალიზაცია იმ პირობებში, რომლებსაც ისინი ”შემოქთავაზებენ”. დიახ, დიდი არჩევანი არ გექნებათ და უმეტეს წილად ის თქვენს სურვილებზე არ იქნება დამოკიდებული. მაგრამ, იმავდროულად, გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი გახდება და ცხოვრება თქვენთვის ბევრად უფრო გასაგებად აეწყობა. ის ძალ-ღონე, რომლის დახარჯვა გარკვევებსა და დავებზე მოგიწევდათ, შეგიძლიათ რამე მართლაც მნიშვნელოვანისა და აუცილებლის შესაქმნელად გამოიყენოთ. მოგვიანებით კი გაგიკვირდებათ კიდევაც თუ როგორ იმყოფებოდით ადრე ამ ყველაფრის გარეშე? გარდა ამისა ისწავლით უმთავრესის გამოკვეთას საქმეებში და ურთიერთობებში.  

    ნუ შეუშინდებით ვალდებულებების აღებას. მოვალეობის ცნებას თქვენ საერთოთ სულ სხვა მხრიდან დაინახავთ. შექმნილი სირთულეების მიუხედავად შესძლებთ ყველაფრის, რასაც კი შეჰპირდებით, შესრულებას. იმასთან შედარებით როგორც ადრე ფიქრობდით საკუთარ თავზე  ბევრად უფრო გამძლე და ძლიერი გამოდგებით. მართლაც ყველაფერს გაუმკლავდებით, ოღონდ სათანადოდ უნდა ეცადოთ. ნუ ეძებთ იოლ გზას,  ძნელი უფრო პერსპექტიული იქნება.

    მშვილდოსანი (22.11-21.12)

    წლის დახასიათება სიტყვით - ”აღმაფრენა” შეიძლება. სწორედ ეს ცნება იქცევა თქვენი სიძლიერის წყაროდ სხვა და სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში სრულად რომ შესძლოთ საკუთარი პოტენციალის გახსნა. თქვენ მოგეცემათ  შესაძლებლობა საინტერესოთ, აღტაცებით, ”ერთ ჩასუნთქვაზე” განვლოთ ეს წელიწადი. არა გეგმის, რეგლამენტის მიხედვით, არამედ ისე, როგორც გულს მოუნდება. მზად ხართ მიენდოთ საკუთარ თავსა და გრძნობებს? ცნობილია - იმისთვის, რომ ჩამოსრიალდე მაღალი, მრავალმეტრიანი გორაკიდან, ჯერ უნდა გაბედო ამის გაკეთება. მაგრამ თუ გააკეთებთ ამას - სიამოვნება გარანტირებულია.

    თქვენი შემოქმედებითი უნარი მაღალ დონეს მიაღწევს, თქვენ შესძლებთ იმის რეალიზაციას, რაზედაც ფიქრობდით, მაგრამ არ იყავით დარწმუნებული საკუთარ ძალებში. ამჟამად თქვენ გადასინჯავთ პირად დამოკიდებულებას ცხოვრებისეული მისწრაფებების მიმართ და შესაძლოა მიხვდებით, რომ სულ სხვა რაღაცის მოსინჯვა გსურდათ. იმის, რომ ”მოთავე” ყოფილიყავით იქ სადაც თქვენს აზრსა და ხედვაზე ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული. იქ სადაც რამის შექმნა გამოგივიდოდათ და არა აწყობილ მექანიზმის ჭანჭიკად ყოფნა, რომელსაც გააჩნია ფუნქციონალური მოვალეობები და სამსახურის განსაზღვრული დრო.  თქვენი როლი ახლა სულ სხვაა. სხვებისთვის ის ბევრად უფრო გამოკვეთილი და მიმზიდველი გახდება. უდაოდ თქვენ ყურადღების ცენტრში მოექცევით.  

    სიყვარულზე უარს ნუ იტყვით. ის არასოდეს არ არის დიდად გადამეტებული, ამიტომაც მისდიეთ საყვარელ საქმეს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ჯერ კიდევ ძიებაში ხართ? ამ წელიწადში ყველაფერს უხვად მიიღებთ.

