ამ მასალას აქვს როგორც ვიზულური, ასევე ინტელექტუალური დატვირთვა, ასეთი მასტიმულირებელი თვალსაჩინოება იწვევს დადებით ემოციებს, რაც თავისთავად აისახება შედეგზე _ დიდია მოსწავლეტა აქტივობანი გაკვეთილის პროცესში და ხელს უწყობს სააზროვნო, საკომუნიკაციო უნარ _ ჩვევების გამომუშავებას.
თვალასაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
• 20-დან 100-ის ფარგალში რიცხვების სახელდება
• ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში თანრიგების მითითება,ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობის დასახელება და ერთეულის თანრიგში ნულის გამოყენების აზრის განმარტება.
• მოცემული რიცხვების დალაგება ზრდის/კლების მიხედვით
• მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება.
• მოცემული რიცხვების უახლოესი ათეულისა და ოცეულის დასახელება.
• რიცხებზე შეასბამისი არითმეტიკული მოქმედებების შსრულება (გაადიდე-შეამცირე)
• რაოდენობების შედარება.
ეს მასალა გათვლილია როგორც წყვილებში ასევე ჯგუფებში სამუშაოდ.
ბავსვებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის დავალებები:
წაიკითხეთ მოცემული რიცხვები
დაალაგეთ ზრდის/კლების მიხედვით
მოძებნეთ რიცხვი რომელიც შედგება 4 ათეულისა და 5 ერთეულისაგან
მოძებნეთ, ამ რიცხვებიდან რომელია უდიდესი? უმცირესი?
რა რიცხვია? რას აღნიშნავს 6-იანი? 3-იანი? დაასახელეთ ამ რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები.
მოძებნეთ ისეთი ორნიშნა რიცხვი რომელშიც ერტეულის აღმნიშვნელი ციფრია 6.
დაასახელეთ მოცემული რიცხვის უახლოესი ათეული
მარჯვნივ დაალაგეთ ლუწი რიცხვები მარცხნივ კენტი რიცხვები.
გაადიდე/შეამცირე 12-ით.
ზღაპარ-ქალაქი რიცხვეულეთი
ზღაპარ-ქალაქ რიცხვეულეთში სამი ზღაპრული “დასახლებაა”: ერთეულეთი, სადაც ერთეულები ცხოვრობენ, ათეულეთი, სადაც ათეულები ცხოვრობენ და ოცეულეთი სადაც ოცეულები ბინადრობენ.
ყვავილების ფერებად აღებულია სამი ძირითადი ფერი: წითელი ფერის ყვავილები ათეულებია, ლურჯი ფერის - ოცეულები, ყვითელი - ერთეულები.
ეს მხიარული ყვავილები ხშირად სტუმრობდნენ პატარებს და ერთად მსჯელობდნენ რიცხვთა შედგენილობაზე.
მოცემულია რიცხვი 43 მოვწესრიგოთ ამ რიცხვის შესაბმისი რაოდენობა (განვიხილავთ სხადასხვა ვარიანტს)
ავიღოთ ორი ოცეული, ერთი ათეული და ხუთი ერთეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ რაოდენობას
ამოხსენით გამოსახულება იპოვეთ შედეგი და მოაწესრიგეთ ამ შედეგის შესაბამისი რაოდენობა და ა.შ.
“ყვავილებს” ბავსვებისათვის მოაქვთ სავარჯიშოები, რომელიც ჯიბაკებში ალაგია. მოსწავლე, რომელიც ბარათზე დაწერილ სავარჯიშოს ამოხსნის, თავის სახელობის ყვავილს დასვავს “მინდორზე”. (ყვავილზე აწერენ სახელებს). თუ მოსწავლეს უკვე აქვს თავის სახელობის ყვავილი გამორჩეული აქტიურობისას ყვავილის გულსა და ფურცლებზე აკრავს ღიმილებს. წარმატებულად ითვლება ის მოსწავლე, ვის ყვავილზეც ყველაზე მეტი ღიმილი მოიყრის თავს.
ამ თვალსაჩინო მასალას აქვს როგორც ვიზუალური, ასევე მასტიმულირებელი დატვირთვა. ბავშვები ცდილობენ იყვნენ წარმატებულნი.
