მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    კონკურსი “მე - ახალგაზრდა მეცნიერი” 12 თებერვალი 2010

    შესავალი

    1989 წლიდან ევროკავშირის ეგიდით ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება კონკურსი სახელწოდებით "ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობას მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში. საქართველო (ასოცირებული წევრის სტატუსით) პირველად მიწვეული იქნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1998 წელს.

    მოცემული კონკურსი გამიზნულია იმ სტუდენტთათვის, რომელთაც შემუშავებული აქვთ ინოვაციური სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და აინტერესებთ მონაწილეობის მიღება ევროკავშირის კონკურსში ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2010 წელს ევროკავშირის 22-ე კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის ჩატარდება პორტუგალიაში სექტემბერში.

    კონკურსი "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" განკუთვნილია საქართველოს ყველა რეგიონის საშუალო სკოლების ბოლო კლასის, კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის (15-დან - 20 წლამდე). უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ პირველკურსელ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც მეორე კურსზე გადადიან 2010 წლის სექტემბერში. აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შემუშავებული ინოვაციური, სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პროექტები და დაიცვან საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ დარგებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი.

    ევროკავშირის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდება ადგილობრივი კონკურსის "მე - ახალგაზრდა მეცნიერი" მეშვეობით 2010 წლის აპრილში და გამარჯვებული პროექტების ავტორები გაემგზავრებიან ევროკონკურსზე მათი პროექტების წარსადგენად. დაშვებულია არაუმეტეს 3 პროექტის ნომინირება და ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6-ს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.

    კონკურსის მიზანი

    რამდენადაც სკოლებში დღეს არ არის საკმარისი პირობები იმისათვის, რომ მოზარდმა ჩაატაროს კვლევა და/ან შექმნას ახალი ხელსაწყო/დანადგარი, კონკურსის მიზანია დააფინანსოს ამგვარი საინტერესო და ინოვაციური პროექტები.

    ეს არის წინასწარი კონკურსი მოზადებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ დახმარება მათი იდეის განხორციელების და/ან კვლევის ჩატარებისათვის.

    კონკურსი დააფინანსებს

    აუცილებელი დანადგარების/იარაღების, მასალების, აუცილებელი მგზავრობის (საქართველოს ფარგლებში), ლიტერატურის შეძენას და სხვას შესაბამისი აუცილებლობისა და დასაბუთების შემთხვევაში.

    კონკურსი არ დააფინანსებს

    • ხელფასებს;
    • ასლგადამღებ ტექნიკას;
    • პროექტს, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლისთვის სახიფათო მასალების გამოყენებასთან.

    კონკურსის ბიუჯეტი

    კონკურსის საერთო ბიუჯეტია 750 აშშ დოლარი.

    თითოეული გრანტი არ აღემატება 250 აშშ დოლარს.

    როგორ უნდა დაიწეროს საკონკურსო  პროექტი

    საკონკურსო პროექტი უნდა დაიწეროს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის შესაბამისად.

    პროექტი უნდა დაიწეროს თვითონ მოზარდის მიერ, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ჰყავს თუ არა მას ხელმძღვანელი და თუკი ასეთი არსებობს, პროექტს თან უნდა დაერთოს ხელმძღვანელის რეცენზია. პროექტში ასევე მითითებული უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირი (ეს როლი შეიძლება ხელმძღვანელმაც შეასრულოს). თუკი პროექტს ხელმძღვანელი არ ჰყავს უნდა დასაბუთებული იქნას, როგორ განხორციელდება პროექტი ხელმძღვანელის გარეშე. ამ შემთხვევაშიც   მითითებული უნდა იყოს  მოზარდის ნდობით აღჭურვილი პირი.

    შესაბამისად ან პროექტის ხელმძღვანელი (თავის რეცენზიაში) ან ნდობით აღჭურვილი პირი  (ცალკე წერილში) პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს პროექტის უსაფრთხოებაზე.

    პროექტს თან უნდა ერთვოდეს 2 სარეკომენდაციო წერილი, მათ შორის ერთი სკოლის დირექტორისგან, ხოლო მეორე - პროექტის სფეროში მომუშავე სპეციალისტისაგან.  

    კონკურსის განხორციელების ეტაპები:

    • პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 მარტი, 2010, 17:30.
    • პროექტების განხილვა, პრეზენტაცია ჟიურის წინაშე და შერჩევა - 10 აპრილამდე, 2010 წ.

    დამატებითი ინფორმაცია

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდ სსსსპ-ის დირექტორს თამარ ხულორდავას ტელეფონზე 877 40 64 09 ან ელ. ფოსტით: tkhulordava@osgf.ge

    პროექტების ჩაბარებისთვის, გთხოვთ, მობრძანდეთ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10, საკონტაქტო პირი: მარინა გვიმრაძე, ტელ: 25 05 92, დამატებითი 225, 899 26 17 18, ელ. ფოსტა: marina@osgf.ge

    სტანდარტული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმა განთავსებულია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებსაითზე http://www.osgf.ge/, მისი მიღება ასევე შესაძლებელია ფონდის ოფისის მისაღებში.

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ადამიანთაშორის ურთიერთობა გაერთიანებები/სოციალური ქცელები ინტერესები/კონკურსები ბავშვის აღზრდა სარეკლამო მომსახურება პედაგოგიკა/ფსიქოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში დასაქმება/კარიერა/ბიზნესი გამოცემები/პუბლიკაციები სხვა ფიზიკური კულტურა და სპორტი მშობელი და ოჯახი რელიგია სასარგებლო რჩევები მეცნიერება/ტექნიკა ბავშვის კვება და მოვლა სასწავლო დაწესებულების მართვა საზოგადოებრივი ურთიერთობები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი მედიცინა და პროფილაქტიკა ბუნება/ეკოლოგია სიახლე განათლების სფეროში სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები საგანმანათლებლო დაწესებულებები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება დასვენება/ტურიზმი გართობა/თამაშები კვალიფიკაციის ამაღლება
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024