მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პედაგოგიური ინოვატიკა როგორც განათლების განახლების ფაქტორი ნანახია (9746) - ჯერ 20 მაისი 2011

     

        განათლების თანამედროვე მდგომარეობა ხასიათდება მისი ორგანიზაციისათვის ახალი მიდგომების ძიებით. იდეოლოგიური მონოპოლიზმის წარსულში გადანაცვლებამ წარმოშვა სასწავლო დაწესებულებების მისწრაფება თვითმყოფადი საგანმანათლებლო სისტემების შესაქმნელად. სულ უფრო ხშირად ჩნდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან აბსოლიტურად სხვაგვარ ორგანიზაციულ და კონცეპტუალურ პრინციპებზე, ვიდრე ეს იყო წარსულში გაბატონებული განათლების სისტემაში. თანამედროვე განათლებაში ლიდერობს ვარიანტულობის პრინციპი, რომელიც პედაგოგიურ კოლექტივებს საშუალებას აძლევს აირჩიონ და კონსტრუირება გაუკეთონ ნებისმიერი მოდელის სასწავლო პროცესს, საავტოროს ჩათვლით. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მრავალი პედაგოგის მისწრაფება--გამოიყენონ უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შესაძლებლობები. ასევე, იზრდება ინტერესი უცხოური პედაგოგიური ინოვაციისადმი.

         პედაგოგიური ინოვაცია ახალგაზრდა მეცნიერებაა. საქართველოში მასზე საუბარი მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლების წლების ბოლოს დაიწყეს, ანუ სულ რაღაც 15-ოდე წლის წინ. დღეს, როგორც თვითონ პედაგოგიური ინოვაცია, ისე მისი მეთოდოლოგია, არის მეცნიერული დამუშავებისა და ჩამოყალიბების სტადიაში.

        წიგნიერი ინოვაციური მუშაობისთვის აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, გაცნობიერება და ძირითადი ცნებების, ტერმინების, აღნიშნული მოვლენების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რომლებიც თან ახლავს პედაგოგიური ინოვაციის შემოღებას. მოცემულ სტადიაში არის მცდელობა განზოგადებულიყო და ნაწილობრივ სისტემაში მოგვეყვანა წამყვანი სპეციალისტების მასალები საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური პედაგოგიური პროცესების კვლევის სფეროში.

        შედარებითი ანალიზის ჩატარებამ პედაგოგიური ინოვაციისათვის დამახასიათებელი ცნებების განსასაზღვრავად, რომლებიც ფორმულირებულია მოცემული პრობლემების საკითხთან დაკავშირებული წამყვანი მკვლევარების ნაშრომებში (ზ.აბასოვი. პედაგოგიური საქმიანობის სტრუქტურაში ინოვაციის პროექტირება. მ.2004; კ.ანგელოვსკი. მასწავლებლები და ინოვაცია. მ. 2001; მ. ბაშმაკოვა. სწავლების ინოვაციური გარემო. სპბ.1997; მ. ვოლინსკაია. ინოვაციის ადგილის შესახებ განათლებაში. მ. 2005; ტ. კოვალიოვა. ინოვაციური სკოლა: აქსიომები და ჰიპოთეზები.მ. 2003; ს. პოლიაკოვი. პედაგოგიური ინოვაციის ძიებაში. მ.1993; ა.ხუტორსკოი. პედაგოგიური ინოვაცია. მ. 2008; ნ.იუსუფბეკოვა. პედაგოგიური ინოვაციის საფუძვლები. მ.1991;), საშუალება მოგვცა გამოგვეყო მათში საერთო ასპექტები და გაგვეკეთებინა ზოგიერთი განზოგადება.

        ამგვარად, მთლიანობაში, ზემოთჩამოთვლილ კვლევებში პედაგოგიური ინოვაცია განსაზღვრულია როგორც მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბუნებას, პედაგოგიური ინოვაციის წარმოშობის კანონზომიერებებს განათლების სუბიექტთან დამოკიდებულებაში და აგრეთვე უზრუნველყოფს პედაგოგიური ტრადიციების კავშირს მომავალი განათლების პროექტირებასთან. პედაგოგიური ინოვაციის საკვანძო ცნებებს წარმოადგენენ: პედაგოგიური სიახლე, ახალშემონაღები, ინოვაციური პროცესი, ინოვაციური საქმიანობა.

