მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           

     

     
    2011 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის ნანახია (47775) - ჯერ 19 დეკემბერი 2010

    როგორც უკვე ცნობილია 2011 წელიწადი - თეთრი ლითონის, ჩინეთში - კატის, ხოლო იაპონიაში - ბოცვრის წელია. ძველი ჩინური კალენდარი ეფუძნება დედამიწისა და იუპიტერის მზის გარშემო და მთვარის დედამიწის გარშემო ბრუნვის სამი პერიოდის შეფარდებას, რის შედეგადაც მიიღება თორმეტ წლიანი (ცხოველთა ნიშნების) კალენდარი, რომელშიც ციკლის თითოეულ წელიწადს ერქმევა გარკვეული ცხოველის სახელი.  

    იმისთვის, რომ გაარკვიოთ რას გიმზადებთ პირადად თქვენ თეთრი ბოცვრის/კატის წელი უნდა ჩაიხედოთ ჩინური კალენდრის შესაბამისად შედგენილ ასტროლოგიურ პროგნოზში და მოძებნოთ საკუთარი ნიშანი:

    2011 წლის ჰოროსკოპი ვირთხის ნიშნისთვის (1924 1936 1948 1960 1972 1984 1996 2008)

    ვირთხის ნიშნისთვის ეს წელიწადი უღრუბლო არ იქნება, ვინაიდან ბოცვერი და ვირთხა ვერ იტანენ ერთმანეთს. ბოცვერს დიდად არ მოსწონს ვირთხა და, თუ მიეცა ამის საშუალება, წინად მიყენებული უსიამოვნების გამო ის ერთიანად იყრის ჯავრს. ამის გათვალისწინებით ვირთხის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს არ ვურჩევდით წლის ნიშნის - ბოცვრის გაღიზიანებას. ამ წელს უმჯობესია იცხოვროთ მშვიდობიანად, არ ჩაებად კონფლიქტებში, ნამეტანი არ აიღოთ საკუთარ თავზე და არ დასახოთ გრანდიოზული გეგმები.

    ბოცვრის წელიწადში ყველაზე გამართლებულია, რომ ვირთხის ნიშანმა დრო მოახმაროს ახლობლებთან ყოფნასა და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებას. ბოცვერი ამას სათანადოდ შეაფასებს და ხელს არ შეუშლის.  

    ბოცვრის წელი არ არის ხელსაყრელი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის და არც ბიზნესისთვის. მაგრამ ამ ნიშნისთვის სავსებით შესაძლებელია პირადი გრძნობების მოწესრიგება, თუ მოინდომა ამ სფეროში არაფერს არ დაკარგავს პირიქით ბევრს მიაღწევს კიდევაც.  

    თამამად შეუძლია დრო დაუთმოს  hobby - ის, რომლისთვისაც აქამდე ვერ იცლიდა, ვინაიდან წინა პერიოდში მთელი ძალისხმევა სხვა სფეროებში შედეგის მიღწევაზე ჰქონდა მიმართული. ამჟამად თავი მთლიანად შეუძლია მიუძღვნას ამ გატაცებებს.  

    2011 წლის ჰოროსკოპი ხარის ნიშნისთვის (1925 1937 1949 1961 1973 1985 1997 2009)

    მომთმენი და თავშეკავებული მშრომელის - ხარის ცხოვრებას ბოცვრის წელიწადში  იდეალურს ვერ დაარქმევ. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურსა თუ საქმიანობაში, სადაც წინად არ აძლევდნენ მოსვენებას, მას თავს დაანებებენ  და მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საყვარელ საქმეს სერიოზულად მოკიდოს ხელი. სასურველ შედეგს ის მაინც ვერ მიაღწევს და საქმიანობის შედეგიც არ იქნება ისეთი, როგორიც მას სურდა ან ჰქონდა წარმოდგენილი. ნაწილობრივ ამის მიზეზს წარმოშობს ხარის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების გადამეტებული სერიოზულობა და ის, რომ ამ ადამიანებს დინჯი, ზედმეტი ფაციფუცის გარეშე საქმიანობა უყვართ.

