წელს, ფესტივალი 17-21 მაისს გაიმართება. მისი ჩატარების ძირითადი სივრცე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, 19 მაისს კი ფესტივალს გოეთეს ინსტიტუტი უმასპინძლებს.
წელს ფესტივალზე ფილმის წარდგენა შესაძლებელი იქნება 1-ლი თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით.
სააპლიკაციო ფორმა ატვირთულია ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisistudentfilmfestival.ge
წლევანდელი ფესტივალი განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე - ახალი ლოგო და ანიმაცია - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ანიმატორების, თეა ვაწაძისა და ნიკოლოზ გელაშვილის შემოქმედებაა.
წელს, ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: ბოგდან ძივორსკი – პოლონეთი, ინეკე სმიტსი - ნიდერლანდები. დოვერ ქოსაშვილი – ისრაელი, ანდრეა ვინკი – გერმანია და ირა კუჭუხიძე - საქართველო.
ტრადიციისამებრ, ჟიურის ყველა წევრი უსასყიდლოდ ჩაატარებს მასტერკლასს ან პრეზენტაციას სტუდენტებისათვის. გაიმართება შვეიცარიის, პოლონეთის, თელ ავივის, ჰოლანდიის და გერმანიის კინოსკოლების პრეზენტაციები, რომლებსაც თავად კინოსკოლების წარმომადგენლები ჩაატარებენ.
ფესტივალს ესტუმრება ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის კინო ფაკუტეტის ხელმძღვანელი ჟან პერრე. იგი გამართავს ჟან ჟაკ რუსოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ფესტივალზე იქნებიან წარმომადგენლები სომხეთიდან ნუნე მანუკიანი („როლან ბიკოვ ფაუნდეიშენი“) და აზერბაიჯანიდან ფეჰრუზ შამიევი (ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცენტრი „სინემა“).
კიდევ ერთი ცვლილება 2011 წლიდან - „ამირანით“ 4 ფილმი დაჯილდოვდება: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმები. ცალკე გაიცემა ჟიურის პრიზი. ამ ოთხი ნომინაციის გარდა, სპეციალური დიპლომებით აღინიშნებიან სტუდენტები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში.
ფესტივალი უმასპინძლებს სტუდენტებს როგორც რეგიონიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი), ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
პირველად ფესტივალი არსებობის მანძილზე, შედგება სტუდენტური ურთიერთთანამშრომლობა. შეიქმნება რამდენიმე შერეული ჯგუფი, რომელიც ONE SHUT MOVIE-ს პრინციპით გადაიღებს საერთო ფილმებს. შემდგომში, შესაძლებელი იქნება „ამირანის“ სახელით ამ ფილმების სხვა ფესტივალებში მონაწილეობაც. ასევე, იგეგმება პროექტები PITCH DOC და „AMIRANI SHORTS”, რომლის განხორციელებაც საკმაოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს.
ფესტივალის მედია პარტნიორები არიან:
ჟურნალი FOCUS-ი, რადიო „ქალაქი“ და რადიო „მუზა“, საინფორმაცი სააგენტოები „ინტერპრესნიუსი“ და„ჯი-ეიჩ-ენი“, გაზეთები „24 საათი“ და „რეზონანსი“. |