სიმინდის გროვები
ამ თვალსაჩინო მასალისთვი გამოვიყენე სამი ფერის სიმინდის გროვრბი: წითელი, ყვითელი და თეთრი. ეს მარცვლებიუ მოთავსებულია პატარა პარკებში გარკვეული რაოდენობის მიხედვით. წითელი სიმინდის მარცვლები ოცეულებია, ყვითელი – ათეულები, თეთრი – ერთეულები.
ამ თვალსაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეები სწავლობენ ორნიშნა რიცხვების შედგენილობას, ეცნობიან ოცეულს, როგორც სათვლელ ერთეულს.
მასწავლებელი ამოწმებს შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს:
• ორნიშნა რიცხვის შესაბამის გროვებად მოწესრიგება
• რაოდენობის დადგენა და ოცეულის ათეულისა და ერIეულის გამოყენება შესაბამისი რაოდენობის აღსანიშნავად.
ეს მასალა ძირითადად გათვლილია წყვილებში სამუშაოდ.
ბავშვებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის დავალებები:
ვაჩვენებთ ორნიშნა რიცხვს. მოვაწესრიგოთ ამ რიცხვის შესაბამისი გროვა.
ავიღოთ 5 ათეული და 3 ერთეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ გროვას (53). კიდევ როგორ შეიძლება ამ რიცხვის შესაბამის გროვებად მოწესრიგება? (განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი).
მარჯვნივ დაალაგეთ 1 ოცეული 2 ათეული და 6 ერეთეული, მარცხნივ 3 ათეული და 6 ერთეული. შევადაროთ რომელია მეტი. (ტოლია)
ავიღოთ 3 ოცეული 1 ათეული და 2 ერთეული. მოცემული გროვა გავადიდოთ/ შევამციროთ 1 ათეულით. რა რიცხვი მიიღება? ჩაწერე ეს რიცხვი და მიუწერე წინა და მომდევნო რიცხვები.
მოცემული თვალსაჩინიება ეფექტურად გამოვიყენე შეკრება – გამოკლების სწავლების პროცესში.
ფერადი კოჭები
ამ თვალსაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეები მსჯელობენ და სწავლობენ სამნიშნა რიცხვების შედგენილობას.
რადგან ბუნებაში სამი ძირითადი ფერია და ეს კარგად იციან პატარებმა, პირობითად ავიღე რომ წითელი ფერის კოჭები აღნიშნავდნენ ათეულებს, ყვითელი ფერის – ერთეულებს, ლურჯი ფერის – ასეულებს,
თვალსაჩინეობას ვიყენებთ როგორც კლასთან მუშაობისას ასევე ჯგუფური მუშაობის დროსაც.
სრულდება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები
მოაწესრიგეთ მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობა კოჭების საშუალებით,.
ავიღოთ 2 ერთეული 7 ასეული 5 ათეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ რაოდენობას.( 752)
ამოხსენით გამოსახულება, იპოვეთ შედეგი და მოაწესრიგეთ ამ შედეგის შესაბამისი რაოდენობა.
მთვარის მოტანილი გამოსახულებები
მოცემული თვალსაჩინო მასალის გამოყენების მიზანია შემოწმება და შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად იყენებენ მისწავლეები შეძენილ ცოდნას.
გამოსახულება, რომლის შედეგი ლუწი რიცხვია ავღნიშნოთ წითელი ვარსკვლავით, გამოსახულება, რომლის შედეგი კენტი რიცხვია – ვარდისფერი ვარსკვლავით
გამოსახულება, რომლის შედეგი ორნიშნა რიცხვია ავღნიშნოთ წითელი ვარსკვლავით, გამოსახულება რომლის შედეგი სამნიშნა რიცხვია – ყვითელი ვარსკვლავით. (III კლასი)
“ჩვენი მეგობარი ნაფნაფი”
ნაფნაფი ბავშვების უსაყვარლესი მეგობარია. იგი ხშირად სტუმრობს პატარებს, ბავშვები მას ეხმარებიან ღობის აწყობაში. ნაფნაფიც არ იზარებს და პატარებისათვის ათასგვარი სავარჯიშოები მოაქვს, რომელსაც თავის სახლში ათავსებს ხოლმე. ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან მეგობარი გოჭის დავალებებს და ცდილობენ თავი არ შეირცხვინონ მასთან:
დაუიკვირდით როგორი თანმიმდევრობით უნდა ნაფნაფს ღობის აწყობა და დაეხმარეთ.
შეავსეთ გამოტოვებული პოზიციები.