    ”ხარი”, როგორც იტყვიან ხოლმე, მუდამ თავისკენ ექაჩება საბანს, რის გამოც გარშემო მყოფნი მას არასაკმარისად სანდო მეგობრად და თანამზრახველად მიიჩნევენ. პირველ რიგში მას მოუწევს საკუთარ პრობლემებსა და კომპლექსებში გარკვევა, რაც მნიშვნელოვნად გაუიოლებს ისედაც რთულ ცხოვრებას.

    2011 წლის ჰოროსკოპი ვეფხვის ნიშნისთვის (1926 1938 1950 1962 1974 1986 1998 2010)

    თეთრი ბოცვრის დამდეგ წელიწადში ენერგიულ ”ვეფხვს”, რომელსაც გატაცებაც ახასიათებს, ოდნავი მოდუნებისა და დასვენების შესაძლებლობა მიეცემა. ალბათ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც მას უშლიდა ხელს ან ზიანს აყენებდა, წავა ამ ცხოვრებიდან ისე, რომ კვალსაც კი არ დატოვებს.  

    რეკომენდაციას მივცემდით ვეფხვის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, რომ სრული მონდომებით მოეკიდონ კარიერას. დაუშვებელია მაქსიმალურად არ ისარგებლონ იმით, რომ მომდევნო წელი კარიერული ზრდის მხრივ პირდება მათ  კარგ პერსპექტივებს. ვეფხვის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამ წლის განმავლობაში ყველანაირ დაავადებებიც აუვლიან გვერდს. მათ ოჯახიც გაახარებს, სადაც დამკვიდრდება კეთილდღეობა და სიმშვიდე.

    2011 წლის ჰოროსკოპი ბოცვრის/კატის ნიშნისთვის  (1927 1939 1951 1963 1975 1987 1999 2011)

    2011 წელი უდაოდ წარმატებული გახდება ბოცვრის/კატის წელს დაბადებული ადამიანებისთვის. წელიწადი სწორედ ისეთი იქნება, როგორიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყვართ - მშვიდი, მხიარული და გულუხვი. ამიტომ ამ წლის განმავლობაში ”ბოცვერს/კატას” შეუძლია საკუთარ თავს მისცეს იმის უფლება, რომ ”მშვიდად და უფრო ხშირად წამოწვეს ბუხართან, გათბეს და ინებივროს”.

    ”ბოცვერი/კატა” რბილი და მშვიდი ხასიათის ადამიანია. ამიტომ ეს წელიწადი მას სამოთხეთ მოეჩვენება - ის შესძლებს წელიწადი ოჯახურ გარემოცვაში, მძაფრი აღელვებისა და პრობლემების გარეშე გაატაროს. უმჯობესია სრულფასოვანად  ისარგებლოს შვებულებით, რათა მომავალი წლის წინ კარგად მოიკრიბოს ძალ-ღონე.

    დასახული მიზნების მისაღწევად არ უნდა გახდეს ზედმეტად აგრესიული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ”კატები” წაეჩხუბებიან ერთმანეთს და ამ ჩხუბში უშუალოდ მას მოხვდება ყველაზე მეტად.

    2011 წლის ჰოროსკოპი დრაკონის ნიშნისთვის  (1928 1940 1952 1964 1976 1988 2000 2012)

    დრაკონი - ყველაზე ძლიერი ნიშანია აღმოსავლურ კალენდარში. ბოცვრის წელიწადიც, როგორც მრავალი წინა წელი, წარმატებული და საკმაოდ ბედნიერი  იქნება მისთვის, მით უფრო, რომ ბოცვერი, ისეთ ნიშანთან როგორიცაა დრაკონი, არც ფიქრობს პაექრობას.  

