ახალშობილი ბავშვის ეტაპი - ეს პერიოდია, რომელიც იწყება დაბადებიდან და გრძელდება 18-24 დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე ბავშვი ეგუება არსებობის ახალ პირობებს. მისი ორგანიზმი განიცდის რიგ ცვლილებებს: წარმოიშობა სუნთქვა ფილტვების მეშვეობით, იცვლება სისხლის მიმოქცევის სისტემა, იწყება წოვისა და საკვების მონელების პროცესები, ვითარდება ენერგიისა და ძირითადი ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ჩვილი ბავშვის ეტაპი - ეს პერიოდი განისაზღვრება დედის რძით კვების ხანგრძლივობით და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება ერთი წლის ასაკში. ამ პერიოდში მიმდინარეობს სხეულის ინტენსიური ზრდა, რაც განაპირობებს საკვებში მზარდ მოთხოვნილებას და იმის გამო, რომ საკვების მონელების ორგანოები ფუნქციონალურად საკმარისად ჯერ არ განვითარდნენ, ხშირია მათი მოქმედების მწვავე და ქრონიკული მოშლა დიეტის დარღვევის შემთხვევაში.
სკოლამდელი ეტაპი - ცნობილი კლასიფიკაციების მიხედვით ეს პერიოდი განისაზღვრება 3 დან - 6 წლამდე ასაკით. თუ 3 წლამდე ასაკში ბავშვი თამაშისა და სათამაშოებით მანიპულირების მეშვეობით ეცნობა ფერს, ფორმას, ბგერას, ანუ იკვლევს მის გარემო მყოფ რეალობას და იწყებს ისევ სათამაშოების მეშვეობით ექსპერიმენტებს და თამაშის პროცესში ავითარებს მოძრაობის კოორდინაციას, შემდგომ პერიოდში ბავშვი ყალიბდება, როგორც პიროვნება, ის ცდილობს მიუახლოვდეს სამყაროს და უკეთ შეისწავლოს ის. ხდება მისი ცხოვრების პირობების გაფართოება და ის ცდება ოჯახის ჩარჩოს, რომელსაც ემატება ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა, ადამიანთა შორის ურთიერთობათა სამყარო და ბავშვი აღიქვავს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ საზოგადოების წევრადაც. მის მიერ სამყაროს აღქმა ხდება უფრო გააზრებული, მიზანდასახული და ანალიტიკური, აზროვნებაში მას უჩნდება ლოგიკის საფუძვლები. მეტყველება, განვითარების ამ ეტაპზე ახდენს მის განვითარებაზე დიდ ზეგავლენას. მას ძალიან უნდა გახდეს ზრდასრული და ამ პერიოდში ისწრაფის დამოუკიდებლობისკენ.
უმცროსი სასკოლო ეტაპი - განისაზღვრება 6 დან-11 წლამდე. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოჯახიდან ან საბავშვო ბაღიდან სკოლაში გადასვლაა და სწავლის დაწყებაა. ამ პროცესს, გარდა სიხარულისა მოჰყვება დატვირთვისა და პასუხისმგებლობის გაზრდა, სასკოლო მეცადინეობას ემატება სხვა სახის სწავლებით, ტელევიზორით და კომპიუტერით გატაცება, კლებულობს ლაღი და მხიარული დასვენება - მატულობს განცდებისა და სტრესების ოდენობა. უფროსი სასკოლო ეტაპი - ეს არის სიყმაწვილის ასაკი, არც თუ ისე მარტივი პერიოდი ბავშვის, მისი მშობლებისა და ოჯახის ცხოვრებაში. ამ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ფიზიოლოგიური ცვლილებებისა და ფსიქიკის ინტენსიური განვითარების რთული გადახლართვით, ყმაწვილს უწევს უამრავი სირთულეების გადალახვა. უფროსი სასკოლო ასაკში კრიზისები უფრო ნაკლებად იკვეთება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვსა და მშობელს შორის სუფევს ურთიერთგაგება და მათი ურთიერთობები აგებულია ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე. |