გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas
...
დიდი ბრიტანეთი მრავალფეროვანია და კონტრასტებით აღსავსეა: ინგლისი,
შოტლანდია და ჩრდილოეთი ირლანდია განსხვავებული ტრადიციების, ჩვეულებებისა
და კულტურის მქონე უნიკალური ქვეყნებია. დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს 61
მილიონი სხვა და სხვა ეროვნებისა და რასის წარმომადგენელი. მსოფლიოს
უამრავი ქვეყნიდან ჩასულმა მრავალმა ათასმა ადამიანმა და ათასობით ოჯახმა
აღიარეს ის საკუთარ სახლად და შექმნეს კულტურული და რასობრივი
ინტეგრაციისა და ერთიანობის მახასიათებლების მქონე ღია საზოგადოება. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ქვეყანა - ინგლისი დღეს თვალნათლივ განასახიერებს ამ პროცესებს.
ინგლისის დედაქალაქი ლონდონი - საბანკო საქმის, დაზღვევისა და ვაჭრობის უმსხვილესი საერთაშორისო ცენტრია. საყოველთაოდ ცნობილია მსოფლიო პრესტიჟის მქონე მაღაზიები, რესტორნები, ღამის კლუბები და მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური თუ თეატრალური სცენები. იმავდროულად დიდი ბრიტანეთი მაგნიტივით იზიდავს ახალგაზრდობას მთელ მსოფლიოდან: დღეისთვის აქ სწავლობს 250 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი. 600 ათასი ახალგაზრდა ყოველწლიურად ჩადის დიდ ბრიტანეთში მშობლიურ გარემოში ინგლისური ენის შესასწავლად, შემდგომი განათლების შანსის მოსაპოვებლად და კარიერული ამბიციების რეალიზაციისთვის. ამას განაპირობებს ის, რომ ამ ქვეყნის კვალიფიკაციებს და სასწავლებლების ხარისხის სტანდარტებს აღიარებს და პატივს სცემს მთელი მსოფლიო.
სად შეგვიძლია ვისწავლოთ. დიდი ბრიტანეთის 3000 - ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მიესალმება უცხოელი სტუდენტების სწავლის სურვილს. მოქნილი განათლების სისტემა სთავაზობს არჩევანის დიდ დიაპაზონს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აირჩიოს მისი მოთხოვნილების, ინტერესისა და შესაძლებლობის შესატყვისი განათლების გზა. (იხილეთ ქვემოთ მითითებულ საიტებზე). სასწავლო კურსების ნაწილის გავლა შესაძლებელია დაუსწრებლადაც.
ენის კურსები დიდი ბრიტანეთის აკრედიტაციის მქონე დაახლოებით 1500 სასწავლო დაწესებულებას გააჩნიათ ინგლისურის, როგორც უცხოური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება და ტრადიცია, მათი დიპლომები სარგებლობენ საერთაშორისო აღიარებით. ენის შესასწავლად მრავალფეროვანია სასწავლო სასწავლო დაწესებულებების არჩევანი: სპეციალიზებული ენობრივი სკოლები, შემდგომი განათლების კოლეჯები, უნივერსიტეტები. სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში შესაძლებელია ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად სხვა საგნების შესწავლაც. კერძო ენობრივ სკოლებში, როგორც წესია, მოსწავლეთა (მ.შ. ბრიტანელთა) რაოდენობა კლასებში უფრო მცირერიცხოვანია და სწავლებისადმი მიდგომა უფრო ინდივიდუალურია. თექვსმეტი წლის ასაკამდე ენის სწავლა შესაძლებელია ენის შესწავლის ცენტრებში, რომლებიც ატარებენ საზაფხულო კურსებსაც. ენის კურსებს აგრეთვე ატარებენ დამოუკიდებელი სკოლები.
დამოუკიდებელი სკოლები / Independent Schools/ დამოუკიდებელი სკოლები, რომელთა საგანმანათლებლო გამოცდილება დამყარებულია მრავალ საუკუნოვან ტრადიციებზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლის აკადემიურ მხარეს, რათა მოამზადონ მოსწავლეები უნივერსიტეტში სასწავლებლად. A-Levels პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში და დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც იყენებენ მათ მიდგომებსა და პროგრამებს.
