მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მეთოდური ანალიზი პროფესიულ სწავლებაში: არსი და სტრუქტურა ნანახია (11575) - ჯერ 20 თებერვალი 2011

     საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი  ნაწილია -პროფესიული განათლება, მეთოდიკა. საქართველოში 90-იან წლებში , სამოქალაქო ომის, ეკონომიკის მკვეთრი დაცემის, პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის შედეგად პროფესიული სწავლების სისტემა არსებითად უმოქმედოდ დარჩა, რაც ძალიან ნეგატიურად აისახა მუშათა კვალიფიციური კადრების მომზადებაზე და მასობრივი პროფესიების მქონე მოსამსახურეებზე.

         ამჟამად ფუნქციონირებს ათობით პროფესიული სასწავლებელი, სადაც სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან ადამიანები. პედაგოგებისა და საწარმოო სწავლების ოსტატების რაოდენობა დიდია და მრავალფეროვანი: ძირითადად ესენი არიან კვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ ყველგან აქვს ადგილი ნაყოფიერ სასწავლო პროცესს, რომლის საფუძველშიც დევს თანამედროვე დიდაქტიკის ნოვაციები, სწავლების მეთოდიკა. რასაკვირველია არ ნიშნავს: ცოტაა მხოლოდ საგნის ცოდნა, აუცილებელია ცოდნა სასწავლო პროცესის კანონზომიერებების, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების, მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის ფსიქოლოგიის შესახებ .    

        უკანასკნელ ათწლეულში პედაგოგ-მკვლევართა ძალისხმევით განხილული და გაანალიზებულია პროფესიული სწავლების მეთოდების ძირითადი პრობლემები, განსაკუთრებით სწავლების საშუალებათა მეთოდური პროექტირების და კონსტრუირების ასპექტში, პროფესიული სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირი და ურთიერთშეპირობებულობა (ნ. მორევოს, ნ. ერგანოვას, ს. შაპორონსკის, კ. გომოუნოვის და სხვათა შრომები). განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მეცნიერთა რეკომენდაციები პროფესიულ სწავლებაში მეთოდური ანალიზის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

        ცნობილია, თუ რამდენად დიდი დრო ეხარჯება ტექნიკური დისციპლინების პედაგოგს გაკვეთილისთვის წინასწარმოსამზადებელ პროცესში სასწავლო მასალის შერჩევაზე, მის დიდაქტიკურ და მეთოდურ გადამუშავებაზე, სწორედ რომ მეთოდური ანალიზი იძლევა საშუალებას, რათა გამოვლინდეს და გადაილახოს სირთულეები მონაწილეების მიერ ახალი ცოდნებისა და უნარების გაგებასა და ათვისებასი, მოხდეს მონაწილეთა საქმიანობის კონსტრუირება ცნებების ახალი სისტემისა და საქმიანობის საშუალებების დასაუფლებლად.

        მეთოდური ანალიზის მიზანია სასწავლო მასალის არჩეული შინაარსის რეპრეზენტაციისხერხების, საშუალებებისა და ფორმების განსაზრვრა, რომლებიც მიმართულნი არიან მონაწილეების მიერ მისი გაგებისა და ათვისების სირთულეების დასაძლევად.

        სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის ობიექტს წარმოადგენს სასწავლო ინფორმაციის შინაარსი, სწავლების მეთოდიკები და ტექნოლოგიები.

       პროფესიული სწავლების მეთოდიკის შესახებ უცხოური ლიტერატურის ანალიზმა საშუალება Mმოგვცა გამოგვეყო ტექნიკური დისციპლინების სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის შემდეგი შემადგენლები:

     

        _ სასწავლო მასალის ცნებების შემადგენლობის, სტრუწტურისა და ლოგიკის  გამოვლენა                                                                            

     

       _ სასწავლო მასალის მეთოდური გადამუშავება, ფორმირებული ტექნიკური ცნებებისა  და მოსწავლის შემეცნებითი საქმიანობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებების  სპეციფიკის გათვალისწინებით

     

          ტექნიკური დისციპლინების სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის ჩატარების პროცედურა და თანმიმდევრობა ასეთია:

     

        _ სასწავლო მასალის შერჩევა;

     

        _ სასწავლო მასალის სტრუქტურულ-ლოგიკურიანალიზი;

     

        _ სასწავლო მასალის მეთოდური რედუქცია;

     

        _ მოსწავლეთა საგნობრივ-შემეცნებითი ქმედებების შემადგენლობის განსაზღვრა

     

        _ სწავლების ხერხების (საშუალებების), მეთოდებისა და ფორმების არჩევა;

     

        _ შესასწავლი და კოგნიტური მიზნების კონკრეტიზაცია;

     

        _ მეთოდური საქმიანობის რეფლექსია;

     

        უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს მეთოდური ანალიზის მთელი ციკლის განხორციელებაზე, წარმოადგენს სასწავლო ინფორმაცია (სახელმძღვანელოები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ტექნიკური აღწერილობები, ინსტრუქციები და ა. შ.)  

