Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge.
ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.
აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ სარეგისტრაციო ანკეტა შეავსონ:
დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებმა - სკოლებში;
სკოლადამთავრებულებმა - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, გარდა თბილისისა; თბილისში შემდეგ მისამართებზე:
– ვაკე-საბურთალო – 165-ე საჯარო სკოლა (ფალიაშვილის ქ. N57);
– მთაწმინდა-კრწანისი – 193-ე საჯარო სკოლა (ლაღიძის ქ. N7);
– ისანი-სამგორი – 89-ე საჯარო სკოლა (ქეთევან წამებულის ქ.N40);
– დიდუბე-ჩუღურეთი – 150-ე საჯარო სკოლა (დგებუაძის ქ. N8);
– გლდანი-ნაძალადევი – მე–9 საჯარო სკოლა (სააკაძის N29).
გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციის პროცესს 14 თებერვალს დაიწყებს.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება.
საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა დარეგისტრირდნენ, პედაგოგებს კი შესაძლებლობა ექნებათ გამოცდების ეროვნული ცენტრის განაცხადი ელექტრონულად ან რესურსცენტრებში შეავსონ.
რეგისტრაციის პროცესი შეწყდება 25 მარტს.
ცნობარი
წყარო:www.naec.ge |