დღეს ნებისმიერი ადამიანისათვის განათლება წარმოადგენს ”კაპიტალს”, რომელიც დიდ წილად განსაზღვრავს მის კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, ამჟამად გარკვეულ სფეროებში მუშაობს ათასობით უცხოელი, ხოლო უამრავი ქართველი დასაქმებულია საზღვარგარეთ. სამუშაო ძალის საერთაშორისო მიგრაცია კარგი ხანია იქცა ანგარიშგასაწევ რეალობად და განაპირობა განათლების ”ინტერნაციონალიზაციის” მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, სწავლაში განსაკუთრებული მონდომების შემთხვევაში, არც თუ ურიგო განათლების მიღება შეიძლება საქართველოშიც, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებს გააჩნიათ მრავალი უპირატესობა. |