        სასწავლო მასალის შინაარსის ანალიზის განხორციელების სირთულეები შემდეგში მდგომარეობს;

         ზემოთქმულის რეზიუმე  გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საგნის მიხედვით სასწავლო მასალის შინაარსის შერჩევის შედეგს წარმოადგენს პედაგოგის მიერ სახელმძღვანელოს (სახელმძღვანელოების) ან გაკვეთილზე სასწავლო მასალის გადასაცემად საჭირო სხვა ინფორმაციის შერჩევა.  

         ტექნიკური და ტექნოლოგიური დისციპლინების შესასწავლად სპეციალისტები გვირჩევენ შემდეგ განსაზღვრებებს:

          პროფესიული სწავლების პედაგოგიკა სწავლების მეთოდების არჩევის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა იცოდეს დიდაქტიკური პირობები,რომლებიც ობიექტურ გავლენას ახდენენ ამ პროცესზე. ეს პირობებია:  

          დასასრულ, შესასწავლი და კოგნიტური მიზნებისა და მეთოდური საქმიანობის რეფლექსიის შესახებ, რომლებსაც მეთოდური ანალიზის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

          მანმადე, სანამ პედაგოგი დაიწყებს მეცადინეობას, მას მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული გაკვეთილზე მოსწავლეთა საქმიანობის შედეგები. Aამგვარად, გაკვეთილისთვის მომზადების პერიოდში პედაგოგის წინაშე დგას ამოცანა _ განსაზღვროს მეცადინეობის მიზნები.

          პედაგოგიკაში გავრცელებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმად გაკვეთილის მიზანმა უნდა განსაზღვროს შინაარსის არჩევა, ანუ უნდა იყოს მეთოდური ანალიზი ტექნიკური განათლების სასწავლო დაწესებულებებში. გაკვეთილის მიზნებს აქვთ ზოგადი მითითებების, კვალიფიციური დახასიათებების მოთხოვნის, საგანმანათლებლო სისტემის ამოცანების ხასიათი. საერთო მიზანი შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ გაკვეთილის სასწავლო მასალის არჩევას. მეთოდური ანალიზის პროცესში არჩეული და კონსტრუირებული შინაარსი საშუალებას იძლევა გამოვლენილი და ფორმულირებული იქნას კონკრეტული, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის მისაღწევი გაკვეთილის მიზნები.

          სასწავლო (კოგნიტური) მიზნები აღწერენ მიღწეულ რეზულტატს, რომელიც მოსწავლეს უნდა ჰქონდეს თემის შესწავლის დასასრულს და რომელიც გამოიხატება ახალ ცოდნებში, უნარებში, შემეცნებითი საქმიანობის ხერხებში.

           მეცნიერების მიერ გამოყოფილია ექვსი კოგნიტური დონე: ცოდნა, გაგებულება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება. თითოეულ ამ დონეზე მონაწილეს შეუძლია შეასრულოს ამ დონისთვის საქმიანობის სახეები. რაც უფრო მაღალია კოგნიტური დონე, მით უფრო რთული აზრობრივი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო შემეცნებითი საქმიანობის პროცესში.

          სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის სტრუქტურაში დასკვნით (დამამთავრებელ) პროცედურას წარმოადგენს რეფლექსია. არსებითად, რეფლექსია _ ესაა საკუთარ ქმედებებზე ადამიანის კონტროლი და შეფასება.

         რეფლექსიური ფსიქოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევებით დამტკიცებულია, რომ რეფლექსიის გაჩენა ნიშნავს ახალი თვითშეგნების გაჩენას (წარმოშობას), მოქმედების განმაზოგადებელი საშუალების ფორმირებას.

         პროფესიული განათლების სისტემის ნებისმიერ პედაგოგს უნდა ჰქონდეს უნარი (უნდა შეეძლოს) დაუმორჩილოს რეფლექსიას თავისი ცნობიერების აზრობრივი სტრუქტურები, რომლებიც ასახავენ რეალობას.

    ავტორი :ქეთევანი ვარდანაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | პედაგოგიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საგანმანათლებლო დაწესებულებები ბავშვის აღზრდა სასარგებლო რჩევები სიახლე განათლების სფეროში გართობა/თამაშები ფიზიკური კულტურა და სპორტი კვალიფიკაციის ამაღლება ინტერესები/კონკურსები დასვენება/ტურიზმი მედიცინა და პროფილაქტიკა მშობელი და ოჯახი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სარეკლამო მომსახურება სხვა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბავშვის კვება და მოვლა მეცნიერება/ტექნიკა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია რელიგია გამოცემები/პუბლიკაციები სასწავლო დაწესებულების მართვა გაერთიანებები/სოციალური ქცელები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ბუნება/ეკოლოგია დასაქმება/კარიერა/ბიზნესი განათლება საქართველოში და მსოფლიოში საზოგადოებრივი ურთიერთობები ადამიანთაშორის ურთიერთობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024