        პედაგოგიური ინოვაციის ობიექტი განისაზღვრება როგორც ინოვაციის წარმოქმნის, განვითარებისა და ათვისების პროცესი მოსწავლეთა განათლებაში, რომელსაც შედეგად მოსდევს მათი განათლების ხარისხის პროგრესული ცვლილებები. პედაგოგიური ინოვაციის საგნად მიჩნეულია ჩაითვალოს საშუალებებისა და კანონზომიერებების, პედაგოგიური პირობების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საგანმანათლებლო რეალობაში პედაგოგიური სიახლეების დამუშავებასთან, შემოღებასთან და ათვისებასთან.

        ზემოთ ჩვენ უკვე ხაზგასმით აღვნიშნეთ ზოგიერთი ცნებებისა და პედაგოგიური ინოვაციის თავისებურებების გამიჯვნის მნიშვნელობა როგორც ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემის გარდაქმნის საშუალება.

        უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განვასხვავოთ სიახლე და ახალშემონაღები. თუ პედაგოგიურ სიახლეს გავიგებთ როგორც რაღაც იდეას, მეთოდს, საშუალებას, ტექნოლოგიას ან სისტემას, მაშინ ახალშემონაღებად ამ შემთხვევაში ჩაითვლება ამ სიახლის დანერგვისა და ათვისების პროცესი. ახალშემონაღებში კონსტრუირების საშუალებით შეიძლება იმართოს საგანმანათლებლო სისტემების განვითარება: სკოლის დონეზე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დონეზე, რეგიონისა და ქვეყნის დონეზე.

        ცნება ,,ახლადშემონაღები" შეიძლება ჩაითვალოს ცნება ,,ინოვაციის" სინონომად.

        პედაგოგიური სიახლის შექმნა ცოტაა. პედაგოგიური სიახლეების, როგორი მიმზიდველი და დამუშავებულიც არ უნდა იყვნენ ისინი, ათვისება ვერ მოხდება ინოვაციური პროცესების სათანადო მართვისა და ორგანიზაციის გარეშე. ახალშემონაღების ინიციატორები აუცილებლად შეეჯახებიან პრობლემებს, რომლებსაც გამოიწვევს ახალშემონაღები და ისინი იძულებულნი იქნებიან ეძებონ პრობლემების გადაჭრის გზები. ახალი ფორმების, მეთოდების, პედაგოგიური ტექნოლოგიების დასანერგად საჭიროა იმის გაგება და გაცნობიერება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიახლეების დანერგვა, ათვისება და თანხლება (მიყოლა).

        მთავარი საკვანძო ცნება ინოვაციაში--ინოვაციური პროცესია. განათლებაში ინოვაციური პროცესები განიხილებიან სამ ძირითად ასპექტში: სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური და ორგანიზაციულ-მმართველობითი. ამ პროცესებზეა დამოკიდებული ის საერთო კლიმატი და პირობები, რომლებშიც ინოვაციური პროცესები წარმოიქმნებიან. არსებულმა პირობებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ან ხელი შეუწყონ ინოვაციურ პროცესს. შეიძლება ჰქონდეს როგორც სტიქიური, ისე შეგნებულად მართვადი ხასიათი. სიახლეების შემოღება-ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ხელოვნური და ბუნებრივი პროცესების მართვის ფუნქცია.

        საჭიროა გაცნობიერებული იქნას ინოვაციური პროცესის სამი შემადგენლის ერთიანობა: შექმნა, ათვისება და სიახლის გამოყენება. პედაგოგიურ ინოვაციაში ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი სამშემადგენლიანი ინოვაციური პროცესი წარმოადგენს შესწავლის ობიექტს (განსხვავებით, მაგალითად დიდაქტიკისაგან, სადაც მეცნიერული კვლევის ობიექტს წარმოადგენს სწავლების პროცესი).

        სხვა სისტემური ცნება-ინოვაციური საქმიანობა--ესაა მიღებული ზომების კომპლექსი ინოვაციური პროცესის უზრუნველსაყოფად განათლების ამა თუ იმ დონეზე (ეტაპზე), და აგრეთვე თვითონ პროცესი. ინოვაციური საქმიანობის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნებიან პედაგოგიური პროცესის კომპონენტთა ცვლილებები: აზრი, მიზანი, განათლების შინაარსი, ფორმა, მეთოდები, ტექნოლოგიები, სწავლების საშუალებები, მართვის სისტემები და ა. შ.