წინა საუნივერსიტეტო და პროფესიული კურსები / Career based and pre-university / ეს კურსები, სწავლის მსურველის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, სთავაზობენ დიდ არჩევანს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში - კომპიუტერული ტექნიკის, ბიზნესის, ხელოვნების, დიზაინის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და მრავალი სხვა მიმართულებებით სწავლებას.
უმაღლესი განათლება / Undergraduate/ უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებები სტუდენტს უქმნიან არჩევის უდიდეს შესაძლებლობებს. მეცნიერებისა და ტექნიკის დარგების შესწავლის შემოთავაზება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად მოძებნის მისთვის საინტერესო მიმართულებას. (იხილეთ ქვემოთ მითითებულ საიტებზე) სწავლის კურსის ხანგრძლიობა შეადგენს 3 – 4 წელს (მეოთხე უშუალოდ წარმოებაში ან კომპანიაში)
დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების Top 20 : 1 Cambridge 2 Oxford 3 Imperial College 4 Soas 5 LSE 6 University College London 7 King's College London 8 Warwick 9 York 10 Manchester 11 Nottingham 12 Durham 13 Aston 14 St Andrews 15 Edinburgh 16 Bristol 17 Royal Holloway 18 Bath 19 Middlesex 20 Sheffield
უმაღლესის შემდგომი განათლება / Postgraduate/ განათლების ამ საფეხურზე ნებისმიერ ადამიანს ექმნება თავისი სპეციალობით ინტერესის დაკმაყოფილების სრული შესაძლებლობა, სპეციალიზაციის შესაბამის სფეროებში დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერების ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით ორიგინალური კვლევების ჩატარება ან მონაწილეობა. მიმართულებები უამრავი და მრავალფეროვანია (ინტერესის შესაბამისად დეტალურად გაეცანით ქვემოთ მითითებულ საიტებზე).
სწავლის ღირებულება / Tuition fees / ენობრივ კურსებზე 8 – 12 კაციან ჯგუფში სწავლა (სასწავლებლის გათვალისწინებით) დაახლოებით დაგიჯდებათ 100 ფუნტი კვირაში, ინტენსიური კურსი მცირე ჯგუფში 300 ფუნტი, აკადემიური ანუ უმაღლესისთვის მოსამზადებელი კურსი 200 ფუნტამდე. ზოგ უნივერსიტეტში, სწავლების სხვა კურსის გამვლელი სტუდენტები, თავისუფლდებიან ენობრივი კურსის გადასახადიდან. სკოლა-პანსიონების მოსწავლეები და ამ სახის ზოგი კოლეჯის სტუდენტები არ იხდიან ცხოვრების, კვებისა და სამრეცხაოს მომსახურების გადასახადს. სხვა სახის სკოლებში სწავლის გადასახადი განსხვავებულია: სრული პანსიონით (გააჩნია სკოლის ტიპს) 3000 – 7000 ფუნტამდე, ხოლო განთავსების გარეშე, ანუ ნაწილობრივი პანსიონით, 1500 – 4000 ფუნტ სტერლინგამდე სემესტრში. პროფესიულ კურსებზე სწავლის საშუალო ღირებულება მერყეობს 3300 – 4150 ფუნტამდე წელიწადში, გარდა ამისა ყოველთვიურად დაახლოებით 600 ფუნტი საჭირო იქნება ცხოვრებისთვის.
ბრიტანეთში ყველა უნივერსიტეტი თვითონ ადგენს სწავლების ღირებულებას. გარდა ამისა სწავლის საფასური განსხვავდება დარგებისა და სპეციალობების მიხედვითაც. ბაკალავრიატი მიახლოებით: ჰუმანიტარული მეცნიერებების პროგრამები 6250 – 7650 ფუნტი წელიწადში; საბუნებისმეტყველო პროგრამები 6500 – 9700; მედიცინა 6960 – 18000 ფუნტი სტერლინგი წელიწადში. მაგისტრატურა დაახლოებით: ჰუმანიტარული მეცნირებები 6750 – 8200; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები 6500 – 9950; მედიცინა 6200 – 17400 ფუნტი სტერლინგი წელიწადში. MBA ერთწლიანი კურსი 7500 – 11500 ფუნტი, პრივილეგირებულ ბიზნეს-სკოლებში 20000 ფუნტ სტერლინგამდე.
ნახეთ ვიდეო რგოლი: Video Slide show showcasing study abroad in the United Kingdom.