    იმის გამო, რომ ბოცვრის წელი ყველა მხრივ იქნება მშვიდი და გამოზომილი ჩინური ლეგენდების გმირი - დრაკონი არაფრით არ იქნება შეზღუდული. ბოცვრის წელიწადში დრაკონის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს მხოლოდ გამარჯვება ელის. დრაკონი ერთადერთი ნიშანია, რომლისთვისაც შესაძლებელი იქნება მისთვის ჩვეული ძალმომრეობით, ენერგიულობით მოქმედება,  შეტევითა და თავხედობით ყველაფრის მიღწევა.

    ბოცვრისთვის, მისი მეთაურობის წლის განმავლობაში, დრაკონი თავისებურ გართობას, წესებიდან გამონაკლისს წარმოადგენს. ამის გამო დრაკონისთვის ყველაფერი დასაშვები და შესაძლებელია. ამგვარად, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დასახული საქმეების განხორციელებაში წინააღმდეგობა არ შეხვდება. თავი შეუძლია მოსინჯოს განსხვავებულ სფეროებში,არ მოაკლოს მცდელობა და ბევრს მიაღწევს. ბოცვრის წელიწადში დრაკონს ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმაში რომ მან იბრწყინოს. ეს მისი კანონიერი უფლებაა, რომლის დარღვევას წლის სიმბოლო - ბოცვერი არც აპირებს.

    2011 წლის ჰოროსკოპი გველის ნიშნისთვის  (1929 1941 1953 1965 1977 1989 2001 2013)

    ეჭვიანობა, სიბრძნე და მიზანდასახულობა გველის განსაკუთრებულ და განმასხვავებელ მახასიათებლებს წარმოადგენენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი 2011 წლის განმავლობაში სიყვარულითა და ყოველმხრივი ყურადღებით იქნება გარემოცული. მაგრამ საეჭვოა, რომ ამ ვითარებამ გველის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დიდი სარგებელი ან  ღირებული შემოსავალი მოუტანოს. თუმცა გველი საკმაოდ გამჭრიახი და ბრძენია და ამ თვისებების მეშვეობით ის მოახერხებს საკუთარი ბედის გამოცნობასა და საჭიროების შემთხვევაში ათეული ნაბიჯით ადრე მის შეცვლას.

    2011 წლის ჰოროსკოპი ცხენის ნიშნისთვის (1930 1942 1954 1966 1978 1990 2002 2014)

    შეიძლება ითქვას, რომ ბოცვრის წელი ცხენისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო იღბლიანია. მაგალითად, მას არ შეექმნება არავითარი განსაკუთრებული პრობლემა სიყვარულსა თუ ახლო ურთიერთობებში. ვინც უკვე შეხვდა მომავალ მეორე ნახევარს მას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს და გააფორმოს ეს ურთიერთობა, ხოლო მარტოხელა თუ არის - შესაძლოა შეხვდეს ადამიანს, რომელთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებას ისურვებს.  

    ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ უნდა უკვირდეს, რომ ბოცვრის წლის განმავლობაში ესოდენ იოლად მიაღწევს ყველაფერს. ეს კანონზომიერია. ვეფხვის წელიწადში მისთვის ხომ არ იყო მარტივი მიეღწია რამისთვის, ელემენტარულის გადასაწყვეტად მთელი ძალ-ღონის დახარჯვა უხდებოდა. ამჟამად ოდნავ მაინც მოითქვამს სულს.  

    ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი წარმატებული იქნება პროფესიონალურ სფეროშიც. მისი შრომა და მოთმინება დაფასდება მატერიალურად და მორალურად. ბოცვრის წელიწადი წარმოაჩენს კარიერის საიმედო პერსპექტივებსაც. იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც პოლიტიკაში გადაწყვეტენ წასვლას, ეს წელიწადი საკმაოდ პერსპექტიული გახდება. მთავარია არ მიიღოთ ნაჩქარევი, წინდაუხედავი გადაწყვეტილებები. ყველა ნაბიჯი წარმატებული იქნება თუ გეგმაზომიერად ეცდებით მიაღწიოთ დასახულ მიზანს. არც სასიამოვნო დროს ტარება უნდა გავიწყდებოდეთ. დასვენებაც უნდა იცოდეთ. ეს ეხება არა მხოლოდ ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. ბოცვერი - ნაზი, ალერსიანი, ოჯახური არსებაა. ის კეთილმოსურნე არ იქნება მათ მიმართ, ვინც მხოლოდ შრომითაა დაკავებული.ამიტომ მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, ხშირად იარეთ თეატრში, კონცერტებზე და ქალაქ გარეთ.