ღობეებზე მიკრულია გამოსახულებები. დაალაგეთ გამოსახულებები მათი მნიშვნელობის ზრდის მიხედვით და ააწყვეთ ღობე.
ღობეებზე გამოსახულებებია გააკარით მხოლოდ ის ღობე, რომლის შედეგი ლუწი/კენტი რიცხვია.
ნაფნაფს აწყობილი აქვს რამდენიმე ღობე, რომელზედაც მაგალითებია განთავსებული. დაუკვირდით მიმდევრობას, დაადგინეთ რა იქნება შემდეგი გამოსახელების შედეგი, იპოვეთ შესაბამისი გამოსახულებიანი ღობე და გააგრძელეთ მიმდევრობა.
ჩუტყვავილა
თვალსაჩინოებას ძირითადად ვიყენებ იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სწორად იყენებენ მოსწავლეები სეძენილ ცოდნას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნის მობილიზება და გამოყენება.თვალსაჩინოება ხელს უწყობს სააზროვნო უნარ _ ჩვევების გამომუშავებას.
გათვლილია წყვილებში ჯგუფებსა და კლასთან სამუშაოდ.
ყვავილის გულსა და ფურცლებზე ჩალაგებულია რიცხვები მოქმედებათა ნიშნებით.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მონაცემების მიხედვით გამოსახულებების შედგენა და ამოხსნა. გამოსახულებები შეიძლება ამიხსნას როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.
ყვავილის გულსა და ფურცლებზე განთავსებული ჯიბაკები საშუალებას იძლევა თვალსაჩინო მასალი მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობას, ერთნიშნა, ორნიშნა , მრავალნიშნა რიცხვების შეკრება _ გამოკლების, გამრავლება _ გაყოფის შესწავლის დროს.
თუ ყვავილის ფურცლებში ჩავალაგებთ გამოსახულებებს შესაძლებლობა იქნება მოცემული თვალსაჩინოებით გამოსახულებების შედგენაც.
ამოცანები
თვალსაჩინოება გათვლილია წყვილებსა და ჯგუფებში სამუშაოდ.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
• ამოცანის ამოსახსნელად შესაბამისი არითმეტიკული მოქმედების შერჩევა და შესრულება
• ამოცანის შესადგენად შესაბამისი მონაცემების მოძიება, შერჩევა და ამოხსნა.
• მარტივი და შედგენილი ამოცანების განსხვავება
• ორმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნა
• შეძლონ მონაცემთა დალაგება ისე, რომ ამოცანა ამოიხსნას ერთი ან ორი მოქმედებით.
ბავშვებს ეძლევათ შემდეგი ტიპის დავალებები:
შეადგინეთ და ამოხსენით ამოცანა
დასვით კითხვა, ისე, რომ ამოცანა ამოიხსნას ორი მოქმედებით.
ბავსვებს ურიგდებათ თვალსაჩინო მასალა და ცალკე მონაცემები. (30 ლარი, 15 ლარით მეტი, 45 ლარი, თოჯინა? ორივე?). ბავშვებმა უნდა შეძლონ მონაცემები ჩაალაგონ ჯიბაკებში ისე, რომ მიიღონ ერთმოქმედებიანი, ორმოქმედებიანი ამოცანები. განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი.
“ტუკი-ტუკი”
თუთიყუში ტუკი-ტუკი პატარების უსაყვარლესი მეგობარია. მას ბავშვებისათვის ,რომლებიც გაკვეთილზე გამოირჩევიან აქტიურობითა და ჩართულობით, ყოველთვის აქვს კვერცხებში ჩალაგებული სავარჯიშოები და ვარსკვლავები. მოსწავლე, რომელიც სრულყოფილად ამოხსნის სავარჯიშოს, იმსახურებს ვარსკვლავს, რომელსაც აკრავს სახელმძღვანელო წიგნში. მოსწავლე, რომელიც თვიდან–თვემდე ყველაზე მეტ ვარსკვლავს მოიპოვებს ამ თვის გამარჯვებულად ითვლება და მოიპოვებს ღიმილს.
ქართული ანბანი და მხიარული რიცხვები
თვალსაჩინოების გამოყენების მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ დაადგინონ ასოს შესაბამისობა რიცხვთან.
სავარჯიშო სრულდება ჯგუფებში.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მოცემულ რიცხვებს შეუსაბამონ ასოები ისე, რომ მიიღონ სიტყვები. ეს სიტყვები იწერება დაფაზე.