        ინოვაციური პროცესები უნდა განვასხვავოთ ლოკალური ექსპერიმენტისგან ან ცალკეული სიახლეების დანერგვისაგან. მაგალითად, დამატებითი ელექტური კურსის შემოღება სკოლაში, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის ინოვაციურია.

        ინოვაციური საქმიანობა ხასიათდება სისტემატიურობით, ინტეგრალურობით, ერთიანობით.

        ამგვარად, საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს იდეის გარდაქმნას ახალშემონაღებად, და აგრეთვე ამ პროცესით აყალიბებს მართვის სისტემას, არის სწორედ ინოვაციური საქმიანობა.

        ინოვაციური პროცესების ერთიან დახასიათებას გვაძლევენ ისეთი ცნებები, როგორებიცაა ,,სასიცოცხლო ციკლი", ,,წინააღმდეგობა ინოვაციურ პროცესებში", ინოვაციური პროცესებით მართვის პრინციპები".  

        პედაგოგიური და ინოვაციური პროცესების ტიპოლოგია, როგორც სიახლეების ტიპოლოგია, შეიძლება მოცემული იყოს განსხვავებული საფუძვლებით. პირველ რიგში ეს პროცესები გამოვლინდებიან განათლებისა და აღზრდის მიზნებსა და ამოცანებში. ცვლილებები განათლებისა და აღზრდის მიზნებსა და ამოცანებში თავის მხრივ იწვევენ ცვლილებებს შინაარსში, ხოლო შემდეგ კი პედაგოგიური პროცესის ტექნოლოგიებშიც.

        როგორც კვლევევი გვიჩვენებენ, ინოვაციური პროცესების სფეროში ახალშემონაღების კლასიფიკაცია შეიძლება აიგოს განსხვავებულ საფუძვლებზე.  

       ა. პრიგოჟინი საუბრობს რადიკალურ, კომბინატორულ, გამაუმჯობესებელ, გამაუქმებელ ახალშემონაღებზე და კრიტერიუმების სახით გამოყოფს მათ სისრულესა და მიმართულებას.

       კ. ანგელოვსკი გვთავაზობს სიახლეების შემდეგ კლასიფიკაციას:

      სიახლეები ორგანიზაციაში(ორგანიზაციული სიახლეები);

      სიახლეები ტექნოლოგიაში (ტექნოლოგიური სიახლეები);

      სიახლეები სასწავლო პროგრამებში.

       ნ. იუსუბეკოვა სიახლეებს ყოფს შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

       მართვის ადგილის მიხედვით (მეცნიერებაში ან პრაქტიკაში);

       დანერგვის შესაძლებლობების მიხედვით (თანადროული და მოზველებული, ადვილად დასანერგი და ძნელად დასანერგი);

      პედაგოგიური ცოდნის დარგის მიხედვით (ისტორიულ-პედაგოგიურება, დიდაქტიკურება);

       სიახლის ხარისხის მიხედვით (აბსოლიტურები და ფარდობითები);

      პედაგოგიური პროცესების გარდაქმნის ხარისხის მიხედვით (ძირეული და ნაწილობრივი ცვლილებების შემომტანები);

        ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო მიმზიდველად გვეჩვენება ა. ხუტორსკის მიერ დამუშავებული პედაგოგიური ახალშემონაღებების ტიპოლოგია. ის შესდგება 10 ბლოკისაგან და დიფერენცირდება საკუთარი ქვეტიპების ნაკრებზე. საფუძვლების ჩამონათვალი შედგენილია იმის გათვალისწინებით, რომ პედაგოგიურმა ახალშემონაღებებმა აუცილებლად უნდა მოიცვას შემდეგი პარამეტრები: დამოკიდებულება მეცნიერების სტრუქტურასთან, დამოკიდებულება განათლების სუბიექტთან, დამოკიდებულება რეალიზაციის პირობებთან და ახალშემონაღებების დახასიათებებთან.

    პირველი ბლოკი.--- საგანმანათლებლო სისტემების სტრუქტურულ ელემენტებთან      მიმართებაში: ახალშემონაღებები ამოცანებში, მეთოდებში, ხერხებში, სწავლების ტექნოლოგიებში, დიაგნოსტიკის სისტემაში, კონტროლში, შედეგების შეფასებაში.

    მეორე ბლოკი-----განათლების სუბიექტების პიროვნულ ჩამოყალიბებასთან მიმართებაში: მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარკვეული უნარების განვითარების სფეროში, მათი ცოდნების, უნარების, ჩვევების განვითარების სფეროში, საქმიანობის საშუალებებში, კომპეტენტურობაში.