    2011 წლის ჰოროსკოპი თხის/ცხვარის ნიშნისთვის  (1931 1943 1955 1967 1979 1991 2003 2015)

    დაუდევარი და ჟინიანი არსება - თხა ბოლოს და ბოლოს მიიღებს იმას, რაზედაც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა, ანუ - ბიზნესის აყვავებას, ან სამსახურებრივ წინსვლას. შესაძლოა იმის გამო, რომ არც ერთი კატა (წლის სიმბოლო) არ რჩება რძის მიმართ გულგრილი, თხას ბედი გაუღიმებს, მით უფრო თუ ყველაზე მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი  მისთვის დამახასიათებელი საზრიანობითა და სიმშვიდით მიუდგება. უნდა ივარაუდოს, რომ მას უფრო მეტად დააფასებენ, თავს მოევლებიან და ხშირად მიიპატიჟებენ ხოლმე. უმჯობესია თხამ მეტად იზრუნოს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაავადდეს და არა მხოლოდ გრიპის ეპიდემიის დროს.

    2011 წლის ჰოროსკოპი მაიმუნის ნიშნისთვის  (1920 1932 1944 1956 1968 1980 1992 2004)

    მაიმუნი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ახირებულობითა და მოხერხებულობით. ოღონდ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს წინა პერიოდისგან განსხვავებით ბოცვრის წელიწადში წარმატება ნამდვილად ელის. როგორც ყოველთვის ის  ნებისმიერ, მათ შორის ყველაზე სარისკო საქმეებს ეცემა, მაგრამ 2011 წელს ის მართლაც შესძლებს მათ დასრულებამდე მიყვანას. ამიტომ ეს წელი მაიმუნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ნამდვილად შეიძლება ჩაითალოს წარმატებულ წლად. თეთრი ბოცვრის წლის განმავლობაში თუ მოინდომებენ და ყველაფერს იღონებენ ისინი წარმატებას მიაღწევენ ნებისმიერ დარგში.

    2011 წლის ჰოროსკოპი მამლის ნიშნისთვის  (1921 1933 1945 1957 1969 1981 1993 2005)  

    გასული წლის უბედობისგან მიღებული დარტყმების შედეგად მორიდებული და გაუბედავი მამლისთვის თეთრი ბოცვრის წელიწადი დიდი სიამოვნების გარეშე ჩაივლის. გასული წლის არასასიამოვნო მოგონებებს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შემოინახავს და ამ მიზეზის გამო დამდეგ წელსაც ზედმეტი სიფრთხილით მიუდგება. მომდევნო წელიწადში მას ალბათ არ შეხვდება ესოდენ მწარე და მრავალი უსიამოვნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ უსიამოვნებათა მარაგი მისთვის ჯერ კიდევ 2010 წელს გამოილია, მაგრამ  საკუთარი სიფრთხილის შედეგად მომდევნო, მისთვის საკმაოდ მშვიდ წელიწადსაც, ის არა მშვიდად გაატარებს.

