ჩვენს სამშობლოს უფლის მადლით
ნიჭიერნი მრავლად ჰყავს,
მათში გენიოსებიც ხომ
საკმარისზე მეტი გვყავს.
მადლი უფალს, რომ ასეთი,
ერის სახე ბრძანდებით,
ერს აბრძენებთ ქადაგებით,
მარად თბილი მამა ხართ.
ღვაწლი საქებიც მრავლად გაქვთ,
უფლისგან მონიჭებული,
ასე აშენეთ სამება,
სასწაულს კვლავაც ამრავლებთ.
გალობთ და ხატავთ,
გვმოძღვრავთ, გვახარებთ,
სულიერად გვზრდით,
გაგვამთლიანეთ.
ჩაგრულების ქომაგობაც
ჩვეულებად იქციეთ,
ამისათვის შეგიყვარეთ
ერთად – ერთსულოვნებით.
მუხანათის ვერ გაშინებთ,
ურცხვობა, არც რიცხოვნება,
მწამს ბარაქიც მოიმატებს,
სიკეთისთვის განათდება.
თქვენმა ლოცვამ ახარა
უფლის სიტყვის დამწერნი,
საქმენმა კი ამაგრა,
ტაძრების საძირკველნი.
გაიხარებთ, ერის მამავ,
მამა ქრისტეს გულში მარად,
ვერ დაახშობს ამ სიკეთეს,
ფარისეთა ანტი ძალა.
ხან გამოცდა ელის რწმენას,
ხან ბოროტის რისხვა,
მაინც გულით მოვილოცავთ,
არ გავტეხავთ სიტყვას.
ლექსად ამბობდა დავითი
გალობებს გულით მოსულსა,
ასევე ვიტყვი ჩემს სათქმელს
გასახარებლად მოსულსა.
გაიხაროს ძველმა ტაომ,
მთელმა საქართველომ,
გაიხარეთ ერთან ერთად,
ერის დიდო ძეო.
თქვენებრ ლოცვების უნარი
აკვირვებს თავად ბერებსა,
ღიაა თქვენთვის ღვთის კარი
რომ ამეგობრებს ერებსა.
მოკრძალებითა და ლოცვის განუზომელი მადლით,
ოქროს მედალოსანი
რევაზ ლორთქიფანიძე+
|