გაერთიანება - ყველაზე მარტივი და სწრაფად რეალიზებადი საშუალებაა თანამოაზრეებთან ურთიერთობების დასამყარებლად. ის ქმნის საშუალებას ერთმანეთს გაუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ეზიაროთ სხვის მიერ შემოთავაზებულს ან გადაამოწმოთ საკუთარი შესაძლებლობები. რა შესაძლებლობებს ქმნიან გაერთიანებები? პედაგოგთა გაერთიანება შეგიქმნით საშუალებას მოიძიოთ უამრავი თანამოაზრე, გაეცნოთ ერთმანეთს, დაამყაროთ ურთიერთობები, გაუზიაროთ და შეაფასოთ ერთმანეთის ნაშრომები თუ იდეები, განიხილოთ საინტერესო თემები, უბრალოდ - იმეგობროთ. საიტი შეგიქმნით პირობებს, რათა ცოდნის ურთიერთგაზიარება მოახერხოთ იოლად და სასიამოვნოდ. გარდა მორალური ფაქტორისა, რომ თქვენ შეგექმნებათ საშუალება წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, ანუ ცოდნა, დაგროვებული გამოცდილება და დაკვირვება პროფესიულ ან საინტერესო თემატიკაზე, თქვენ შეგექმნებათ შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოთ კოლეგებისა და საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემატიკის თაობაზე აზრის ფორმირებაზე. ვისთვისაა გაერთიანებები? თუ თქვენ დამოუკიდებელი ექსპერტი ან კონსულტანტი ბრძანდებით და თვითონ შესძლებთ შექმნათ გაერთიანება თქვენი სპეციალიზაციით - უფრო აიმაღლებთ ნდობის ხარისხს პროფესიონალთა წრეში. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარომადგენელი ხართ - მოგეცემათ საშუალება თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალურად აცნობოთ დაინტერესებულ აუდიტორიას, მიაპყროთ კოლეგების ყურადღება იმ საკითხებისადმი, რომლითაც დაკავაბულია თქვენი ორგანიზაცია და შემოიკრიფოთ თანამოაზრეები. ხართ პრაქტიკოსი სპეციალისტი, ან თქვენ სფეროში დაინტერესებული ადამიანი ბრძანდებით, ოდეზღაც თქვენი ყურადღება მიიპყრო რომელიმე პრობლემამ და მთელი ძალისხმევა მიმართეთ მის გადაწყვეტაზე და ამ პროცესში დაგიგროვდათ ღირებული ცოდნა-გამოცდილება, იცით პრობლემის გამომწვევი მიზეზი, საკითხები და გაქვთ მათზე პასუხები, გსურთ ეს ყველაფერი გაუზიაროთ სხვებს - მოიძიეთ ან შექმენით შესატყვისი გაერთიანება და თანამოაზრეებთან ერთად განახორციელეთ ჩანაფიქრები. ხართ მონდომებული, ენერგიული ადამიანი, თქვენი მისწრაფებებითა და უნარ-ჩვევებით რომელიმე სფეროში აღწევთ თვალსაჩინო შედეგს - მოუყევით სხვებს ამის თაობაზე. გხიბლავთ და გეხერხებათ სხვა და სხვა პრობლემატიკაზე გამოკითხვებისა თუ რეიტინგების ჩატარება - გაუზიარეთ კოლეგებს. უბრალოდ, გაგაჩნიათ ხობი ან გატაცება, მიგაჩნიათ, რომ ის საინტერესო შეიძლება გახდეს სხვებისთვისაც - აცნობეთ ყველას და თანამოაზრეებთან ერთად შექმნით გაერთიანებას. ამ ჩამონათვლის მეტად გაგრძელება ალბათ არ ღირს. ჩვენი შემოთავაზებაა - მოიფიქროთ: თუ რა, როგორ და რატომ გამოძრავებთ თქვენ? გაერთიანდეთ იდეის გარშემო. ჩვენ დაგეხმარებით. როგორ მუშაობენ გაერთიანებები? ინტერესების მიხედვით მოიძიეთ რამოდენიმე თანამოაზრე და ამ ქვეგვერდის მეშვეობით შეატყობინეთ ყველა დაინტერესებულს თქვენი გაერთიანების შექმნის შესახებ, აგრეთვე აცნობეთ, რომელ ქვეგვერდებზე განათავსებთ თქვენ საავტორო ტექსტსა და რა თემატიკას მიეძღვნება ის, ხოლო ამ გვერდზევე თქვენ მოგეცემათ საშუალება მიუთითოთ აქტუალურ საკითხებზე არსებული სხვა წყაროები, გამოაქვეყნოთ ამონაკრები მასალებიდან, საილუსტრაციოთ - ფოტოსურათები, ნახატები, სქემები, ვიდეორგოლები და პრეზენტაციები. პედაგოგებს არა მარტო ამ გვერდზე, არამედ საიტის ფორუმზეც ექნება საშუალება გაეცნონ, დაამყარონ ურთიერთობები, განიხილონ აქტუალური საკითხები, იკამათონ, გაუზიარონ მოსაზრებები, გამოცდილება, მისცენ რეკომენდაციები და ა.შ.. პედაგოგთა გაერთიანებების გვერდი - სივრცეა, სადაც თქვენ შესძლებთ: - პრობლემების განხილვას; - იდეების გაზიარებას; - პროექტების მუშაობისათვის ვირტუალური ჯგუფის შექმნას; - სასწავლო მასალებისა და სხვა სასარგებლო რესურსების შესაქმნელად თანამშრომლობას; - გამოყენებისა და გამოქვეყნების წინ შექმნილი რესურსების კოლეგებთან ერთად განხილვასა და შეფასებას.
პედაგოგთა გაერთიანება იქმნება როგორც რესურსი, საიტზე ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად. თქვენი მიზნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი არსებულ საზოგადოებაში მონაწილეობისა ან ახლის შექმნისათვის უნდა დარეგისტრირდეთ. ამასთან თუ კი თქვენ მოიფიქრებთ საიტის ამ გვერდის და გაერთიანებების სხვა სასარგებლო გამოყენებას, მოხარული ვიქნებით და შეძლებისდამაგვარად ყველა მხრივ შეგიწყობთ ხელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ იყოთ კორექტულები კოლეგებთან, სხვა მომხმარებელთან და არ არღვევდეთ საიტის პრინციპებსა და მის წესებს.
|