ჯგუფებს ეძლევათ ახალი დავალება: დაალაგონ სიტყვები ისე, რომ მიიღონ წინადადება. წარმატებულად ითვლება ის ჯგუფი, რომელიც დროულად და უშეცდომოდ შეასრულებს მოცემულ დავალებას.
ასეთი ტიპის სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეებში დაკვირვებას, მსჯელობა-დასაბუთების, პრობლემის გადაჭრის, სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
პიქტოგრამა
პიქტოგრამები ბავშვების საყვარელი სავარჯიშოა. ამ თვალსაჩინო მასალის საშუალებით ბავშვებმა გაიგეს, ვის რომელი ხილი და მულტიფლიკაციური ფილმი უყვარს, გაარკვიეს რა არის პიქტოგრამა, როგორ შეავსონ ან წაიკითხონ იგი.
თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პიქტოგრამის შევსება, ზეპირსიტყვიერი აღწერა,იმის გარკვევა, თუ რას გვიჩვენებს მოცემული პიქტოგრამა.
თვალსაჩინოების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში სააზროვნო, საკომუნიკაციო სა შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
ხილი და გეომეტრიული ფიგურები
ამ თვალსაჩინოების გამოყენებით მასწავლებელი ამოწმებს, შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს:
• ერთი კლასის ობიექტთა შესახებ მონაცემების მოწესრიგება რაიმე წესით.
• რაოდენობის დასადგენადთვლის სხვადასხვა ხერხის გამოყენება.
• მოცემული რაოდენობის განახევრება-გაორმაგება და მისი დაკავშირება შეკრება/გამოკლებასთან.
• მეტ-ნაკლებობის დასადგენად დაწყვილების ხერხის გამოყენება.
• მონაცემთა მიხედვით ამოცანების შედგენა
არეები და საზღვრები
თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
• განასხვავონ ფიგურის შიდა და გარე არე
• მიუთითონ ფიგურის შიგნით გარეთ და საზღვარზე მდებარე საგნებზე
• მონაცემთა მიხედვით შეავსონ ცხრილი, შეადგინონ გამოსახულებები და ამოცანები
სავარჯიშოები გათვლილია ჯგუფებში სამუშაოდ:
შიდა არეში დადევით 5 რგოლი, გარე არეში-7, საზღვარზე-3
რამდენი ჭიამაიაა შიდა არეში? გარე არეში? საზღვარზე? შეავსე ცხრილი.
შიდა არეში ჩაწერე 20-ზე მეტი ექვსი რიცხვი, გარე არეში-20-ზე ნაკლები.
შიდა არეში დადევი 12 რგოლი, გარე არეში 7-ით ნაკლები, შეადგინეთ და ამოხსენით ამოცანა.
შეადგინეთ გამოსახულებები მონაცემთა მიხედვით
მოცემულია რიცხვები. შიდა არეში დაალაგე რიცხვები, რომლის უახლოესი ათეულია 70, გარე არესი – რომლის უახლოესი ათეულია 80, საზღვარზე დადევით ისეთი რიცხვი, რომლისთვისაც 70 და 80 უახლოესი ათეულია. (75).
ნაძვის ხე
ეს არის შეფასების ნაძვის ხე
ხელოვნების გაკვეტილზე ბავშვებმა თავიანთი თითები დახატეს მწვანე ფერის ქაღალდზე, ეს თითები გამოვჭერით და ავაწყვეთ ნაძვის ხე. გადავწყვიტეთ ახალ წლამდე მაძვის ხე მოგვერთო.დავამზადე ფერადი სათამაშოები, რომელზეც მოსწავლეთა სურათები განვათავსე. მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე წარმატებულად ჩაითვლებოდა, თავის სათამაშოს კიდებდა ნაძვის ხეზე.
ბავშვებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საახალწლოდ ყველას სათამაშო ყოფილიყო ნაძვის ხეზე
მოძრავი მაგნიტური საგნები_ პეპლები, ჭიამაიები, ყვავილები
თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლე არკვევს ჯგუფებში საგანთა რაოდენობას, საგანთა ჯგუფებს შორის დამოკიდებულებას ( მეტი, ნაკლები , იმდენივე) საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მოცემული საგნის რიგს, მოცემულ მიმდევრობაში ავსებს გამოტოვებულ პოზიციას, ან აგრძელებს მოცემულ მიმდევრობას., საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში.
შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ტიპის დავალებები.
• მოცემულია 3 საგანი დავალაგოთ სხვადასხვანაირად.
• რომელია ზედმეტი?
• გააგრძელეთ ან შეავსეთ მიმდევრობა
• ფერი, ფორმა , ზომა
• გაზარდეთ / შეამცირეთ მოცემული რაოდენობა 3_ით. შეადგინეთ ამოცანა.
• ავიღოთ 3 ფერის ყვავილების გარკვეული რაოდენობა, შევადგინოთ ყველა შესაძლო ტოლობები და უტოლობები.
• ერთ მხარეს მაგნიტური საგნებია, მეორე მხარეს გამოსახულებები. დააკავშირეთ შესაბამისი რაოდენობა გამოსახულებებთან.
სამი გოჭი
სამი გოჭი ჩემი პატარების უსაყვარლესი სტუმარი და მეგობარია. მათთან შეხვედრა მათ ყოველთვის დიდი სიხარულით ავსებთ.
მოცემული თვალსაჩინოების გამოყენებით ბავშვები აგროვებენ მონაცემებს რეალურ ობიექტზე დაკვირვებით, ამოკრებენ საჭირო მონაცემებს, საგნების რაოდენობას და ადგენენ მოცემული საგნის შესაბამისობას რიცხვთან ან პირიქით, რიცხვს ურჩევენ შესაბამის რაოდენობას. ორსტრიქონიანი ცხრილის პირველ სტრიქონში ჩაწყობილია ბარათები, რომელზედაც თვალსაჩინოებაზე განთავსებული საგნები ხატია.
მეორე სტრიქონში ბავშვებმა უნდა შეძლონ ჩააწყონ რაოდენობის შესაბამისი რიცხვი. სამი გოჭი რომ მრავალჯერადი გამოყენების ყოფილიყო გოჭების სახლებში ჩავაწყვე ბარათები. ბავშვები ყოველთვის ინტერესით და ხალისით ელოდებიან ახალ _ ახალ ამოცანებასადა დავალებებს გოჭებისაგან.
ჩვენი მხიარული კლოუნი “კიკო”
კიკო _ ეს სახელი ბავშვებმა თვითონ შეურჩიეს ამ მხიარულ კლოუნს, რომელიც არასოდებს იზარებს და ბავშვებისათვის ახალ –ახალი რიცხვები გამოსახულებები და სიტყვები მოაქვს.
დავალებები სხვადასხვანაირია.
• იპოვეთ მინდორში გაბნეული და ყვავილის გულებში ჩამალული გამოსახულებების პასუხები.
• მიღებული რიცხვები დავალაგოთ ზრდის/ კლების მიხედვით.
ყველაზე მეტად ბავშვებს იმის ამოცნობა უყვართ თუ რა სიტყვა მოგვიტანა კიკომ. სავარჯიშოს შინაარსი ასეთია: ყვავილებში გაბნეული გამოსახულებების უკან ასოები წერია. ორსტრიქონია ცხრილის პირველს სვეტში ჩალაგებულია რიცხვები, ამიოხსნება გამოსახულებები და ასოს მხრიდან ჩალაგდება შესაბამისი რიცხვის ქვეშ. აიწყობა სიტყვა.
აქვე ბავშვებთან ერთად ვმჯელობთ თუ რატომ მოიტანა ესა თუ ის სიტყვა კიკომ და რისი თქმა სურს ამით ბავშვების მხიარულ მეგობარს.
ავაყვავილოთ ხე
მოცემული მასალა ეფექტური აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც მან მომცა კონკრეტული მასალის შეფასების საშულება. საუბარია გამრავლება _ გაყოფის შესწავლაზე. გაზაფხულის დადგომას დაემთხვა მესამე კლასში გამრავლება _ გაყოფის შესწავლა, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა “აგვეყვავილებინა” ხე. ხეზე კი იმ ბავსვის სახელობის ყვავილი გაიშლებოდა, ვინც უშეცდომოდ შეძლებდა გამრავლება _ გაყოფას. ყვავილის გულში მოსწავლეების თავის ხელით წერენ სახელს და თავისივე ხელით აკრავენ ხეზე.
პატარები მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის , რომ ყველა სახელობის ყვავილი გაიშალოს ხეზე.
ნანა ბურძენიძე, ჭიათურის #5 საჯარო სკოლა |