    თხის რქა (22.12-19.01)

    მომდევნო წელი თქვენთვის რიგითი ეტაპის დასრულებად იქცევა. სრულდება ცხოვრების ერთი ციკლი, წინ გელით მომდევნოს დაწყება. ხოლო როგორი გახდება ის - დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ჩამოყალიბდება ყველაფერი ამჟამად. სიტუაცია შეიძლება სკოლის დამთავრებას შევადაროთ: უმაღლესი სასწავლებლის არჩევა დამოკიდებულია იმაზე თუ რა შეფასებას მიიღებთ გამოცდაზე. ანუ ღირს რომ ეცადო!

    გარე სამყაროზე მეტად თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი შიდა სამყაროს მდგომარეობა. ოჯახში, ახლობელ ადამიანებთან ყველაფერი თუ წესრიგშია და საკუთარ თავს კარგად გრძნობთ - თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი გამოგივათ. სამსახურში საქმე სათანადოთ თუ არ ეწყობა, დაუფიქრდით, შესაძლოა, რომ ოჯახური გართულებები იწვევენ თქვენი ყურადღების მოდუნებას?

    ეს წელიწადი, გავლენის გაზრდაზე ან რომელიმე გლობალური მიზნების მიღწევაზე მეტად საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, რეპუტაციის გაუმჯობებისთვის (ყველამ რომ დაინახოს რამდენად კარგი ხართ იმ ადგილზე, რომელიც გიკავიათ) გამოდგება. ამჟამად თქვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ”მყარად იდგეთ ფეხზე”, ვიდრე ”ნახტომში” მისწვდეთ რაღაცას. იმავდროულად გაითვალისწინეთ, რომ  ღირებული ”ნახტომისთვის” ძალებს ახლა იკრებთ, ამიტომ არ გიღირთ რაღაც ”გამსვლელ” ვარიანტებამდე დასვლა.  შეგიძლიათ ”მოლოდინის” ეს პერიოდი გამოიყენოთ იმისთვის, რომ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს, გაერკვიოთ საკუთარ სურვილებში და ქმედების მოტივებში, გაარკვიოთ საიდან უნდა დაიწყოთ ძვრა იმისათვის, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ და საკუთარ თავთან  შეხმატკბილებული დარჩეთ.

     

    მერწყული (20.01-18.02)

    თქვენ რეზონანსული წელი გელით. უმალვე შეამჩნევთ სად და რა ხდება და  იმის მიხედვით რაც გაიგეთ მოახდენთ საკუთარი ცხოვრების კორექტირებას. ვინაიდან ეს პერიოდი ინფორმაციულობის მხრივ განსაკუთრებულად გაჯერებული იქნება ცვლილებები მუდმივ რანგში გადავლენ. ამას თავისი პლიუსებიც გააჩნია:  თუ რამე არ გაწყობთ დასრულების მომენტამდე შესძლებთ საქმის გაწელვას და იმის გარკვევას რა შეგიძლიათ იღონოთ, რათა ფინალი სხვანაირი აღმოჩნდეს. ეს შესაძლებლობა შეეხება სხვა და სხვა კრიტიკულ სიტუაციებსაც, რომლებიდანაც თქვენ დაღწევას ან  დასხლტომას შესძლებთ.

    მოწყენილობაზე ჩივილი არ მოგიწევთ: წელიწადი შეხვედრებით, ახალი გაცნობებით, მოგზაურობებითა და ინფორმაციის გაცვლით აღსავსე იქნება. მრავალ სიახლეს გაიგებთ. აწყობილი კავშირების წყალობით (ისინი გაგიჩნდებიან გულღიადობით რომც არ გამოირჩეოდეთ)  საქმის ყურში იქნებით მომხდარზე და წარსულთან შედარებით უფრო გააზრებულად შესძლებთ მოქმედებას.

