მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ინოვაციები - განათლების განვითარების ფაქტორია ნანახია (12489) - ჯერ 28 სექტემბერი 2011

    ამჟამად სახელმწიფო პოლიტიკაში აქცენტი კეთდება სტრუქტურის მოდერნიზაციასთან და განათლების შინაარსთან, მის მართვასთან, პედაგოგიური კადრების პროფესიონალიზმის ამაღლებასთან დაკავშირებული პრობლემების კარდინალურ გადაჭრასთან. სავსებით ნათელია, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია მეცნიერული კვლევების ფრონტის გაფართოებისა და ინოვაციური დამუშავებების კომპლექსთან. ინოვაციები--განათლების განვითარების ფაქტორია. განათლების თეორიტიკოსები მას განიხილავენ როგორც საზოგადოებრივი პრაქტიკის დამოუკიდებელ ფორმას (საქმიანობას, ორგანიზაციის სტრუქტურებისა და მართვის მექანიზმების სისტემა), განსაკუთრებულ სოციალურ ინფრასტრუქტურას, რომლითაც გამსჭვალულია ყველა სხვა სოციალური სფეროები, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ორგანიზმის მთლიანობას, ხოლო მეორე მხრივ-წარმოადგენს მისი ისტორიული განვითარების მძლავრ რესურსს.

     
    თუ ვისაუბრებთ ინოვაციის არსზე როგორც სოციალურ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ იმპულსს, არამედ დასაბამს აძლევს განვითარების საშუალებას, მაშინ აუცილებელია შესწავლილი იქნას განსხვავებულ სოციალურ სისტემებთან ინოვაციის ურთიერთქმედების კანონზომიერებები.
    როგორც წესი, ინოვაციები წარმოიშობიან ტრადიციული პრობლემების ახალი ხერხებით გადაწყვეტის ცდების შედეგად, დაგროვების ხანგრძლივი პროცესისა და ფაქტების გაცნობიერების შედეგად, სწორედ მაშინ იბადება ახალი თვისება, რომელიც ნოვატორული აზრის მატარებელია. ინოვაციების უმეტესობა არის მემკვიდრეობით კავშირში ისტორიულ გამოცდილებასთან და აქვს ანალოგები წარსულში. ეს გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ინოვაციური პროცესი--ესაა მოტივირებული, მიზანმიმართული და შემოქმედებითი პროცესი შესაქმნელად, ასათვისებლად, გამოსაყენებლად და ახალი იდეების გასავრცელებლად (თეორიები, მეთოდები, ტექნოლოგიები) მოცემული აქტუალური და ადაპტირებული პირობებისათვის და განსაზღვრული კრიტერიუმების შესატყვისებისათვის.


    ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში გაჩნდა პედაგოგიური სიახლეეების შემსწავლელი ცენტრები, გამოვიდა სოციალური პედაგოგიური გამოცემები, რომლებიც ეძღვნებათ ახალშემონაღებებს განათლების სფეროში ((,,Information at innovation en education", Education in the United states" და სხვა. )


    აუცილებელია აღინიშნოს, რომ უცხოურ პედაგოგიკაში ჩვენთან შედარებით, ინოვაციის კვლევები უმეტესად ატარებენ პრაგმატულ, და აქედან გამომდინარე, ემპირიულ ხასიათს (ა. ნიკოლსის, ჯ. ვასეტის, ა. ადამსის და სხვათა შრომები). ამ ნაშრომებში არის არა მხოლოდ ინოვაციური პროცესების თეორიულად დასაბუთების მცდელობა, არამედ პრაქტიკაში მათ ასათვისებლად პრაქტიკული რეკომენდაციების მოცემის მცდელობაც.


