თანმიმდევრობით მოგაწვდით სპეციალური კვლევების შედეგებში მითითებულ და მრავალ ჯერ აპრობირებულ თვით რეგულაციისა და საკუთარ თავზე ზეგავლენის ზოგიერთ მეთოდსა და ხერხს. ამჯერად მოდით შევჩერდეთ სუნთქვის რეჟიმთან დაკავშირებული რეკომენდაციების პირველ ოთხეულზე და თუ დაგაინტერესებთ - იმავე რუბრიკით გამოვაქვეყნებთ გაგრძელებას. ხერხი პირველი: სუნთქვის მართვა - წარმოადგენს კუნთების ტონუსზე და ტვინის ემოციურ ცენტრებზე ზეგავლენის ეფექტურ საშუალებას. დაკვირვება ადასტურებს, რომ ნელი და ღრმა (ამ პროცესში მუცლის კუნთების ჩართვით) სუნთქვა აქვეითებს (ანელებს) ნერვული ცენტრების აქტიურობას და ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ხსნის მათ დაძაბულობას ანუ ორგანიზმის რელაქსაციას. ხოლო მკერდით ხშირი სუნთქვა - პირიქით იწვევს ორგანიზმის აქტიურობის ზრდას და ამაღლებს ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობის დონეს. ხერხი მეორე: აგრეთვე დაკავშირებულია სუნთქვის მართვასთან. ფეხზე დგახართ თუ მაგიდას უზიხართ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ მოადუნოთ სხეულის კუნთები და გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის რეჟიმზე. ზედმეტი აჩქარების გარეშე, ერთიდან ოთხამდე დათვლით, გააკეთეთ აუჩქარებელი ღრმა ჩასუნთქვა, ისე რომ გულმკერდი დარჩეს უმოძრაო, წინ იმოძრაოს მხოლოდ მუცელმა. შემდგომი ოთხამდე დათვლის პროცესში შეაჩერეთ სუნთქვა. ამის შემდეგ, უწყვეტად, ერთიდან - ექვსამდე თვლით, ნელა ამოისუნთქეთ. შემდეგ - კვლავ ოთხამდე თვლით შეაჩერეთ სუნთქვა. ყველა ეს მოქმედება გაიმეორეთ 3 – 5 წუთის განმავლობაში (ან თვენი რეაქციის ინდივიდუალური დაკვირვებით ოდნავ მეტ ხავს) და შეატყობთ, რომ თქვენი მდგომარეობა გახდა საგრძნობლად მშვიდი და წყნარი. ხერხი მესამე: წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ, ცხვირიდან 10 – 15 სანტიმეტრის დაშორებით ჰაერში ჰკიდია, მაგალითად, ბუმბული. ისუნთქეთ ნელა და მხოლოდ ცხვირით, ისე ფაქიზად, რომ ბუმბულიც კი არ აფრიალდეს . ხერხი მეოთხე: ვინაიდან გაღიზიანების ან გაბრაზების მომენტში ჩვენ, რომ იტყვიან ერთ ჩასუნთქვაზე, გამოვხატავთ ემოციას და ამ დროს ვაბრკოლებთ სუნთქვას, კერძოდ კი გვავიწყდება ნორმალური ამოსუნთქვა, ამიტომ: -ასეთ ვითარებაში ღრმად ამოისუნთქეთ; -მერე, რამდენადაც შესძლებთ, შეაჩერეთ სუნთქვა; -რამოდენიმე ღერ ღრმად ჩაისუნთქეთ; -მოკლე ხნით კვლავ შეაჩერეთ სუნთქვა. შემდეგ ისუნთქეთ უკვე სტაბილურად, თანაბრად ანუ, როგორც ყოველთვის უნდა სუნთქავდეთ.
ასეთია რეკომენდაციები სუნთქვის მეშვეობით თვით რეგულაციის თაობაზე.
|