    წესი: ”ჯერ იფიქრე - მერე აკეთე” თქვენთვის ფუძემდებლური უნდა გახდეს ამ წელიწადში. აღმოჩნდება, რომ    მრავალი ზედმეტი მოძრაობის თავიდან აცილებაც შესაძლებელია თუ გაერკვევით საქმის ვითარებაში და შეაჯერებთ არსებულ ინფორმაციას. წელს ოფიციალურ ინსტანციებთან  თქვენ ერთსა და იმავე ენაზე ისაუბრებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ბიუროკრატია და არც საკანონმდებლო  წინააღმდეგობები თქვენთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდნენ - ხელჩასაჭიდი მოიძებნება.  

    გახსოვდეთ, საკუთარი თავის ცვლილებას თუ მოახდენთ, თქვენს გარშემო არსებული ვითარების შეცვლასაც შესძლებთ.

     

    თევზები (19.02-20.03)

    მომავალი წელი სტაბილურობის დადგომის პერიოდი იქნება. ყველაფერი არა მხოლოდ დადგება, არამედ დარჩება კიდევაც თავის ადგილას. ამის წყალობით უკეთ გაერკვევით იმაში რაც ხდება, დაინახავთ იმას, რაც არის და არა იმას, რის დანახვასაც ისურვებდით. შესაძლოა უარს იტყვით იმ ილიუზიებზე, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ სერიოზულ ზეგავლენას ახდენდნენ თქვენს ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა ყოველთვის არ გესიამოვნებათ ”ვარდისფერი სათვალის” მოცილება, მაგრამ ხომ საოცარია მკაფიოდ ხედავდეთ პერსპექტივას და გესმოდეთ თუ რა შეგიძლიათ ივარაუდოთ სინამდვილეში.  

    ამ წელს თქვენ შეიძენთ ”საძირკვლს”. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებზეც დაყრდნობას შესძლებთ, სახსრები, რომლებიც შეგეშველებიან პროექტების რეალიზაციაში, ცოდნა, რომელიც აქამდე არ გყოფნიდათ ჩაფიქრებულის განსახორციელებლად. ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაგროვდება და წლის ბოლოს თქვენ სოლიდური ბაგაჟით მიხვალთ.  

    მტკიცება, რომ ხარისხი რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია ამ წლისთვის მთლიანად სამართლიანი არ იქნება. თქვენთვის ყველაფერი საწინააღმდეგოდ დალაგდება: რაც მეტი - მით უკეთესია. ხარისხობრივი გარდაქმნა შესაძლებელი გახდება მხოლოდ საწყისი მასალის საკმარისი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში.

    ყველა მატერიალური საკითხი, როგორი სერიოზულობისა და სირთულის არ უნდა იყოს ის, წელს უდაოდ გადაწყდება. შესაძლოა არა ისე, როგორც მიგაჩნდათ, შესაძლოა სულ უკანასკნელ მომენტში, მაგრამ მაინც მოხდება. თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.  

    წყარო : vsegoroskopi.ru

    საიტის მომხმარებლების მოთხოვნის შემთხვევაში ყოველ თვეს მოგაწვდით ზოდიაქოს ყველა ნიშნის ტიპიური წარმომადგენლის ასტროლოგიურ პროგნოზს, შედგენილს პ. გლობას 2011 წლის ჰოროსკოპის მიხედვით.

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | რელიგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გართობა და თამაშები სკოლა და მოსწავლე ფიზიკა რელიგია კინო და მუსიკა ფსიქოლოგია ეკონომიკა იურისპრუდენცია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ოჯახი, მშობლები და ბავშვი უცხო ენები აბიტურიენტი და გამოცდები ბუნება, ეკოლოგია ქიმია მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი სხვა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება ხელოვნება და კულტურა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბიოლოგია გეოგრაფია ჟურნალისტიკა, PR ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ბავშვის მოვლა და აღზრდა ფინანსები პრესა განათლების შესახებ სოციოლოგია, პოლიტოლოგია სპორტი და ექსტრიმი გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი განათლება საქართველოში და მსოფლიოში მათემატიკა სიახლე განათლების სფეროში მოდა და დიზაინი დასაქმება და კარიერა საგანმანათლებლო დაწესებულება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024