    ამერიკელი და ინგლისელი პედაგოგების მიერ ხდება (ნ. ვარნეტი, დ. გამილტონი, ნ. გროსი, ნ. დიკინსონი, გ.მაილზი, ა. ხაბერმანი და სხვები) შემდეგი საკითხების გაანალიზება: ინოვაციური პროცესების მართვა; განათლებაში ცვლილებების ორგანიზაცია; ინოვაციური პროცესების თეორია და რეალობა; შეისწავლება ინოვაციური პროცესების პირობები, რომლებიც აუცილებელია ინოვაციის ცხოველქმედობისათვის; ინოვაციის პლანირება ცოდნების გამოყენებისა და გავრცელების საშუალებით; ინოვაციის რეკლამირების ხერხები; ფაქტორები და წყაროები, აგრეთვე სხვადასხვა სახის დაბრკოლებები მათი ათვისებისა და გავრცელების გზაზე.
    განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ა. ნიკოლსის ნაშრომი ,,პედაგოგიური ინოვაციებით მართვა", რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა გააზრებული ინოვაციური პროცესების მმართველობის ასპექტები. ავტორი გამოყოფს ინოვაციური საქმიანობის ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა სიახლის არჩევა, მისი შემოღება, მხარდაჭერა და შეფასება. ახალშემონაღებებში განსაკუთრებით ანალიზდება ადამიანური ფაქტორისა და გარემოს როლი.
    პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა ინოვაციური პროცესები დაჟინებული შესწავლის საგანი (ე. დნეპროვი, მ. ბაშმაკოვა, ტ. კოვალება, ა. ხუტორსკოი, ნ. იუსუფბეკოვა და სხვა)


    საქართველოში რიგი ნამუშევრებისა მიეძღვნა საგანმანათლებლო პროცესში უახლესი პედაგოგიური ტექნოლოგიების დანერგვას (ც. გორდეზიანი, ნ. გამყრელიძე, რ. მოსიძე, გ. ჩაჩანიძე, კ. ნანობაშვილი, ი. ბასილაძე, მ. ახვლედიანი და სხვები)
    განსაზღვრავენ რა ინოვაციურ პროცესს როგორც საკვანძო ცნებას პედაგოგიურ ინოვაციაში, ავტორები განათლებაში ინოვაციურ პროცესებს განიხილავენ სამ ძირითად ასპექტში: სოციალურ- ეკონომიური, ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური და ორგანიზაციულ-მმართველობითი. მათი აზრით, ამ ასპექტზეა დამოკიდებული საერთო კლიმატი და პირობები, რომლებშიც წარმოიშობიან ინოვაციური პროცესები. არსებულ პირობებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ან წინააღმდეგობაში მოვიდნენ ინოვაციურ პროცესთან. უკანასკნელს შეუძლია ჰქონდეს როგორც სტიქიური, ისე მართვადი ხასიათი. არ შეიძლება არ დაეთანხმო ა. ხუტორსკოის დასკვნას ,,სიახლეების შემოღება--ეს, პირველ ყოვლისა არის ცვლილებების ხელოვნური და ბუნებრივი პროცესების მართვის ფუნქცია".
    განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ინოვაციური პროცესის სამი შემადგენლის ერთიანობა: შექმნა, ათვისება და გამოყენება. სწორედ ასეთი სამშემადგენლიანი ინოვაციური პროცესი წარმოადგენს ყველაზე ხშირად შესწავლის საგანს პედაგოგიურ ინოვაციაში, განსხვავებით მაგალითად დიდაქტიკისაგან, სადაც მეცნიერული კვლევის ობიექტად გვევლინება სწავლების პროცესი.


      დღეს ინოვაციური ცვლილებები მიდის იმ მიმართულებით, როგორიცაა განათლების ახალი შინაარსის ფორმირება; სწავლების ახალი ტექნოლოგიების დამუშავება და რეალიზაცია, მათ შორის ინფორმაციების; როგორც მასწავლებლების ისე მოსწავლეების საქმიანობის სახეობებში და აზროვნების სტილში ცვლილებები; საშუალო და უმაღლესი რგოლების ალტერნატიული სასწავლო დაწესებულებების შექმნა და განვითარება.

    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქოლოგია მოდა და დიზაინი სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ხელოვნება და კულტურა აბიტურიენტი და გამოცდები პრესა განათლების შესახებ ბიოლოგია ბუნება, ეკოლოგია კინო და მუსიკა მათემატიკა სპორტი და ექსტრიმი ბავშვის მოვლა და აღზრდა სიახლე განათლების სფეროში ოჯახი, მშობლები და ბავშვი გეოგრაფია მშობლიური ენა და ლიტერატურა დასაქმება და კარიერა ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა იურისპრუდენცია განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა უცხო ენები მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ქიმია კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი ჟურნალისტიკა, PR სოციოლოგია, პოლიტოლოგია სკოლა და მოსწავლე განათლება საქართველოში და მსოფლიოში ფიზიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ეკონომიკა სხვა ფინანსები რელიგია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება გართობა და თამაშები გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024