ნაშრომი ეხება ტვირთის გადაზიდვის პროცესის სამართლებრივ რეგლამენტაციას საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით. ნაშრომში ასევე განხილულია გადაზიდვის ხელშეკრულება, როგორც გადაზიდვის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ძირითადი ბაზისი, გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა და მხარეთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტის წესი.
სტატია ასევე შეეხაბა გადაზიდვების სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას, ამასთან, რეკომენდაციის სახით გამოთქმულია რამდენიმე მოსაზრება გადაზიდვების ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.
საკვანძო სიტყვები: ტვირთი, ტრანსპორტი, გადაზიდვის ხელშეკრულება, ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები, გადამზიდველი, შიდასახელმწიფოებრივი /საერთაშორისო გადაზიდვები. |