მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    მშობელთა ინტერესი ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების მიმართ მოიცავს მრავალ საკითხს. ამის გათვალისწინებით ეს გვერდი თემატურად და ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას უმთავრესი აქტუალური პრობლემების შესახებ. აქტიურად ჩაერთეთ მის მუშაობაში, გამოეხმაურეთ გამოქვეყნებულ მასალებს, დასვით საკითხები თქვენთვის სასურველი პუბლიკაციების თაობაზე.


                                                           

     

     
    ნელი ბავშვი ნანახია (11098) - ჯერ 17 აგვისტო 2009

    თანატოლების გარემოცვაში ასეთ ბავშვებს დაცინვით ”ბოთეს” ან ”ლონდრეს” ეძახიან. სპეციალისტები - ”ნელ ბავშვს”, ფსიქონევროლოგები, ზოგიერთ შემთხვევაში მოიხსენიებენ ტერმინს ”ჰიპოდინამიური სინდრომი”.
    ზოგ მშობელს ბავშვის სიდინჯე აღიზიანებს, ნაწილს აფიქრებს, ხოლო ზოგს აშინებს ან ადარდებს, რა მოვლენაა ეს,   პრობლემაა, თუ ადამიანის განსხვავებული ფსიქო-, ან ტემპერამენტის ტიპი? შესაძლებელია ერთიც და მეორეც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგედიას ეს არ წარმოადგენს.   მიიღეთ თქვენი შვილის სინელე, როგორც მოცემულობა, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეთ აღზრდის პროცესში.
    ამისათვის უპირველესყოვლისა კარგად უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე.
    ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის სინელე განიხილება, როგორც ადრეულ ასაკში (1-3 წ.) ნორმალური განვითარების ეტაპი. ბავშვის აუჩქარებლობა, სიდინჯე, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოტორიკის ბუნებრივად შენელებულ განვითარებასთან, რაც არ აძლევს მას საშუალებას იმოძრაოს და იმოქმედოს სწრაფად, გამართულად. ამ სახის ეტაპობრივი სინელე ბავშვს გაუვლის შემდგომ ასაკში.
    შესაძლოა, რომ თქვენი შვილი ფლეგმატური ტიპის ტემპერამენტის ბავშვია. ტემპერამენტი კი ნერვიული სისტემის თანდართული თვისებაა და მისი პოლარული შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არც ერთი შემადგენელი მახასიათებელი ნაწილობრივ მაინც არ შეიცვლება სწორი მიდგომისა და აღზრდის პროცესისადმი გააზრებული მიდგომის შემთხვევაში. ფლეგმატური ტიპის ტემპერამენტის ბავშვი მშვიდია, არ იტანს დაჩქარებას, ის გამოირჩევა გაწონასწორებული ხასიათით, დარბაისლობითა და გონიერებით, ყველაფერს აკეთებს საფუძვლიანად, შეუპოვრად ცდილობს გადალახოს წინააღმდეგობები. იგი მძიმედ ცვლის დასახულ მიზნებს,   მათ დაცვასა თუ მიღწევაში ავლენს სიჯიუტეს. ცვლილებებს ეჩვევა ძნელად, ურჩევნია ცხოვრების ჩვეული რიტმი,   მისი ფსიქიკა გარე გამაღიზიანებლებთან მიმართებაში ძალიან მდგრადია.

    ის არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ფლეგმატიკოსი ბავშვი თავშეკავებულია ემოციების გამოვლენაში, გარდა ამისა მისი გრძნობები სიღრმითა და უცვლელობით გამოირჩევიან, მიმიკა არ არის ძალიან მეტყველი. მას არ ახასიათებს   კომუნიკაბელურობა. მეგობრებს ძნელად პოულობს, მაგრამ მეგობრობაში იჩენს საშურ თავდადებულობას. რამის შესწავლისათვის, სხვებთან შედარებით, მას მეტი დრო ესაჭიროება, მაგრამ ამის შედეგად მას გამოუმუშავდება მდგრადი უნარ-ჩვევები, რომლებსაც   იყენებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის ტემპერამენტს გააჩნია ნაკლი - მუდმივი დამშვიდებულობა, რაც წარმოქმნის იმის ხიფათს, რომ გაიზრდება ზარმაცი, გულგრილი ყველაფრისადმი, გარდა ყველაზე ელემენტარული მოთხოვნილებებისა.

    ზოგი ბავშვის სინელე შეიძლება იყოს დაკავშირებული ნერვიული სისტემის თავისებურებასთან ან ტვინის სტრუქტურის ორგანულ ცვლილებებთან. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია მიზეზების გარკვევა და ზუსტი დადგენა მივანდოთ პროფესიონალებს - პედიატრებს, სპეციალიზირებულ ნევროპათოლოგებს, ფსიქონევროლოგებს, ფსიქოლოგებსა და ფსიქოანალიტიკოსებს, იმიტომ, რომ ორგანული პათოლოგია ხშირად ასრულებს ბავშვის ფსიქიკის სხვა და სხვა დარღვევების ფონის ფუნქციას. ასეთ ბავშვებს ესაჭიროებათ სპეციალისტების ხანგრძლივი დაკვირვება. მხოლოდ ყოველმხრივი სისტემური გამოკვლევის შედეგად ექიმს შეუძლია დანიშნოს ინდივიდუალური თერაპია, ხოლო ფსიქოლოგს და ფსიქოანალიტიკოსს - დაეხმაროს ბავშვს შინაგანი კონფლიქტების დაძლევაში.
    ნუ შეშინდებით!   კარგად გაერკვიეთ, ამ მასალაში აღწერილიდან, რასთან გაქვთ საქმე თქვენი შვილის შემთხვევაში, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ დასკვნა და იმოქმედეთ. მშობელთა მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება გამოქვეყნდეს ვრცელი და დეტალური სტატია.

    P.S. ალბათ იცით, რომ არსებობენ სხვა ფსიქოტიპის ბავშვებიც და თუ რომელიმე მათგანი გაინტერესებთ, მოგვწერეთ. შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი შვილის ქცევა, ხასიათი, ჩვევა და თქვენ მიიღებთ განმარტებას, თუ რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნება ის და რა უნდა იცოდეთ მის აღზრდასთან დაკავშირებით.

    ავტორი :მზია გიგუაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასარგებლო რჩევები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ფიზიკური კულტურა და სპორტი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ბუნება/ეკოლოგია ბავშვის კვება და მოვლა სასწავლო დაწესებულების მართვა მშობელი და ოჯახი პედაგოგიკა/ფსიქოლოგია მეცნიერება/ტექნიკა სიახლე განათლების სფეროში გაერთიანებები/სოციალური ქცელები სარეკლამო მომსახურება სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ინტერესები/კონკურსები ადამიანთაშორის ურთიერთობა საგანმანათლებლო დაწესებულებები ბავშვის აღზრდა განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა გართობა/თამაშები რელიგია გამოცემები/პუბლიკაციები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები საზოგადოებრივი ურთიერთობები დასვენება/ტურიზმი მედიცინა და პროფილაქტიკა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი კვალიფიკაციის ამაღლება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024