სტრესი ყველა საზოგადოებაშია, თუმცა საქართველოში განსაკუთრებით მრავლობენ სტრესის მქონე ადამიანები. სტრესი ყველგან და ყოველთვისაა, მცირე თუ დიდი ზომით. ამიტომ დავინტერესდი მისი დაძლევის სტრატეგიებით, რომელიც არამარტო კონკრეტულ სიტუაციაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც დაგვეხმარება:
როცა ვეძებთ სტრესისა და შფოთვისათვის დაძლევის სტრატეგიებს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის რელაქსაციაც, შეიძლება სასარგებლო იყოს, როცა სწორად გამოიყენება.
მაგრამ, ნებისმიერი მექანიზმის გადაჭარბებულმა გამოყენებამ, შეიძლება ის მავნე გახადოს დროთა განმავლობაში.
ყველა მექანიზმი, რომელსაც იყენებთ, უნდა იცოდეთ, რომ ამართლებდა რაღაც სიტუაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
დაძლევასთან დაკავშირებული ფაქტები:
ვერც ერთი სტატეგია ვერ იქნება მუდმივად ეფექტური, ამიტომ აუცილებელია დაძლევის სტრატეგიების რეპერტუარის ქონა. როცა გაქვთ დაძლევის ბევრი ტექნიკა, შეგიძლიათ რამოდენიმე ამოარჩიოთ და დაეყრნოთ შესაბამისი სიტუაციის მიხედვით.
რელაქსაციისა და სხვა სტატეგიების მიზანი არის გაათავისუფლოს სტესისგან და შფოთვისგან იმ მომენტში, შეამციროს სტრესი და გაზარდოს რელაქსაცია. ამ მშვიდ მდგომარეობაში, შეგეძლებათ ნათლად იფიქროთ და ეფექტურად გადაჭრათ პრობლემა.
სტრესის მენეჯმენტის გასაღები არის გამოიყენო ნათელი გონება პრობლემის გადასაჭრელად, ვიდრე მას თავი აარიდო. სხვა სიტყვებით, რელაქსაცია საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ გონებრივი სიძლიერე, ფსიქიკური და გონებრივი ჯანმრთელობა, და დამშვიდდე საკმარისად, რომ გაუმკლავდე ცხოვრებისეულ პრობლემებს. თქვენ, სტრესს რეალურად არ უმკლავდებით, თუ მას უბრალოდ თავს არიდებთ და არ ერკვევით სიტუაციაში.
ზოგჯერ, დაძლევის სტრატეგიები, რომლებიც დასაწყისში ეფექტური იყო კარგავენ ეფექტურობას. ეს ნორმალურია. თუ, დაძლევის სტრატეგია წყვეტს მუშაობას, ეს არის შეხსენება, რომ განვავითაროთ სხვა რამდენიმე ვარიანტი.
ზოგჯერ, დაძლევის სტრატეგიები გადაიზრდებიან მავნე ჩვევებში. რაც ადრე სტრესის შემამცირებელი იყო, შეიძლება გახდეს სტრესორი. ნებისმიერი სტრატეგია, რომლის გამოყენებასაც გადავაჭარბებთ, შეიძლება გახდეს სტრესული და არასასურველი ჩვევა. მაგალითად, თუ მოგწონთ ვარჯიში სტრესის დასაძლევად, ფიზიკური ატქივობა შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური და ჯანსაღი, მაგრამ თუ ვარჯიშს იწყებთ ყველა სტესული მოვლენის საპასუხოდ და ამცირებთ იმ სავარჯიშოებს, რომლებიც გსიამოვნებდათ ვარჯიშისათვის, ეს სტატეგია შეიძლება ხელიდან წავიდეს და სტრესორად იქცეს. რაც ადრე იყო სტრესის შემამცირებელი ახლა შეიძლება გამომწვევი გახდეს. ყველაზე ხშირად, როცა ვფიქრობთ დაძლევის სტრატეგიაზე, რომელიც ცუდ ჩვევად იქცა, გვახსენდება ზედმეტი შოპინგი, ალკოჰოლი, სიგარეტი და ა.შ, მაგრამ ეს მაგალითი ყველა სტატეგიას ეხება. დაფიქრდით რელაქსაციაზე: თუ ყოველთვის რელაქსაციას იყენებთ და არ გაქვთ დრო სხვა სტრატეგიას მიმართოთ, ის აღარ იქნება ჯანსაღი. დაფიქრდით, რამდენად ჯანსაღი სტატეგიები გაქვთ?
მნიშვნელოვანია, განავითაროთ დაძლევის სტრატეგიების ახალი მეთოდები. როგორც აღვნიშნეთ, რაც უფრო მეტ სტატეგიას ფლობთ, მით მეტია შანსი იპოვო ის მეთოდი, რომელიც მუშაობს კონკრეტული სტერსორისათვის. ასევე, ახალი რაღაცეების გამოყენებით სწავლობ და ინარჩუნებ ცხოვრებას საინტერესოდ. ახალი ჰობი შეიძლება გახდეს სტრესის შესანიშნავი შემამცირებელი.
მხოლოდ თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რა მუშაობს საუკეთესოდ. ყოველი ჩვენგანი ვართ უნიკალურები ჩვენი სტრესზე რეაგირების საკუთარი ინდივიდუალურობით და სტრესის და შფოთვის გადაჭრის გზებით. ეძიეთ სხვადასხვა სტატეგიები, რათა იპოვოთ ის, რომელიც თქვენთვის სასარგებლოა. სტატეგია შეიძლება სხვისთვის ეფექტური იყოს, თუმცა, თქვენთვის საერთოდ არა. ანალოგიურად, შეიძლება სტატეგია, რომელიც ადრე არ იყო ეფექტური, ახლა სასარგებლო აღმოჩნდეს. გააგრძელეთ ახალი იდეების გამოყენება!
რელაქსაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია. მისი გამოყენებით, ემზადებით სტრესული სიტუაციის გამკლავებისათვის. ხდებით უფრო სტაბილური, შეგიძლიათ უკეთესად მართოთ შფოთვა და საერთოდ, სტრესი. რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკები არის ხელმისაწვდომი, და მათ შორის, ნამდვილად, იპოვით სასარგებლოებს.
ჩვენს გარშემო სტრესი ყოველთვის იქნება, ხრიკი იმაშია, რომ იპოვოთ მინიმუმ 2 ან 3 სტრატეგია, რომელიც ნამდვილად გსიამოვნებთ.
|