ახალი წლის მოსვლას პირველები ხვდებიან წყნარი ოკეანეს კუნძულების მაცხოვრებლები, მათ შემდეგ - ახალ ზელანდიაში. იმ დროს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები დარბიან ახლომდებარე მაღაზიებში დღის განმავლობაში დავიწყებული საყიდლებისთვის, ან ფუსფუსს აგრძელებენ სამზარეულოში, რამდენიმე საათის წინ ქალაქ ოკლენდის ცენტრალურ მოედანზე გამართულ დღესასწაულზე უკვე შეიკრიბა ათასობით ადამიანი.
ავსტრალიელებიც ერთ-ერთი პირველთაგანი ჩვენს პლანეტაზე ხვდებიან ახალი 2011 წლის მოსვლას. შარშან 2010 წლის მოსვლის პირდაპირ ტრანსლაციას სიდნეიდან მთელ მსოფლიოში უყურა 160 მილიონმა ადამიანმა. იმის გამო, რომ ტრანსლაციის ორგანიზატორები პირდებიან შეუდარებლად საოცარ ახალ სანახაობას წელს მაყურებელთა რიცხვი ალბათ უფრო მეტად გაიზრდება.
ლონდონშიც უკვე დასრულდა საახალწლო სამზადისი - ტრაფალგარდის მოედანზე ჩატარდა საზეიმო ორკესტრების რეპეტიცია. ინგლისური ორკესტრების გარდა მასში მონაწილეობა მიიღეს კონტინენტალური ევროპისა და ამერიკის მუსიკალურმა კოლექტივებმა. ზეიმის მონაწილეებს მათ მოუმზადეს უამრავი სიურპრიზი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საზეიმო ცენტრი კვლავ ხდება ნიუ იორკის ტაიმს სკვერის მოედანი. ახალი წლის ღამეს უზარმაზარი ბროლის ბურთის დაცემის სანახავად აქ შეიკრიბება მილიონამდე ადამიანი.
ბრაზილიაში ახალი წლის ზეიმისთვის ტრადიციულად ამზადებენ ცნობილ პლიაჟ კოპაკაბანას. წინასწარი შეფასებით ახალი წლის ღამეს იქ თავს მოიყრის 10 მილიონამდე ადამიანი. უშუალოდ პლიაჟზე, 8 კილომეტრის მანძილზე, მოწყობილია გასაოცარი დეკორაციები და უამრავი საკონცერტო მოედანი. მაყურებლებს ელის საოცარი, შეუდარებელი სინათლის - შოუ. ამ შოუს მომწყობი ორგანიზაციები და კომპანიები მაყურებელს პირდებიან, რომ ცაში გაისვრიან 25 ტონა პიროტექნიკას.
|