    2011 წლის ჰოროსკოპი ძაღლის ნიშნისთვის  (1922 1934 1946 1958 1970 1982 1994 2006)  

    ძაღლი, რომლის განმასხვავებელ თვისებებს სამართლიანობა და ერთგულება წარმოადგენენ, თეთრი ბოცვრის წელს შესძლებს ოდნავ მაინც მოისვენოს. ამ წლის განმავლობაში ძაღლის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მრავალ მეგობარსა და თაყვანისმცემელს შეიძენს. ამიტომ სავსებით დასაშვებია, რომ მეორე ნახევრის მოსაძებნად და დასაქორწინებლად ის ამ გარემოებით ისარგებლებს. მაგრამ ბიზნესსა ან სამსახურებრივ საქმიანობაში ამ ნიშნის ადამიანი იოლ წარმატებებს ვერ მიაღწევს. ამის მიზეზს ძაღლსა და კატას შორის მარადიულად არსებული მტრობა წარმოადგენს. ანუ მომდევნო (მის) წელიწადშიც კატა ეცდება წვრილმანი სისაძაგლეები მოუწყოს ძაღლს, რომლებიც ვერ შეარყევენ მის კეთილდღეობას, მაგრამ მაინც არ მისცემენ მას წინსვლის საშუალებას. ოღონდ ამის გამო არ ღირს გულის გატეხა. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ პაექრობაში ბოლო სიტყვა მაინც ძაღლს შერჩება.

    2011 წლის ჰოროსკოპი ღორის/ტახის ნიშნისთვის  (1923 1935 1947 1959 1971 1983 1995 2007)  

    როგორც ყოველთვის კეთილსინდისიერი და მომთხოვნი ღორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ახლა მაინც შესძლებს ყველა საქმის მოწესრიგებას. ეს დროულიც იქნება ვინაიდან ვეფხვის კრიზისულ წელიწადში ძალზე მორყეულ საქმეებს ნამდვილად ესაჭიროება კარგი გამაგრება.  

    წელიწადი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაივლის,ზოგიერთ მძიმე და შრომატევად პრობლემებს ბოლო მოეღება.  საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში უპირატესობა ხანგრძლივ პროექტებს უნდა მიენიჭოს.  

    თუ წინა წელიწადი - ჟინის და გატაცების წელი იყო, მომდევნო - გონების წელი უნდა გახდეს. პლანეტები დაიწყებენ თქვენი ამოუწურავი ენთუზიაზმის დამუხრუჭებას. დადგა იმის დრო, რომ კარგად მიმოიხედოთ გარშემო, ყველაფერი ზედმიწევნით გააანალიზოთ და დაგეგმოთ. ამის შედეგად გაგიჩნდებათ პროფესიონალური რეპუტაციის განმტკიცებისა და წლის ბოლოს სერიოზული მიღწევების შანსი. წელს თქვენ სტაბილურობას მოინდომებთ ყველა სფეროში, სწრაფი ცვლილებები აღარ გიზიდავენ და არ გახარებენ. პირად ცხოვრებაშიც გარკვეულობასა და სიმყარეს მიანიჭებთ უპირატესობას.  

    პროფესიულ მოღვაწეობაში ახალ საქმეს შეგიძლიათ ჩაუყაროთ საფუძველი. ანუ თქვენი მისწრაფება სიმშვიდისა და სიმყარისკენ ხელს არ შეუშლის ახალი ინიციატივების დანერგვას.

     წყარო: gadalka.uz/china_goroskop/year

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | რელიგია | | სხვა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ფიზიკური კულტურა და სპორტი განათლება საქართველოში და მსოფლიოში რელიგია კვალიფიკაციის ამაღლება გაერთიანებები/სოციალური ქცელები მშობელი და ოჯახი ბავშვის კვება და მოვლა მეცნიერება/ტექნიკა დასვენება/ტურიზმი სარეკლამო მომსახურება საზოგადოებრივი ურთიერთობები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია ადამიანთაშორის ურთიერთობა ინტერესები/კონკურსები მედიცინა და პროფილაქტიკა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა გამოცემები/პუბლიკაციები სასარგებლო რჩევები ბუნება/ეკოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულებები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სიახლე განათლების სფეროში სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები სასწავლო დაწესებულების მართვა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სხვა გართობა/თამაშები ბავშვის აღზრდა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024