გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
...
მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდებზე ჩააბარებს 8 გამოცდას, ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.
2. ფასიანია თუ არა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა?
გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა უფასოა.
3. ექნებათ თუ არა მოსწავლეებს, რომლებიც არ გავლენ გამოსაშვებ გამოცდებზე ან ვერ გადალახავენ ბარიერს, მომდევნო წელს ატესტატის აღების შესაძლებლობა?
მოსწავლეს მომდევნო წელს ექნება შესაძლებლობა ჩააბაროს ის საგნები, რომლებშიც ვერ გადალახა ბარიერი და აიღოს ატესტატი.
4. გამოსაშვებ გამოცდებზე რა იქნება თითოეულ საგანში გადასალახი ბარიერი?
ბარიერი დადგინდება გაზაფხულზე დაგეგმილი პრეტესტის შედეგების გაანალიზების მიხედვით.
5. აქვს თუ არა სკოლას უფლება არ დაუშვას მოსწავლე გამოცდაზე?
იმისათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა გამოსაშვებ გამოცდებში, ის სკოლამ დადებითად უნდა შეაფასოს ყველა საგანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლე არ დაიშვება გამოსაშვებ გამოცდებზე.
6. შესაძლებელი იქნება თუ არა გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლემ ჩააბაროს უცხოური ენა, რომელსაც არ სწავლობს სკოლაში (მაგალითად, მოსწავლე სწავლობს ინგლისურს და რუსულს, გამოცდაზე კი გერმანულის ჩაბარება სურს)?
მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე უნდა ჩააბაროს იმ უცხოური ენებდან ერთ –ერთი, რომელშიც სკოლა მას უწერს ნიშანს, აფასებს, ეს ეხება არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსაც. მოსწავლე ვერ ჩააბარებს ენას, რომელშიც არ ფასდება, მიუხედავად იმისა, ზოგადად ისწავლება თუ არა ეს ენა მის სკოლაში.
დეკემბრის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა ტესტური დავალებების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა, მინიმალური სტანდარტი განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მარტის თვეში კი გამოცდების ეროვნული ცენტრი პროგრამის სადემონსტრაციო ვერსიას განათავსებს www.naec.ge-ზე.
8. ტესტირებისას დაფიქსირდება თუ არა კითხვაზე პასუხის გაცემისას სწორია თუ არა პასუხი?
მოსწავლე ვერ დაინახავს სწორად უპასუხა თუ არა კითხვას, პროგრამა მას უბრალოდ მომდევნო კითხვას მიაწვდის.
9. იმოქმედებს თუ არა მედლის გაცემაზე გამოსაშვები გამოცდების ქულები?
ოქროს მედალი არის სკოლის მიერ გაცემული ჯილდო და მას სკოლა გადასცემს მოსწავლეს, რომელმაც სასწავლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენა, ოქროს მედალოსნები ჩვეულებრივ მიიღებენ მონაწილეობას გამოსაშვებ გამოცდებში. ბუნებრივია, თუ მედლის კანდიდატი ჩაიჭრა რომელიმე გამოცდაში, ის მედალს ვერ მიიღებს.
10. რა სირთულის ტესტები იქნება ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში?
2011 წელს საატესტატო გამოცდებზე (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც) დავალებების ძირითადი ნაწილი შეირჩევა მარტივი დავალებების ბლოკიდან – მოსწავლე ბარიერის გადალახვას მარტივი დავალებების ხარჯზე შეძლებს.
11. მოუწევს თუ არა მოსწავლეს ქართულის გამოცდაზე თემის დაწერა?
კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეს არაფრის (არც თემის) დაწერა არ მოუწევს – მან 4 შემოთავაზებულიდან მხოლოდ ერთი, მისი აზრით სწორი პასუხი უნდა მონიშნოს.
მოსწავლეს ექნება ქაღალდი და ფანქარი იმ შემთხვევებისთვის, თუ მას გამოანგარიშება დასჭირდა.
12. თუ გამოცდის მსვლელობისას წყობიდან გამოვიდა კომპიუტერი ან გაითიშა ინტერნეტი, რა ბედი ელის მოსწავლეს?
