ჩვენმა თანაკლასელმა გუდაურში თხილამურებზე სრიალის დროს დაეცა და სერიოზულად იღრძო მხარი, ამის გარდა კისერიც გაიცივა ისე, რომ ვერ ატრიალებდა თავს. ჩამოსვლისთანავე მეორე დღესვე გამოცხადდა სკოლაში და გაგვაბრუა ტრაბახით გმირული თავგადასავლის შესახებ. მეორე გაკვეთილზე ისტორიის მასწავლებელმა კლასს დაუსვა შეკითხვა და მიაყოლა: ”აბა ვის სურს პასუხის გაცემა, ბავშვებო?” რამდენიმემ ხელი აწია. ირაკლიმაც მოინდომა პასუხის გაცემა, მაგრამ შეხვეულ ხელს ვერ წევდა ზემოთ, მიშვერილი ჰქონდა მეზობელ მერხზე მჯდომ კახასკენ, თავიც იქითკენ ჰქონდა მობრეცილი და გასძახოდა: ”მას! მას!” მასწავლებელმა გადახედა კლასს და გამოაცხადა: ”კეთილი, კახა, ნუ მოგერიდება, შენ მიპასუხე.” კახას კი არ იცოდა გაკვეთილი, წამოდგა ფეხზე და არ იცოდა რა ექნა. მასწავლებელს მოთმინება რომ ამოეწურა, ალბათ ხვდებით, რას ჩაუწერდა საკლასო ჟურნალში. |