"საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"
გთავაზობთ სპეციალურ სატრენინგო პროგრამას თბილისის და რეგიონების
სკოლების მენეჯმენტისათვის.
დაგეგმილი სატრენინგო პროგრამის შესახებ
2009 წლის ნოემბრიდან “ღია საზოგადიების ინსტიტუტის” მხარდაჭერით
(უნგრეთი) სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა დაიწო ახალი
პროექტის – "სკოლების ფინანსური მართვის განვითარება საქართველოში" - განხორციელება, რომლის მიზანია სკოლის ფინანსური მართვის გაუმჯობესება.
ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება თბილისსა და
რეგიონებში სკოლების დირექტორებისთვის და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის. კერძოდ, დაგეგმილია შემდეგი ტრენინგები: 1. სკოლების ფინანსური მართვა - 2 დღე (დირექტორებისათვის) 2. სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები - 2 დღე (სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის) აღნიშნული პროექტი “ღია საზოგადიების ინსტიტუტის" (უნგრეთი) მხარდაჭერით
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ 2007-2008 წლებში
განხორციელებული პროექტის “განათლების დაფინანსების რეფორმა საქართველოში”
შედეგებზეა აგებული. ამ პროექტის ფარგლებში ცენტრმა შეიმუშავა სპეციალური
ტრენინგ კურსები დირექტორებისთვის და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის:
ეფექტიანი მენეჯმენტი სკოლის დირექტორებისათვის; ეფექტიანი სამეურვეო
საბჭოები; სკოლის ფინანსური მენეჯმენტი. ტრენინგები წარმატებით ჩაუტარდა
48 სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელს: დირექტორებსა და სამეურვეო
საბჭოების წევრებს.
ინფორმაცია სტრატეგიული კვლევებისა და განითარების ცენტრზე
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1995 წლის ივლისში. ჩვენი მომსახურება განკუთვნილია ყველა იმ დაინტერესებული პირისა თუ
ორგანიზაციისთვის, რომელიც მიისწრაფის საკუთარი ცოდნის და გამოცდილების
გამდიდრებისკენ, საქმიანობის გაფართოებისა და წარმატებისკენ. 2006 წლიდან ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპეციალური სერვისის
განვითარებას სკოლების მმართველი რგოლებისათვის. დამუშავებულია სკოლის
სპეციფიკაზე მორგებული ტრენინგ კურსები, აპრობირებულია საკონსულტაციო
მომსახურება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სკოლების
საჭიროებათა კვლევა, სტრატეგიული დაგეგმვა, სტრუქტურის სრულყოფა და სხვა.
ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე www.csrdg.ge
ვისთვის არის პროგრამა საინტერესო? • “სკოლის ფინანსების ეფექტიანი მართვა” - სკოლის დირექტორებისათვის • “სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები” - სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის
ტრენინგ კურსების სასწავლო ამოცანების მოკლე აღწერა
• ტრენინგი – ფინანსური მართვა სკოლებისათვის
ეს ტრენინგ კურსი მონაწილეებს მიაწვდის ცოდნას ფინანსური მართვის საფუძვლებში. ტრენინგზე მონაწილეობის შედეგად მონაწილეები: - მიიღებენ ცოდნას ფინანსური მართვის თანამედროვე თეორიებისა და კონცეფციების შესახებ; - მკაფიოდ გამიჯნავენ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის ფინანსური მართვის სფეროში; - შეიძენენ ცოდნას საგადასახადო პროცედურებისა და გადასახადების გაანგარიშების შესახებ; - განასხვავებენ შემოსავლების სხვადასხვა ტიპებს და გააანალიზებენ მათ შორის ძირითად განსხვავებებს; - შეისწავლიან შესყიდვების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს; - შეისწავლიან ფინანსური დაგეგმვის მეთოდს 3 ძირითადი მონაცემის მიხედვით.
• ტრენინგი – სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები
სკოლების სამეურვეო საბჭოები საქართველოში სკოლის მმართველობის ახალი
სტრუქტურული ერთეულია. ეს ტრენინგ კურსი სპეციალურად შემუშავდა სამეურვეო
საბჭოს წარმომადგენლებისათვის, რათა მათ უკეთ გააანალიზონ საკუთარი როლი,
პასუხისმგებლობები და უფლებამოსილება სკოლის ეფექტიანი მართვის პროცესში.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები: - შეიძენენ ცოდნას, თუ რას წარმოადგენს სკოლის სამეურვეო საბჭო და რა უფლებამოსილებას ფლობს იგი; - განასხვავებენ სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს როლებსა და პასუხისმგებლობებს; - შეიძენენ ცოდნას სკოლის ფინანსურ მართვაში სამეურვეო საბჭოს როლის შესახებ; - გააანალიზებენ ფინანსური კომიტეტის პასუხისმგებლობებს; - შეისწავლიან ბიუჯეტის ფორმირების პრინციპებს და გააანალიზებენ კავშირს სტრატეგიულ გეგმასა და ბიუჯეტის დაგეგმვას შორის; - ერთმანეთისაგან განასხვავებენ სკოლის შემოსავლების სხვადასხვა ტიპებს, ასევე სკოლის ხარჯების სხვადასხვა ტიპებს; - მიღებენ ინფორმაციას შესყიდვების პროცედურების შესახებ; - შეიძენენ უნარებს სამეურვეო საბჭოს შეხვედრების ეფექტიანად წარმართვისათვის; - მიიღებენ ინფორმაციას თანამონაწილეობითი მეთოდების შესახებ, სკოლის
მართვაში თემის (მშობლები, მასწავლებლები) ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
როგორ მოგვმართონ დაინტერესებულმა პირებმა
თებერვალში ჩატარდება ორი ტრენინგი, თემაზე “სკოლის ფინანსების ეფექტიანი მართვა”. ტრენინგების ჩატარდების თარიღებია:
I. 17-18 თებერვალი II. 19-20 თებერვალი
იანვარ-თებერვალში კი ჩატარდება ორი ტრენინგი, თემაზე“სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები”. ტრენინგების ჩატარდების თარიღებია:
I. 6-7 თებერვალი II. 13-14 თბერვალი
დაგეგმილი ტრენინგების განრიგი
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ტრენინგის მონაწილის
განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრში. შევსებული მონაწილის ანკეტის შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული
სახით მისამართზე apply@csrdg.ge, ან მოიტანოთ ორგანიზაციის ოფისში. ტრენინგ კურსებზე დასწრების მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმები უნდა წარმოადგინონ ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ ხუთი დღით ადრე. ინფორმაცია შემდგომი ტრენინგ კურსების განრიგის შესახებ შეიძლება
მიიღოთ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებ-გვერდზე,
ინფორმაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://csrdg.ge/index.php?module=text&link_id=141〈=geo ან ტელეფონით. საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე. |