მთელ ქრისტიანულ სამყაროში ქრისტესშობა - უდიდესი დღესასწაულია. ბევრ ქვეყანას და მათ შორის იტალიასაც ქრისტესშობის აღნიშვნის საკუთარი, განსხვავებული ტრადიციები გააჩნია.
ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, იტალიელები ყოველ შობა დღეს იკრიბებიან ოჯახში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთს მიართვან საშობაო საჩუქრები, არამედ იმისთვისაც, რომ გაიხსენონ ის თუ რამდენად მხიარულია ყოველთვის ოჯახური სუფრა. ზოგ მხარეში მიირთმევენ შემწვარ ვირთევზას ან ქორჭილას და აყოლებენ თეთრ ღვინოს.
დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ბევრი იტალიელი ამ დღეს ფანჯრიდან ისვრის მოძველებულ ნივთებს, რათა დაემშვიდობოს უსიამოვნებებს, რომლებიც შეხვდათ წინა წლის განმავლობაში.
საშობაო მენიუ განსხვავდება, მაგრამ ძირითადად ის შესდგება ბულიონიანი პელმენებისგან, ფარშირებული ხორცისგან, ტკბილი ფუნთუშებისა ან მილანური კულიჩისგან.
კიდევ ერთი ტრადიცია: პატარ - პატარა ბაზრობები, რომლებიც მრავლად იხსნებიან ნოემბრის თვის ბოლოს წყვეტენ ვაჭრობას ქრისტესშობის დადგომის წინადღეს. ეს ბაზრობები ყოველთვის ბევრ ხალხს იზიდავენ. რას არ ნახავს ადამიანი აქ - უამრავ ხელნაკეთ სათამაშოს, მცირე ზომის სტატუეტს, საოცარი ფორმისა და ფერის სანთელს, ტკბილეულს, გამხმარი ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს, ფერად-ფერად ბაფთებს, სახლის და ნაძვის ხის მოსართავ ატრიბუტებს და სხვას. |