თუ გამოცდის მსვლელობისას მოხდა მცირე შერფერხება, მოსწავლე ამით არ დაზარალდება, მისი ყველა პასუხი ავტომატურად შეინახება და შეფერხების აღმოფხვრისას ის ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. თუ შეფერხება ხანგრძლივი აღმოჩნდა, მოსწავლე ამ გამოცდას სხვა დღეს ჩააბარებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამჟამად ახორციელებს გამოსაშვები გამოცდებისათვის ტექნიკური ბაზის მონიტორინგსა და გამართვას, სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს მასშტაბით კომპანია ,,მაგთიკომი“ უზრუნველყოფს.
13. როდის დაიწყება გამოსაშვები გამოცდები და რამდენ ხანს გაგრძელდება?
საატესტატო გამოცდები 20 მაისის შემდეგ დაიწყება და ივნისის დასაწყისში დასრულდება.
14. იქნება თუ არა განსაზღვრული კითხვების რაოდენობა?
გამოსაშვები გამოცდების კითხვების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ ტიპის გამოცდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამა, კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის შესაძლებლობებს არ დაადგენს.
შესაძლებელია ერთი მოსწავლის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა, ვთქვათ, 30 აღმოჩნდეს, მეორის შემთხვევაში კი – 18. კითხვების მაქსიმალური რაოდენობა კი წინასწარ იქნება განსაზღვრული.
15. იქნება თუ არა გამოსაშვები გამოცდები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე?
გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც, ანალოგიური ფორმატით.
16. თუ რომელიმე გამოცდაზე მოსწავლემ ბარიერი ვერ გადალახა, მიეცემა თუ არა ეროვნულ გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა?
მოსწავლე, რომელმაც გამოცდაზე ვერ გადალახა ბარიერი და ვერ აიღო ატესტატი, ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში
17. არის თუ არა განსაზღვრული საგამოცდო სექტორში მოსწავლეთა რაოდენობა?
სექტორში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია და 15–ს არ გადააჭარბებს.
18. გამოსაშვები გამოცდები ყოველდღე ჩატარდება თუ დღეგამოშვებით? როდის გახდება ცნობილი გამოცდის შედეგები?
19. ვინ გაუწევს მეთვალყურეობას მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებს?
საატესტატო გამოცდებზე მეთვალყურეები წინასწარ შეირჩევიან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ისევე, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მათ, ტრეინინგების გავლის შემდეგ ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის შედეგების მიხედვით, საუკეთესოები მონაწილეობას მიიღებენ საატესტატო გამოცდებში, როგორც მეთვალყურეები.
20. რატომ უნდა გაკეთდეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მანამდე, სანამ მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდას ჩააბარებს?
გამოცდების ეროვნული ცენტრი ამზადებს საგამოცდო ცენტრებს და უზრუნველყოფს ტესტების ბეჭდვას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, რასაც გარკვეული დრო სჭირდება და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგისტრაცია სწორედ თებერვალსა და მარტში მოხდეს.
21. შეძლებს თუ არა მოსწავლე ქიმიის გამოცდაზე პერიოდულობის სისტემისა და ხსნადობის ცხრილის გამოყენებას?
მოსწავლეს ქიმიის გამოცდაზე ექნება პერიოდულობის სისტემისა და ხსნადობის ცხრილის გამოყენების შესაძლებლობა.
22. გეოგრაფიის გამოცდაზე ექნება თუ არა მოსწავლეს რუკით სარგებლობის შესაძლებლობა?
23. გამოსაშვები გამოცდებისას ექნება თუ არა მოსწავლეს შეცდომის გასწორების საშუალება?
Cat-ის სისტემა მოსწავლეს ყოველ მომდევნო კითხვას მისი წინა პასუხიდან გამომდინარე ურჩევს და პასუხის გასწორება ამ სისტემით შესაძლებელი არ არის.
24. კერძო სკოლის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულოა თუ არა გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება?
საატესტატო გამოცდას კერძო სკოლების მოსწავლეებიც ჩააბარებენ და ამ გამოცდების ჩაბარების შედეგად ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ ატესტატს.
25. საატესტატო გამოცდებისას იქნება თუ არა შეზღუდული დრო თითოეულ კითხვაზე პასუხიხ გასაცემად?
თითოეულ კითხვაზე საპასუხოდ მოსწავლეს განსაზღვრული დრო ექნება, გამოცდის ხანგრძლივობა კი საათნახევარი იქნება.
26. ენიჭება თუ არა რაიმე პრიორიტეტი მოსწავლეს, რომელიც გაიმარჯვებს ოლიმპიადაში?
ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები ჩვეულებრივ ჩააბარებენ საატესტატო გამოცდებს.