    მესამე ბლოკი-------პედაგოგიკის გამოყენების სფეროს მიხედვით: სასწავლო პროცესში, სასწავლო კურსში, სწავლების სისტემის დონეზე, განათლების სისტემის დონეზე, განათლების მართვაში.

    მეოთხე ბლოკი------პედაგოგიური პროცესის მონაწილეების ურთიერთქმედების ტიპების მიხედვით: კოლექტიურ სწავლებაში, ჯგუფურ სწავლებაში.

    მეხუთე ბლოკი------ფუნქციური შესაძლებლობების მიხედვით: ახალშემონაღებები-პირობები (უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო გარემოს განახლებას, სოციოკულტურულ პირობებს), ახალშემონაღებები_პროდუქტები, (პედაგოგიური საშუალებები, პროექტები, ტექნოლოგიები), მართვადი ახალშემონაღებები (ახალი გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო სისტემების სტრუქტურაში და მართვად პროცედურებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ფუნქციონირებას)

    მეექვსე ბლოკი------განხორციელების საშუალების (გზების) მიხედვით: გეგმიურები, სისტემატიურები, პერიოდულები, სტიქიურები, სპონტანურები, შემთხვევითები.

    მეშვიდე ბლოკი------გავრცელების მასშტაბურობის მიხედვით: ერთი პედაგოგის საქმიანობაში, პედაგოგთა მეთოდიკურ გაერთიანებაში, სასწავლო დაწესებულებაში, რეგიონში, ქვეყანაში, საერთაშორისო დონეზე.

    მერვე ბლოკი--------- სოციალურ-პედაგოგიური მნიშვნელობის მიხედვით: განსაზღვრული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პედაგოგთა კონკრეტული პროფესიულ-ტიპოლოგიური ჯგუფებისათვის.

    მეცხრე ბლოკი--------ნოვატორული ღინისძიებების მოცულობის მიხედვით: ლოკალურები, მასობრივები, გლობალურები.

    მეათე ბლოკი----------სავარაუდო გარდაქმნების ხარისხის მიხედვით: მაკორექტირებლები, მოდიფიცირების, მოდერნიზების მომხდენები, რადიკალურები, რევოლიუციონერები.

        შემოთავაზებულ ტიპოლოგიაში ერთი და იგივე ინოვაცია შეიძლება ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე დახასიათებას და ჰქონდეს თავისი ადგილი სხვადასხვა ბლოკებში. მაგალითად, ისეთი ინოვაცია, როგორიცაა მოსწავლეთა საგანმანათლებლო რეფლექსია, შეიძლება მიიჩნეოდეს როგორც ახალშემონაღები სწავლების დიაგნოსტიკის სისტემასთან მიმართებაში, მოსწავლეთა საქმიანობის საშუალებათა განვითარებასთან მიმართებაში, სასწავლო პროცესში, კოლექტიურ სწავლებაში.

        დასასრულს ავღნიშნავთ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ პედაგოგიური ინოვაციის ცნებების, მისი ობიექტის, საგნის, კლასიფიკაციისა და ტიპოლოგიის ჩვენს მიერ დახასიათებულ განმარტებებს ერთადერთ სწორ განმარტებებად. როგორც ნებისმიერ მეცნიერებაში, პედაგოგიურ ინოვაციაში შესაძლებელია განსხვავებული მიდგომები მისი საფუძვლების განსასაზღვრავად,  მათი დაპირისპირება კი ხელს შეუწყობს ცოდნის გაფართოებას.

     

    ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

    1. Найн А.Я.  Инновации в образовании. Челябинск, 1995.

    2. Основы разработки педагогических технологий и инноваций.Астрахань, 1998.

    3. Пригожин А.И. Нововведения: стимулы и препиятствия. М.1989

    4. Хуторской  А.В. Педагогическая инноватика: методология, теория, практика. М 2005

    5. Юсубекова Н.Р. Общие основы педагогической инноватики: Опыт разработки теории инновяционных процессов в образовании.М.1991  

     

    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განათლება საზღვარგარეთ გამოცემები ბიბლიოთეკები პედაგოგები რეპეტიტორები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სამეცნიერო პორტალები ავტოსკოლები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები წიგნების მაღაზიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები კომპიუტერული ტექნიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უმაღლესი სასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი საბავშვო მაღაზიები კოლეჯი სადღესასწაულო ცენტრები სპორტული სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები უცხო ენები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024