23 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები დაიწყება
09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის 1520 საჯარო და კერძო სკოლაში მოსწავლეები
ერთდროულად დაიწყებენ ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობას.
კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი
კომპიუტერული პროგრამისა და ალგორითმის მეშვეობით ჩატარდება. მოსწავლეები
ინტერნეტთან მიერთებულ იდენტურ ნეთბუქებთან იმუშავებენ.
გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა
(ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს
მოქალაქე ეთნიკური უმცირების წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ. |